📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის გაუმჯებესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 14/02/2002
matsne.gov.ge 610 სიტყვა · ~3 წთ
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის გაუმჯებესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №40 2002 წლის 12 თებერვალი  ქ. თბილისი სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოში სახელმწიფო ქონების მართვის მექანიზმის სრულყოფის, ინვესტიციების მოზიდვის, მსხვილი ობიექტების პრივა­ტიზების პროცესის გეგმაზომიერად, ეფექტიანად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების მიზნით: 1. სამინისტროებმა, უწყებებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა (გამგეობა, მერია) 2002 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ მათთვის მართვაში გადაცემული საწარმოების პრივატიზების შესახებ წინადადებების, საწარმოთა ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ან მის ტერიტორიულ ორგანოში წარდგენა. 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავ­ლი­აშვილი), იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი) და ტრან­­სპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) მსოფ­ლიო ბანკთან შეთანხმებით განსაზღვრონ ტელეკომუნიკაციის სექ­ტორის საწარმოთა პრივატიზების პროცესში ფინანსური და იურიდიული მრჩევლის შერჩევის საკითხი და მიმდინარე წლის ბოლომდე უზრუნველყონ პრივატიზების მიზნით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება. 3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ: ა) 2002 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასთან და საერთაშორისო საფინანსო კორპო­რაციასთან შეჯერებული წინადადება ელექტრო-გამანაწილებელი და გენერაციის ობიექტების შემდგომი განსახელმწიფოებრიობის შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან და ფინანსთა სამი­ნისტროსთან ერთად 2002 წლის 1 მარტამდე წარმოადგინოს საწარ­მოთა მართვისა და პრივა­ტიზების პროცესის გაუმჯობესების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი; გ) მიმდინარე წლის 1 მაისამდე შეიმუშაოს და წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის პროგრამა; დ) 1 აპრილამდე სამინისტროებთან და უწყებებთან თანამ­შრომ­ლობით უზრუნველყოს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, აგრეთვე წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის სისტემის შემუშავება; ე) 1 მაისამდე უზრუნველყოს სახელმწიფოს წილობრივი მონა­წილეობით შექმნილი საწარმოების (სადაც სახელმწიფო საკუთ­რება­შია წილის, აქციების 50 პროცენტზე მეტი) აუდიტორული შემოწ­მებისათვის კონკურსის მოწყობა აუდიტორული კომპანიების შერჩევის მიზნით; ვ) დარგობრივ სამინისტროებთან შეთანხმებით მიმდინარე წლის 1 მაისამდე წარმოადგინოს წინადადებები სახელმწიფო ქონების მართვის საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე. 4. ბრძანებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 თებერვლის №51 ბრძა­ნებულება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“. 5. დადგინდეს, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების (სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია წილის, აქციების 50 პროცენტზე მეტი) 2001 წლის წმინდა მოგების განა­წილებაზე წინადადებებს მოამზადებენ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აფხაზეთისა და აჭარის ფინანსთა სამინისტროებთან ან საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების საფინანსო ორგანოებთან შესათანხმებლად წარადგენენ ის სამინისტროები (უწყებები) და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები (გამგეობა, მერია), რომელთაც მართვის უფლებით გადაცემული ჰქონდათ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები (სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია წილის, აქციების 50 პროცენტზე მეტი). აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ე. შევარდნაძე