ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი გრანტის ათვისების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №523
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 04/01/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი გრანტის ათვისების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 46.35pt 49.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
2001 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი გრანტის ათვისების შესახებ
2001 წლის 13 აპრილს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი 5 მილიონი ჩინური იუანის რაოდენობის გრანტის (უანგარო დახმარების) ათვისების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო 2001 წლის 13 აპრილს ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტიდან 3,5 მილიონი ჩინური იუანის მიმღებ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოდ (შემდგომში – მიმღები ორგანო); აქედან: 1,5 მილიონი იუანი მოიხმაროს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ხელახალი ტექნიკური აღჭურვის მიზნით ჩინური წარმოების საოფისე ტექნიკის შემოსატანად, ხოლო 2 მილიონი იუანი – ჩინური წარმოების მანქანა-დანადგარების შემოსატანად (შემდგომში – მანქანა-დანადგარები).
2. დამტკიცდეს ჩინური წარმოების მანქანა-დანადგარების შემოსატანად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2001 წლის 13 აპრილს ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტიდან 2 მილიონი ჩინური იუანის ათვისების თანდართული მექანიზმი.
3. ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტიდან 1,5 მილიონი ჩინური იუანი მოიხმაროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელახალი ტექნიკური აღჭურვის მიზნით ჩინური წარმოების საოფისე ტექნიკის შემოსატანად.
4. მიმღებმა ორგანომ:
ა) გრანტის ათვისებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტისა და მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შერჩევის პროცესში რეკომენდაციების მისაღებად შექმნას უწყებათაშორისი სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი;
ბ) შეიმუშაოს და უწყებათაშორის სატენდერო კომისიასთან შეთანხმებით დაამტკიცოს მანქანა-დანადგარების მომხმარებლების შერჩევის მიზნით გასამართი ტენდერის პირობები;
გ) უზრუნველყოს ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ჩინეთის მთავრობის მიერ 2001 წლის 13 აპრილს გამოყოფილი 5 მილიონი ჩინური იუანის რაოდენობის გრანტის ასახვა სახელმწიფო შემოსავალსა და ხარჯებში.
6. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ჩინური გრანტის ფარგლებში შემოტანილი პროდუქციის ოპერატიული განბაჟება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
2001 წლის 13 აპრილს ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტიდან 2 მილიონი ჩინური იუანის ათვისების მექანიზმი
ტექსტში გამოყენებული ცნებები:
„გრანტი“ – ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით 2001 წლის 13 აპრილს ჩინური წარმოების მატერიალური საშუალებების შემოსატანად გამოყოფილი გრანტიდან მანქანა-დანადგარების შემოსატანად გათვალისწინებული თანხა – 2 მილიონი ჩინური იუანი;
„მანქანა-დანადგარები“, „პროდუქცია“, „ლიზინგის საგანი“ – გრანტის ფარგლებში შემოსატანი მანქანა-დანადგარები;
„დონორი“ – გრანტის გამცემი ქვეყანა – ჩინეთი;
„მიმღები“ – გრანტის მიმღები ქვეყანა – საქართველო;
„მიმღები ორგანო“ – მიმღების გრანტის ათვისების უფლებამოსილი სამთავრობო უწყება – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო;
„კომისია“ – გრანტის ათვისებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტისა და მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შერჩევის პროცესში მიმღები ორგანოსათვის რეკომენდაციების გასაწევად შექმნილი უწყებათაშორისი სატენდერო კომისია, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით;
„ღირებულება“ – მანქანა-დანადგარების შეძენის, ტრანსპორტირების, ტრანსპორტირების დაზღვევისათვის, მონტაჟისათვის სპეციალისტების მივლინების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში) დახარჯული თანხა;
„სალიზინგო საზღაური“ – მომხმარებლების მიერ ლიზინგის საგანში გადასახდელი თანხა: ღირებულების მინიმუმ 100 პროცენტი;
„დეპოზიტი“ – საქართველოს ეროვნულ ბანკში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელზე გახსნილი № 000700166 ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს სალიზინგო საზღაური ლარებში;
„ტენდერი“ – მანქანა-დანადგარების საბოლოო მომხმარებლების გამოსავლენად გასამართი კონკურსი;
„მაძიებელი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს ტენდერში მონაწილეობის შესახებ;
„მომხმარებელი“ – ტენდერში გამარჯვებული მაძიებელი.
1. ზოგადი დებულებები
2001 წლის 13 აპრილს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ჩინური წარმოების მატერიალური საშუალებების შემოსატანად გამოყოფილი გრანტიდან 2 მილიონი ჩინური იუანის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, როგორც მისი მიმღები საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, შემოტანილ უნდა იქნეს ჩინური წარმოების მანქანა-დანადგარები. გარდა მანქანა-დანადგარებისა, გრანტი მოიცავს მათ ტრანსპორტირებას, ტრანსპორტირების დაზღვევას და მონტაჟისათვის სპეციალისტების მოვლინებას (საჭიროების შემთხვევაში).
გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარების მომხმარებლებს მიმღები ორგანო შეარჩევს ტენდერის მეშვეობით. აღნიშნული პროდუქცია მომხმარებლებს გადაეცემათ ლიზინგის ფორმით.
გრანტის ათვისებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტისა და მაქანა-დანადგარების მომხმარებლის შერჩევის პროცესში რეკომენდაციების მისაღებად მიმღები ორგანო ქმნის უწყებათაშორის სატენდერო კომისიას (შემდგომში – კომისია) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.
მომხმარებელი ლიზინგის საგანში იხდის სალიზინგო საზღაურს – მისი ღირებულების მინიმუმ 100 პროცენტს; მანქანა-დანადგარების დამონტაჟებიდან 7 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, თანაბარ ნაწილებად. გადახდის თავისუფალი პერიოდი – პროდუქციის დამონტაჟებიდან 3 წელი.
სალიზინგო საზღაურის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე.
საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის მიზნით დეპოზიტზე დაბრუნებული თანხის ხელახალ ათვისებას ახორციელებს მიმღები ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოზე დამტკიცებული მიმართულების შესაბამისად.
2. „მიმღები ორგანოს“ უფლება-მოვალეობანი:
„მიმღები ორგანო“ ვალდებულია:
შექმნას უწყებათაშორისი სატენდერო კომისია გრანტის ათვისებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტისა და მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შერჩევის პროცესში რეკომენდაციების მისაღებად.
შეიმუშაოს და სატენდერო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ დაამტკიცოს შემდეგი დოკუმენტები:
– გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შესარჩევად გასამართი ტენდერის პირობები;
– მაძიებლის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა და საბუთების ჩამონათვალი;
– მანქანა-დანადგარების გადასაცემად მომხმარებელთან დასადები ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა.
სატენდერო კომისიის რეკომენდაციით ტენდერში მონაწილე მაძიებელთაგან გამოავლინოს გამარჯვებული.
გააფორმოს მომხმარებელთან ლიზინგის ხელშეკრულება გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარების გადაცემის თაობაზე;
მოითხოვოს მომხმარებლისაგან ლიზინგით გადაცემული პროდუქციის აუცილებელი დაზღვევა;
გააკონტროლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე მომხმარებლის მიერ სალიზინგო საზღაურის ჩარიცხვა დადგენილ ვადებში;
გაუწიოს ზედამხედველობა მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესრულებას.
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღები ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების განხორციელებას.
3. ლიზინგის ხელშეკრულების დადების ზოგადი პირობები
გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარები მომხმარებელს გადაეცემა ლიზინგის ფორმით, კერძოდ: მომხმარებლისათვის გადაცემულ პროდუქციაზე მესაკუთრის უფლებას იტოვებს მიმღები ორგანო. სალიზინგო საზღაურის დეპოზიტზე სრული ჩარიცხვის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა უფლება საბოლოო გადახდის თანხით – 100 ლარად შეისყიდოს ლიზინგის საგანი.
ლიზინგის საგანში მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს სალიზინგო საზღაური, პროდუქციის ღირებულების მინიმუმ 100 პროცენტი (ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის იუანსა და ლარს შორის არსებული კურსით ლარებში).
მიმღები ორგანო მომხმარებელთან აფორმებს ლიზინგის ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს ლიზინგის საგნის მთლიან ფასს, სალიზინგო საზღაურისა და ლიზინგის გამცემის მომსახურების თანხას, მისი გადახდის ვადებს და საბოლოო გადახდის თანხას.
ლიზინგის გამცემი მომსახურებას ახორციელებს მის მართვაში არსებული საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს მეშვეობით.
ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს სალიზინგო საზღაურის პირველი ნაწილი – არანაკლებ მისი 10 პროცენტისა.
მომხმარებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით მმართველი ორგანო აფორმებს მათთან გირავნობის ხელშეკრულებას ან იღებს საბანკო გარანტიას პროდუქციის ღირებულების 20 პროცენტზე.
სალიზინგო საზღაურის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე. თანხა ბრუნდება ლარებში მანქანა-დანადგარების დამონტაჟებიდან 7 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, თანაბარ ნაწილებად, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ჩინურ იუანსა და ლარს შორის არსებული კურსით. გადახდის თავისუფალი პერიოდი – პროდუქციის მიღებიდან 3 წელი. ძირითადი თანხის დაბრუნება იწყება ამ სამწლიანი თავისუფალი პერიოდის გასვლის შემდგომ.
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღები ორგანო იტოვებს დეპონირებულ თანხას, განსაზღვრავს მანქანა-დანადგარებისა და დაგირავებული ქონების მინიმალურ სასტარტო ღირებულებას და ყიდის აუქციონის წესით (ამონაგები თანხა ჩაირიცხება დეპოზიტზე ლიზინგის გამცემის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გამოკლებით, რომელიც, თავის მხრივ, ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე) ან გამოაცხადებს ხელახალ ტენდერს მანქანა-დანადგარების ახალი მომხმარებლისათვის გადასაცემად და გამარჯვებულთან გააფორმებს ლიზინგის ხელშეკრულებას დადგენილი წესების დაცვით. თუ აუქციონის შედეგად ამოღებული თანხა გადააჭარბებს მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხას, ზედმეტი თანხა უბრუნდება მომხმარებელს.