„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.155.000.239
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2010 წლის 9 აგვისტო
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
მუხლი 1
დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების 108-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებ-გვერდზე tsalkamunicipality.com საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.”
„4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე „www.matsne.gov.ge“, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე tsalkamunicipality.com.“.
დებულების 138-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ამოღებულ იქნას და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2010 წლის 15 ივლისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ხოლო ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ საკრებულოს ვებგვერდზე tsalkamunicipality.com.”
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე