თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2001
ძალის დაკარგვა 08.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №488
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 130, 05/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:99.25pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №488
2001 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
თავი I
უნივერსიტეტის სტატუსი და ავტონომიურობა
მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის სტატუსი
1. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა და ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი –თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემოკლებით: სსიპ – თესაუ. უნივერსიტეტის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
4. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი. ბეჭედზე უნდა აისახოს უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგებები, რომლებიც სცილდება უნივერსიტეტის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს, ბათილია.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.
7. უნივერსიტეტს უფლება აქვს საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 383330, ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა, №1.
მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის ავტონომიურობა
1. უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) უნივერსიტეტის სტრუქტურის ჩამოყალიბებას;
ბ) უნივერსიტეტის მართვა-გამგეობას;
გ) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევასა და დაკომპლექტებას;
დ) საუნივერსიტეტო სხვადასხვა სპეციალობით ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადებას;
ე) სწავლების სტრატეგიული ხაზის, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-დამტკიცებას საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად;
ვ) სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ზ) ამყარებს კავშირებს ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან), იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან არსებული კანონმდებლობის საფუძველზე;
თ) უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
თავი II
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანი
მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანია:
ა) საუნივერსიტეტო პედაგოგიური პროფილის კომპეტენტური და მაღალზნეობრივი სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო მუშაობა;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.
თავი III
უნივერსიტეტის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქცია
1. უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტები, კათედრები, განყოფილებები, ლაბორატორიები, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული ბაზები (საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, ძალოსნობისა და ჭიდაობის დარბაზები, ღია და დახურული მოედნები), სამხედრო სასწავლო ბაზები (სამხედრო კათედრის სასწავლო კორპუსი, დახურული ტირი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი, ტაქტიკური ველი, სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი, ოფიცერთა საერთო საცხოვრებელი), რომელთა მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, იმყოფებიან უნივერსიტეტის ბალანსზე.
3. უნივერსიტეტის სტრუქტურა განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.
მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი
1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
2. უნივერსიტეტის შინაგანაწესით დგინდება უნივერსიტეტში აბიტურიენტთა ჩარიცხვის, სტუდენტთა მოძრაობის (კურსიდან კურსზე გადაყვანა, სპეციალობის ან სწავლების ფორმის შეცვლა, უნივერსიტეტიდან გარიცხვა და აღდგენა) პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (დატვირთვის ნორმები, სასწავლო ცხრილების სტრუქტურა, ადეკვატურობა სასწავლო გეგმების მიმართ, სასწავლო გრაფიკის ნორმატიული რეალიზაცია, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესები და განხორციელების ფორმები და სხვ.). შინაგანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
3. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულნი და სხვ.) სწავლის საჭირო პირობების შესაქმნელად დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს ისეთი შეღავათები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათებით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება.
4. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმებით საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს (დიპლომს).
მუხლი 8🔗. სადისერტაციო საბჭოები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტთანაც შეიძლება შეიქმნას სადისერტაციო საბჭოები.
2. სადისერტაციო საბჭოები თავის მუშაობას წარმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV
უნივერსიტეტის მართვა. უნივერსიტეტის მუშაკები
მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის მართვა:
უნივერსიტეტის მართვას ახორციელებენ:
ა) რექტორი;
ბ) რექტორატი;
გ) დეკანატები;
დ) სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს უნივერსიტეტის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს უნივერსიტეტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა და დამტკიცება ხდება „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის არჩევის წესის შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 1998 წლის 19 თებერვლის №32 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. რექტორი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხსა და დონეზე.
4. რექტორი პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში მისთვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.
5. რექტორის უფლება-მოვალეობანი, კომპეტენცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის მართვაში, მისდამი დაქვემდებარებული კოლექტივის ხელმძღვანელობაში ქმნის რექტორის სტატუსს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, უმაღლესი სასწავლებლის წესდებით.
6. რექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს უნივერსიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) განსაზღვროს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებები;
დ) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები;
ე) გახსნას და დახუროს ბანკში უნივერსიტეტის ანგარიში;
ვ) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს უნივერსიტეტის დოკუმენტაცია;
ზ) შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
თ) უნივერსიტეტის სახელით დაამყაროს კავშირი საქართველოს და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან.
7. რექტორი სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის პროექტი;
ბ) შემოიღოს და გააუქმოს სპეციალობები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
8. რექტორი ვალდებულია:
ა) განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის წესდება;
ბ) რექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.
მუხლი 11🔗. უნივერსიტეტის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანი
1. უნივერსიტეტის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, დეკანები (პრორექტორობა და დეკანობა ძირითადი სამუშაო ადგილებია, ხოლო კათედრებზე მუშაობა ითვლება შეთავსებად), აგრეთვე, რექტორის განკარგულებით უნივერსიტეტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები.
2. უნივერსიტეტის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
3. პრორექტორების კანდიდატურებს რექტორის წარდგენით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
4. ფაკულტეტის დეკანის არჩევა ხდება უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ.
5. დეკანის მოადგილეს ნიშნავს რექტორი.
6. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებებით. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან უნივერსიტეტის რექტორისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
7. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ შევიდნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოში რეკომენდაციებითა და წინადადებებით.
8. უნივერსიტეტის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უნივერსიტეტის ხარჯთა ნუსხის პროექტს.
9. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, უნივერსიტეტის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები.
10. უნივერსიტეტის რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო
1. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში – სამეცნიერო საბჭო) არის უნივერსიტეტის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები, კათედრათა გამგეები, განყოფილებების ხელმძღვანელები, უნივერსიტეტის სწავლული მდივანი, ბიბლიოთეკის გამგე, პროფესორ-მასწავლებლები ფაკულტეტების საბჭოებისა და კათედრების წარდგინებით, პროფკომის თავმჯდომარე, სტუდკავშირის თავმჯდომარე, ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი რექტორის რეკომენდაციით. სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უნივერსიტეტის ყველა პედაგოგს.
3. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
4. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
5. სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების პროექტების განხილვა და დამტკიცება;
ბ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების განსაზღვრა და დამტკიცება;
გ) ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების დამტკიცება;
დ) უნივერსიტეტის არჩევითი თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების მოწყობა;
ე) უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით პრორექტორების დამტკიცება;
ვ) კანონით დადგენილი წესით სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების მინიჭება;
ზ) უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტიული გეგმების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
თ) ბიუჯეტის განსაზღვრა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, საფინანსო და სამეურნეო-ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
ი) სამეცნიერო საბჭოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიშების განხილვა;
კ) სახელმძღვანელოების, სასწავლო-დამხმარე, სხვა სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის საკითხების განხილვა;
ლ) რექტორის არჩევნების დანიშვნა.
6. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საპატიო დოქტორად აირჩიოს საქართველოს და უცხოეთის გამოჩენილი სპეციალისტები და მეცნიერები.
7. სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით ხმის უბრალო უმრავლესობით, ხოლო თანამდებობებზე არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით უნივერსიტეტის შესაბამისი საარჩევნო დებულების მიხედვით.
8. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
9. საბჭოს მუშაობა ხორციელდება სასწავლო წლის სემესტრებისათვის შედგენილი გეგმის მიხედვით. სამეცნიერო საბჭოს სამუშაო გეგმას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი, საბჭოს სხდომაზე მისი განხილვის შემდეგ.
10. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 13🔗. სამეთვალყურეო საბჭო
1. უნივერსიტეტში შემოსავლის მოზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო. ნებისმიერი ფიზიკური პირი, თუ ის დაინტერესებულია უნივერსიტეტის მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი წესდებით.
მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი
1. უნივერსიტეტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში.
3. უნივერსიტეტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) აიმაღლოს კვალიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. უნივერსიტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტი, მასწავლებელი (ყველა ჩამოთვლილი თანამდებობა არჩევითია).
თავი V
უნივერსიტეტის ქონება, დაფინანსება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის ქონება
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის ქონებისა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესასრულებლად გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებანი;
გ) სამოქალაქო გარიგებებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები, გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. უნივერსიტეტის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. უნივერსიტეტის სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება სხვა რაიმე მიზნით აკრძალულია.
მუხლი 17🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების სამინისტროს.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო.
თავი VI
უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 19🔗. უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა წესი
უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი, მოქმედი წესების დაცვით, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 20🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.