სახელწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 11.09.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №361
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 12/09/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №361
2001 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის, სახელმწიფო მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემდგომი ამაღლების მიზნით:
1. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებანი (მათ შორის ამ მიზნებისათვის გამოყოფილი უცხოური სახსრების გამოყენებით) განხორციელდეს სახელმწიფო დაკვეთის საფუძველზე.
2. სახელმწიფო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებანი, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მაგრამ უცილობლად ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც, შესაბამისი სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე სასწავლო დაწესებულებებში. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, აკრედიტაციის პროცესის განხორციელებამდე იმ სასწავლო დაწესებულებათა სიას, რომლებშიც შესაძლებელია სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან არსებულ, სამეცნიერო-სასწავლო ცენტრების ფუნქციებში სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გათვალისწინების შემთხვევაში, ისინი გაივლიან სახელმწიფო აკრედიტაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსების ხანგრძლივობა განისაზღვროს 1-დან 3 კვირამდე – სახელმწიფო სამსახურიდან მოწყვეტით, ხოლო 2-დან 6 კვირამდე – სამსახურიდან მოუწყვეტლად ან ნაწილობრივი მოწყვეტით. აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით, ეს ვადები შეიძლება გაგრძელდეს სახელმწიფო სამსახურიდან მოწყვეტით კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში 1 კვირით, ხოლო სამსახურიდან მოუწყვეტლად ან ნაწილობრივი მოწყვეტით – 2 კვირით.
5. კვალიფიკაციის ამაღლების გრძელვადიანი კურსების (მათ შორის საზღვარგარეთ) ხანგრძლივობა და პირობები განისაზღვროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად.
6. კვალიფიკაციის ამაღლების კონკრეტული ვადები და სწავლების ფორმები სახელმწიფო დაწესებულებების მიხედვით ყოველწლიურად მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
7. სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა დადგენილ ვადებში, აგრეთვე სათანადო დაფინანსების შემთხვევაში, დამატებით წარმოადგინონ წინადადებები მათ დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
8. კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში სახელმწიფო მოხელეს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, ხოლო სახელმწიფო სამსახურიდან მოწყვეტით მოკლევადიანი კურსების გავლის პერიოდში – აგრეთვე ხელფასი.
9. სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრმა (ლ.ჩიქავა) მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგინოს სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის მეთოდიკა და სახელმწიფო დაკვეთის განსათავსებლად საგანმანათლებლო დაწესებულებათა კონკურსის დებულება.
10. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრთან ერთად, მიმდინარე წლის ბოლომდე:
ა) შეიმუშაოს და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაამტკიცოს დებულება სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ და შესაბამისი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშები, ასევე დოკუმენტების შევსებისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია;
ბ) შეიმუშაოს და არსებული წესით დაამტკიცოს სახელმწიფო მოხელეთა მიერ დაკავებული თანამდებობების რანგების მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლების ტიპობრივი თემატური გეგმები და სასწავლო პროგრამები;
გ) წარმოადგინოს წინადადებები სახელმწიფო მოხელეთა საკვალიფიკაციო სწავლების შედეგების შეფასების სისტემის შესახებ.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში სახელმწიფო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი პროგრამის რეალიზაციის ხარჯები გათვალისწინებულ იქნეს ცალკე ხაზად.
12. კვალიფიკაციის ამაღლების შედეგები გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო სამსახურში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის მოწყობისა და სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციის დროს.
13. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურომ (შ.კოხრეიძე).
14. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2001 წლის 1 ოქტომბრიდან.
ე. შევარდნაძე