„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.112.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 050111, 05/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2010 წლის 24 დეკემბერი

  ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის              6 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №5 დადგენილებაში (გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი “ №54, 15.07.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) 119-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. საზოგადოებრივი დარბაზი

1. საზოგადოებრივი დარბაზი შეიძლება შეიქმნას საკრებულოს განკარგულების საფუძველზე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან“.

ბ) 119-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. საზოგადოებრივი დარბაზი

3. საზოგადოებრივი დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით“.

გ) 123-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) 124-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი

7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში“.

ე) 128 -ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 128. მოსახლეობის გამოკითხვა

2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე“

ვ) 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 134. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა

1. ამ დებულების 126-ე მუხლით დადგენილი ფორმებით შესაძლებელია ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, თვითმმართველი ერთეულის საზღვრების ცვლილება, თვითმმართველი ერთეულის სიმბოლიკა, თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და  შეცვლა, გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების 5 %-ს.

2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                     რ. ჩიტიძე