საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ოქტომბრის №773, 1999 წლის 20 აგვისტოს №985 და 2000 წლის 31 დეკემბრის №1419 განკარგულებების შესრულებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №355
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 07/09/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ოქტომბრის №773, 1999 წლის 20 აგვისტოს №985 და 2000 წლის 31 დეკემბრის №1419 განკარგულებების შესრულებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №355
2001 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ოქტომბრის №773, 1999 წლის 20 აგვისტოს №985 და 2000 წლის 31 დეკემბრის №1419 განკარგულებების შესრულებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში შექმნილი მძიმე ვითარების, ქვეყანაში არსებული მაღალი წნევის ბუნებრივი გაზის მილსადენების სისტემის სავალალო ფიზიკური და ტექნიკური მდგომარეობისა და მოცემულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის, სახელმწიფო ქონების მართვის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით:
1. დაჩქარდეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამისი საწარმოების – სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ და სს „გაზპრომის“ ბაზაზე ერთობლივი სააქციო საზოგადოების „საქრუსგაზმრეწვის“ საქართველოში დაფუძნების პროცესი.
2. მხარი დაეჭიროს 1997 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და სს „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი პროტოკოლის და მისი დანართის „სს „საქრუსგაზმრეწვის“ შექმნის პროგრამა“ მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მიერ სს „საქრუსგაზმრეწვში“ ქონებრივი მონაწილეობისათვის საქართველოს გაზის მაგისტრალური მილსადენების გამოყენებას, გაზის მაგისტრალურ მილსადენსა და ახალდაფუძნებულ საწარმოში სახელმწიფო მართვის მექანიზმის შენარჩუნების უზრუნველყოფის პირობით.
3. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის №1209 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებისაგან შემდგარმა კომისიამ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული ღონისძიებების დროულად განხორციელება.
4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის, სახელმწიფო ქონების მართვის და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებმა, აგრეთვე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება აღმოუჩინონ სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“ ამ ბრძანებულების პირველი და მეორე პუნქტებში მითითებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.
5. „სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაწესდეს, რომ სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ ყველა აქცია ჩვეულებრივია და ამ აქციათა ასი პროცენტი (100%) ეკუთვნის სახელმწიფოს.“;
ბ) მე-5 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ საწესდებო კაპიტალში გათვალისწინებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო ქონება, მისი ფლობის, სარგებლობის, განკარგვის, მართვის, ექსპლუატაციის, რეკონსტრუქციის უფლებით, აგრეთვე ყველა სხვა უფლებით, რომელიც საჭიროა მისთვის როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირების და ამასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ხელმომწერი მხარისათვის, ისე სახელმწიფო ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად“.
ე. შევარდნაძე