საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2001
ძალის დაკარგვა 25.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №459
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 121, 14/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,753 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2001 მიღება
25.08.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 42.55pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №459 2001 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შესახებ შავი ზღვის დაცვის, მისი რესურსების ათვისების და რეგიონის განვი­თარების ისტორიული მნიშვნელობის ამოცანის გადაწყვეტაში ინიციატივის შენარჩუნების, ამ რესურსების უსაფრთხო ათვისების ხელშეწყობის, საერ­თა­შო­რი­სო ორგანიზაციებთან და უცხოეთის ფირმებთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებისა და კოორდინაციის მიზნით: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტო. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქარ­თველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელ­მწიფო სააგენტოს თანდართული დებულება. 3. საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვი­სების სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კონტროლი განახორციელოს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე) 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. სოსელია) შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების პრობლემებით დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით მათთვის საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2002 წელს გამოუყოს სააგენტოს 7 (შვიდი) საშტატო ერთეულის შესანახი ხარჯები არსებული წესით. 5. შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების პრობ­ლემებით დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრა­მები განახორციელონ სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვი­სების სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით. 6 საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვი­სების სახელმწიფო სააგენტომ: ა) 2003 და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შედგენისას დადგენილი წესით შეიმუშაოს და გაითვალისწინოს თავის ბიუჯეტში შესა­ბამისი მიზნობრივი პროგრამები, რომელთა საფუძველზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ნ. თურნავა) და ფინანსთა სამინისტრომ ყოველი მომდევნო წლის ინდიკატიურ გეგმასა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში გაითვალისწინონ შავი ზღვის დაც­ვისა და რესურსების კვლევა-ათვისებასთან დაკავშირებული სამუშაოების პრიორიტეტული დაფინანსება; ბ) შავი ზღვის დაცვის მიზნით უზრუნველყოს შავი ზღვის რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერ­თაშორისო ინტეგრაციული პროგრამის შემუშავება ეკოლოგიური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით; გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებ­რივი რესურსების დაცვის სამი­ნისტროსა და მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღოს „შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმის შემუ­შავებაში“;  დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნისტროსა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს შავი ზღვის პრობ­ლემებზე ორიენტირებული რესურსების დაცვისა და ათვისების მსოფლიო ბანკის, ევროგაერთიანებისა და სხვა საერთაშორი­სო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებას მათი ოპტიმიზაციის, კომ­პლექ­სურობისა და ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად.  ამ მიზნით აღნიშნული სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი შეყვანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ოქტომბრის №608 ბრძანებულებით შექმნილი სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის სახელმწიფო საკონსულტაციო კომისიის შემადგენლობაში. 7. საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვი­სების სახელმწიფო სააგენტოს მიენიჭოს უფლებამოსილება აწარმოოს მო­ლა­პარაკება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის ფირმებთან აღნიშნული პროგრამის შემუშავებისათვის ინვესტიციების მოზიდვისა და ამ საქმია­ნო­ბაში საერთაშორისო ექსპერტების ჩაბმის მიზნით. 8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბურდული) ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ზ. თავართქილაძე), გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტებმა (ნ. ბერაძე), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა (ლ. ჯაფარიძე), მეცნიე­რებათა აკადემიამ (ა. თავხელიძე), საინჟინრო აკადემიამ (ი. ფრანგიშვილი), ეკოლოგიის აკადემიამ (კ. ნადარეიშვილი), აფხაზეთისა და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა ქმედითი დახმარება აღმოუ­ჩინონ აღნიშნულ სააგენტოს საქართველოში შავი ზღვის რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთა­შორისო ინტეგრაციული პროგრამის შემუშავების დაჩქარების საქმეში. 9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნის­ტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პროგრამის შემუშავების პროცესში გარემოსდაცვითი მონიტორინგი. 10. ქ. თბილისის მერიამ (ვ. ზოდელავა) საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს გაუწიოს დახმარება განთავსებისა და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნის საკითხთა გადაწყვეტაში. 11. ზემოაღნიშნული პროგრამის განსაკუთრებული პრიორიტე­ტულო­ბიდან გამომდინარე საქართველოს პრე­ზიდენტის თანაშემწემ ეკონო­მიკუ­რი რეფორმების საკითხებში თ. ბასილიამ აღმო­უჩინოს ქმედითი დახმარება საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს უცხოური ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის საქმეში. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს დებულება I. ზოგადი დებულებები 1. იურიდიული პირის სახელწოდებაა: „საჯარო სა­მართლის იური­დიული პირი – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო). 2. სააგენტო შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მიზნად ისახავს კვლევა-ძიების მეცნიერული შედეგების საფუძველზე ხელი შეუწყოს: ა) შავი ზღვის რესურსების კო­მპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგ­რადი განვითარების საერთაშო­რისო ინტეგრაციული პროგრამის ერთობ­ლივი შემუშავების შესახებ შა­ვიზღვისპირა ქვეყნების სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების რეა­ლი­ზა­ციას; ბ) შავი ზღვის დაცვისა და ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ზღვის რესურსების უსაფრთხო ათვისებისათვის მეცნიერულად დასაბუთებული თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვას; გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობით შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმის შემუშავებას. 3. სააგენტოს აქვს ანგარიშები (სალარო, სავალუ­ტო) საბანკო დაწე­სე­­ბუ­ლებებში, ქონება, დამოუკიდებელი ბა­ლანსი, საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკები საქართველოს სახელმწი­ფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით. 4. სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება უფლებები და ვალდებულებები, საკუთარი სახელით დადოს გარიგებები და გამოვიდეს სასამა­რ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელ­ობს საქართველოს კონ­სტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებებითა და ამ დებულებით. 2 . სააგენტოს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სააგენტო თავის საქმიანობას კან­ო­ნ­მდებლობით დადგენილი წესით წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან, სა­ქარ­თველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, სამინისტროებთან და უწყებებთან, ადგილობ­რი­ვი მმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე შავი ზღვის აუზის და სხვა და­ინტერესებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2. სააგენტოს ამოცანებია: ა) მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძველზე კანონმდებლობით დად­გენილი წესით შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმის და რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციული პროგრამის პროექტების შემუშავება, ამ გეგმისა და პროგ­რა­მის დამტკიცების შემდეგ მათი პროექტების განხორციელებისათვის ხე­ლ­შე­წ­ყობა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შავი ზღვის დაცვის მოქმე­დებათა ეროვნული გეგმის და რესურსების კომ­პლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციული პროგრამის შემუშავებაში საქართველოს სამეცნი­ერო პოტენციალის გამოყენება და შავი ზღვის აუზისა და სხვა და­ინ­ტე­რესებული ქვეყნების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრების მონაწილეობის უზრუნველყოფა; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შავი ზღვის არატრადიციული რესურსების ათვისებისათვის ხელშეწყობა არსებული ეკოსისტემის მდგომარე­ობის დაცვის გათვალისწინებით, მეცნიერულად დასაბუთებული თა­ნა­მედროვე უსაფრთხო ტექნოლოგიების საფუძველზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმის და რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგ­რადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციული პროგრამის პროექ­ტების განხორციელების მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელშეწყობა; ე) შავი ზღვის რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციული პროგრამის განხორ­ციელების ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადებაში მონა­წილეობის მიღება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმით და რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდ­გრა­დი განვითარების საერთაშორისო, უცხოურ სამთავრობო ორგანი­ზაციებსა და კერძო კომპანიებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობითი საქმიანობა; ზ) შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმისა და რესურ­სების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციულ პროგრამასთან დაკავშირებული კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისათვის ხელ­შეწყობა. 3 . სააგენტოს უფლებამოსილება სააგენტო უფლებამოსილია შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვ­ნულ გეგმასთან და რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრა­­დი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციულ პროგრამასთან დაკავ­შირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ორგანიზაციებისაგან ინფორმაცია და მასალები; ბ) აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც საქარ­თველოს, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შავი ზღვის რესურსების კვლევა-ძიების პროექტების განხორციელებისათვის საჭი­რო ინვესტიციების მოსაზიდად, რისთვისაც დაამყაროს ურთიერთობები საერ­თაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მსოფლიოს წამყვან ფირმებთან, სამ­თავ­რობო ორგანოებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და საქმიან წრეებთან; გ) მიმართოს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანი­ზაციების სათანადო სტრუქტურებს შავი ზღვის დაცვის მოქმედებათა ეროვ­ნულ გეგმასთან და რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციულ პროგრამასთან დაკავ­შირებულ საკითხებზე და გაცვალოს მათთან შესაბამისი ინფორმაცია; მიიღოს მონაწილეობა ამ გეგმასა და პროგრამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ორგანიზაციებთან გამართულ მოლაპარაკებაში; დ) ორგანიზება გაუწიოს შავი ზღვის წყლის ღრმა ფენებში და ფსკერ­ზე, შავი ზღვის საქართველოს სექტორის (ტერიტორიული წყლების, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის და კონტინენტური შელფის) ფარგლებში ბუნებრივი და ტექნოგენური გზით აკუმულირებული სხვადასხვა სახის მინერალური რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზის) გამოვლენისა და მოპოვებისათვის მეცნიერული კვლევა-ძიების წარმოებას ; ე) შექმნას მონაცემთა ბანკი მე-9 მუხლში აღნიშნული შავი ზღვის რესურსების მდგომარეობის შესახებ; ვ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამო­სი­ლებები, რომლებიც აუცილებელია სააგენტოს მიზნების შესასრულებლად. 4 . სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. სააგენტოს უფროსის ორ მოადგილეს, აპარატის უფროსსა და თა­ნამ­შრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს უფროსი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სააგენ­ტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) ხელმძღვანელობს სააგენტოს, განსაზღვრავს ფუნქციებს თანამ­შრომელთა შორის; გ) აფორმებს ხელშეკრულებებს სააგენტოს თანამშრომლებთან და მოწ­ვე­ულ სპეციალისტებთან; დ) ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთა ნუსხას კონ­ტროლის განმახორციელებელ ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტროსთან შეთანხმებით; ე) წარმოადგენს სააგენტოს და პერსონალურად პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაქვს საკითხები გან­სახილ­ველად საქართველოს მთავრობაში; ზ) შავი ზღვის რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციული პროგრამის მიხედვით შემუშავებული პროექტების განხილვის, აგრეთვე ტექნიკურ-ეკონომიკური დას­ა­ბუ­თებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავების მიზნით, საჭიროებისამებრ, დროებით სამუშაოზე სათანადო ანაზღაურებით სამეცნიერო დაწესებულებებ­თან შეთანხმებით იწვევს შესაბამისი დარგის მეცნიერ-სპეციალისტებს; თ) სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზი­დენტის წინაშე. 4. შავი ზღვის რესურსების კომპლექსური ათვისებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინტეგრაციული პროგრამის ცალ­კე­უ­ლი პროექტების წინასწარი ექსპერტიზისათვის სამსახურთან მოქმედებს სამეც­ნიერო საბჭო, რომლის წევრები არიან პროგრამაში შემავალი ცალკეუ­ლი პროექტების ხელმძღვანელი ქართველი მეცნიერები, საქართველოს საგარეო საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სათბობ-ენერგეტიკის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარ­ტა­მენტისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის, მეცნიე­რებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომად­გენლები. 5. სააგენტოს აპარატი უზრუნველყოფს: ა) სააგენტოს საქმიანობისა და ამოცანების განხორციელების ორგა­ნი­ზაციას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის რესურსების მდგო­მა­რე­ობის შესახებ მონაცემთა ბანკის წარმოებას; გ) საერთაშორისო ინტეგრაციული და ეროვნული კომპლექსური პროგ­-რამებისა და მათთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის შექმნი­სათვის ხელშეწყობას. 5 . სააგენტოს ქონება და შემოსავალი 1. სააგენტოს შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ქონება, რომელიც გა­მოი­ყენება ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. 2. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყო­ფი­ლი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) საქველმოქმედო შენატანები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღე­ბუ­ლი შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობით მი­­ღე­ბული შემოსავალი. 6 . სააგენტოს ანგარიშგება სააგენტო აწარმოებს ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშგებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7 . სახელმწიფო კონტროლი სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციე­ლებს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი. 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვი­სების სახელმწიფო სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, აგრეთვე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. სააგენტოს დავა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წყდება საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.