დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ

მიღების თარიღი 12.01.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 15/01/2002
matsne.gov.ge 598 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 51.05pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარგეისტარციო კოდი 390.050.000.05.002.002. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №13 2002 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათ­სარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ საქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე საქარ­თველოს კონტროლის პალატის ინფორმაციის გათვალისწინებით დაბა წყნე­თის ტერი­ტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით: 1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხე­­ნკელი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ.ჩხო­ბაძე), ქ. თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა), გარდაბნის რაიონის გამგეობამ (ნ.ფე­­რიაშვილი), მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ.გეგეჭკორი) და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) სამ თვეში უზრუნველყონ დაბის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე გაცემული მიწის ნაკვეთების, უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის, საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების ინვენტარი­ზაცია და სრულყოფილი მასალების წარდგენა საქართველოს მიწის გამო­ყენებისა და დაცვის სახელ­მწიფო კომისიაში. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნისტრომ, ქ. თბილისის მერიამ, გარდაბნის რაიონის გამგეობამ, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სატყეო მეურნეობის სახელ­მწიფო დეპარტამენტმა ორ თვეში უზრუნველყონ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებ­ში, დაბა წყნეთის მონაკვეთში ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალის­წინებუ­ლი შესაბამისი წი­ნა­ს­­წარი პროცედურების შესრულება და სათანადო დო­კუ­მენ­ტების წარ­მოდგენა. 3. საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ამ ბრძანებულების პირ­ველ პუნქტში დასახელებული უწყებების მიერ მოპოვებული მასალის საფუძ­ველზე განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული მოქმე­დებები; ბ) განიხილოს და გადაწყვიტოს ინდივიდუალური სარგებლობი­სათვის საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოყოფილი და დღევანდელი მდგომარეობით აუთვისებელი, ხშირი ნარგავებით დაკავე­ბული ფართობის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის ან მონაცვლეობის საკითხი; გ) განიხილოს და გადაწყვიტოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამო­ყო­ფილი მიწის ნაკვეთების სარგებლობის, გამოყენებისა და დაცვის კანონ­მდებლობის დარღვევის ფაქტები და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუწყვიტოს მიწათსარგებლობის უფლება. საჭიროების შემთხვევაში, მასალები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს სათანადო რეა­გი­რებისათვის; დ) დაუწესოს მკაცრი კონტროლი კომისიის სხდომებზე მიღებულ გადაწ-ყვეტილებებსა და დავალებების შესრულების მიმდინარეობას. 4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინის­ტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოპოლიციის მთავარმა სამმარ­თველომ, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაბა წყნეთის გამგეობასთან ერთად გააძლიერონ დაბა წყნეთსა და მის მიმდებარე ტერი­ტორიებზე სახელმწიფო კონტროლი, არ დაუშვან მწვანე ნარგაობის გაჩეხვა-დაზიანებისა და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტები. კანონის დამრღვევთა მიმართ ოპერატიულად გაატარონ კანონმდებლო­ბით გათვალისწინებული ღონისძიებები. 5. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს ნ. გაბრიჩიძეს შეისწავ­ლოს სამართალდაცვის ორგანოებისათვის გადაცემული და რეაგირების გარეშე დარჩენილი საქმეები ხე-ტყის უკანონოდ ჭრის, მიწის მიტაცების თა­ო­ბაზე, მათთან დაკავშირებული სამართალდარღვევები და მიიღოს შესა­ბამისი ზომები. ე. შევარდნაძე