⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.08.2005)
გაუქმებულია:

ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2002
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 14/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 892 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2002 მიღება
26.08.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; text-decoration:underline;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 45.35pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №39 2002 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენების მაღალ დონეზე მომზადებისათვის ხელშეწყობისა და თამაშებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით: 1. შეიქმნას ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია თანდართული შემადგენლობით. 2. სამთავრობო კომისიამ: ა) უზრუნველყოს ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადებისა და თამაშებში მონაწილეობის ორგანიზება; ბ) პერიოდულად მოისმინოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის (ი.მეძმარიაშვილი) და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (ჯ. ბაგრატიონი) ინფორმაცია ოლიმპიური თამაშების მზადებასთან დაკავშირებით და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. 3. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად: ა) შეიმუშაოს და 2002 წლის 20 აპრილამდე დასამტკიცებლად წარმოადგინოს ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების სამწლიანი პროგრამა; ბ) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ოლიმპიური მზადების ციკლში ჩაბმული სპორტსმენების უზრუნველყოფას საწვრთნელი პირობებით, ინვენტარით, სპორტული კალენდრით გათვალისწინებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობით, მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესებით; გ) თამაშების მონაწილე სპორტსმენთა შესაბამისი პირობების შესაქმნელად და ათენის კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიმუშაოს წინადადებები ოლიმპიური მზადების ცენტრების ჩამოსაყალიბებლად; დ) შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილოს: – ოლიმპიური ნაკრების წევრთა მზადების ცენტრის შექმნის მიზნით საქართველოში რუსეთის სამხედრო ჯგუფის მიერ დაკავებული სპორტული ობიექტების სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემის საკითხი; – სპორტის სისტემაში სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხი. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრელიძე), ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი) ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლებლობის ფარგლებში მიზნობრივად გამოყოფილი თანხის შეუფერხებლად გაცემა ოლიმპიური მზადების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად. 6. მიღებულ იქნეს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინადადება და 2002-04 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში საქართველოს პრეზიდენტის ფონდისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლისა და ფინალური თამაშების მონაწილე სპორტსმენთა წახალისების მიზნით დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები: ოლიმპიურ თამაშებზე I ადგილი -            50 000 II ადგილი - 30 000 III ადგილი - 20 000 IV ადგილი - 6 000 V ადგილი - 4 000 VI ადგილი - 2 000 მსოფლიოს ჩემპიონატებზე I ადგილი - 10 000 II ადგილი - 7 000 III ადგილი - 5 000 ევროპის ჩემპიონატებზე I ადგილი - 5 000 II ადგილი - 3 000 III ადგილი - 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით. მათ პირად მწვრთნელებსა და სპორტის სახეობათა მიხედვით ნაკრები გუნდების უფროს მწვრთნელებს მიეცეთ შესაბამისი საპრიზო ფონდის 25 პროცენტი. 7. ეთხოვოს თბილისის მერიას (ი.ზოდელავა) 2004 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს კომუნალური ხარჯების დასაფინანსებელი თანხის გამოყოფა (50 000 ლარის ფარგლებში) თბილისში მდებარე შემდეგი საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის ოლიმპიური მზადების ბაზებისათვის: სპორტის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსი ძიუდოს დარბაზი ფალავანთა კლუბი ძალოსნობის, კრივისა და ფარიკაობის კომპლექსი ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელი ტანვარჯიშის კომპლექსი მძლეოსნობის მანეჟი. 8. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ნაკრები გუნდების მზადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებაში, ასევე აღმოუჩინონ მატერიალური და სხვა სახის დახმარება საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებს. ე. შევარდნაძე ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა: თავმჯდომარე: ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი. თავმჯდომარის მოადგილეები: ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯანო ბაგრატიონი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. კომისიის წევრები: მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ემზარ ზენაიშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ივანე ზოდელავა – ქ. თბილისის მერი ამირან ზუხბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მერაბ მეტრეველი – ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების საკოორდინაციო შტაბის უფროსი კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი რუსუდან სიხარულიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლევან ძნელაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ლერი ხაბელოვი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერი ხაბურძანია – საქართველოს უშიშროების მინისტრი ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი დავით ჭელიძე – ქ. თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსი დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე