„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3966-IIს
სარეგისტრაციო კოდი
040150000.05.001.016098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებას სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს საბანკო დაწესებულებაში უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს, თუ ნასყიდობის საფასურის გადახდა მხარეებს შორის ხდება ფულადი თანხით.  ეს ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაზე.“.

2. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების (მესაკუთრის ცვლილების), ასევე მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებებისა და სხვა პირობების რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3966-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3966-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.05.001.016098.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №3966-IIს, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.016098 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1152203/