"სახელწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4060-რს
სარეგისტრაციო კოდი
040110030.05.001.016105
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმები

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის (მათ შორის, ინტერნეტაუქციონის) ფორმით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:

ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

ბ.ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;

დ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განაწილება;

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება;

ვ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა.

2. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ფორმების ერთდროულად გამოყენების თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4060–რს