"სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4043-რს
სარეგისტრაციო კოდი
430080000.05.001.016102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი ს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდნენ ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ითვლება ლიცენზირებულად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4043–რს