საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს - სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ

მიღების თარიღი 12.01.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 15/01/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 903 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს - სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №10 2002 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს - სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომ­დინარე, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო კანცელარიის ამოცანებისა და სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსი­ლებების გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობები განაწილდეს შემდეგი წესით: 1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე: ა) საერთო კოორდინაციას უწევს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, გარდა ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის აპარატისა; გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მათ მიმართ დისციპლინური პასუხის­მგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; დ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით ახდენს თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განყოფილების უფროსების მოადგილეებს, რეფერენტებსა და ტექნიკურ მუშაკებს; ვ) განკარგავს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ფინანსურ სახსრებს; ზ) ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების დანართებს; თ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელით; ი) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა ფარგლებში და მისი დავალებით ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეების საქმიანობის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესე­ბულებათა მუშაობის საერთო კოორდინაციას; კ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნ­ველსაყოფად; ლ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავალებით სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან ერთად წინასწარ განიხილავს საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარდგენილ საკითხებს, წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ნ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სხვა ცალკეულ დავალებებს. 2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის პ.მამრაძის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თ.ისაკაძე. 3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თ.ისაკაძე კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს აღმას­რულებელი ხელისუფლების იმ დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას, რომელთა მმართველობის სფერო განეკუთვნება კულტურის, მეცნიერების, ინფორმატიზაციისა და გამოცემების, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, დაზღვევის ზედამხედველობის, რელიგიის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზებას; შესაბამისად, მას საკურატოროდ განესაზღვროს სახელმწიფო კანცელარიის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ბ) საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახური: ბ.ა) პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება; ბ.ბ) რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილება; გ) სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დევნილთა და რეპატრიირებულთა, სპორტის, ტურიზ­მისა და კურორტების საქმეთა განყოფილება (სპორტის და დაზღვევის ზედამხედველობის საკითხებში). 4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თ.ისაკაძის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კ.გვენეტაძე. 5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კ.გვენეტაძე კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს აღმასრუ­ლებელი ხელისუფლების იმ დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას, რომელთა მმართველობის სფერო განეკუთვნება ფულად-საკრედიტო, ფისკალური, მრეწველობის, სათბობ-ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სურსათის, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას და რეალიზებას; შესაბამისად, მას საკურატოროდ განესაზღვროს სახელმწიფო კანცელარიის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახური: ა.ა) ფისკალური განყოფილება: ა.ბ) ფულად-საკრედიტო განყოფილება; ა.გ) საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განყოფილება; ბ) სექტორული ეკონომიკის სამსახური: ბ.ა) მრეწველობისა და სათბობ-ენერგეტიკის განყოფილება; ბ.ბ) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილება (გარდა გარემოს დაცვის საკითხებისა). 6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის კ.გვენეტაძის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე  ა.ზოიძე. 7. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ა.ზოიძე კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს აღმასრულე­ბელი ხელისუფლების იმ დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას, რომელთა მმართველობის სფერო განეკუთვნება კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის, სახელმწიფო ქონების მართვის, შრომითი ურთიერთობებისა და დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დევნილთა და რეპატრიირებულთა, ტურიზმის და გარემოს დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას და რეალიზებას; სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროსთან ერთად ახორციელებს საჯარო სამსახურის რეფორმების კოორდინაციას. შესაბამისად, მას საკურატოროდ განესაზღვროს სახელმწიფო კანცელარიის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) სექტორული ეკონომიკის სამსახურის კომუნიკაციების, ურბა­ნიზაციისა და მშენებლობის განყოფილება: ა.ბ) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილება (გარემოს დაცვის საკითხებში); ბ) სოციალურ საკითხთა სამსახური: ბ.ა) სოციალური ეკონომიკისა და პოლიტიკის ანალიზის განყო­ფილება; ბ.ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დევნილთა და რეპატრიირებულთა, სპორტის, ტურიზმისა და კურორტების საქმეთა განყოფილება (გარდა სპორტის და დაზღვევის ზედამხედველობის საკითხებისა); ბ.გ) დემოგრაფიის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და ოჯახის განვითარების განყოფილება. 8. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ა.ზოიძის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე. 9. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები ასრულებენ საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სხვა ცალკეულ დავალებებს. ე. შევარდნაძე