კანონიერების განმტკიცების, კორუფციის, ტერორიზმის, კონტრაბანდის, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის 2001 წელს გაწეული მუშაობის შედეგებისა და 2002 წლის ამოცანების შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 21/02/2002
matsne.gov.ge 1,281 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

კანონიერების განმტკიცების, კორუფციის, ტერორიზმის, კონტრაბანდის, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის 2001 წელს გაწეული მუშაობის შედეგებისა და 2002 წლის ამოცანების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №42 2002 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი კანონიერების განმტკიცების, კორუფციის, ტერორიზმის, კონტრაბანდის, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის 2001 წელს გაწეული მუშაობის შედეგებისა და 2002 წლის ამოცანების შესახებ 2002 წლის 9 თებერვალს საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე კანონიერების განმტკიცების, კორუფციის, ტერორიზმის, კონტრაბანდის, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის 2001 წელს გაწეული მუშაობის შედეგების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზე რეაგირების მიზნით: I. სამართლებრივი რეფორმის განხორციელებისა და დამნაშავე­ოების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში: 1. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას (ნ. გაბრიჩიძე): ა) შეისწავლოს ყველა იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების გაჭიანურების მიზეზი, რომლებიც დასახელებულ იქნა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, წარმოადგინოს ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებებისა და საქმეთა დროული გამოძიების უზრუნველსაყოფად; ბ) ერთ თვეში წარმოადგინოს ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან შემოსული მასალებისა და სისხლის სამართლის საქმეების შემდგომი მსვლელობის შესახებ; გ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად დაამუშაოს და ერთ თვეში წარმოადგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად საქართველოში სისხლის სამართლის საქმეების მოძრაობის ერთიანი სტატისტიკური სისტემის შექმნის საკითხი. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეორგანიზაცია და მთელი პირადი შემადგენლობის ხელახალი ატესტაცია. 3. ეთხოვოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ლ. ჭანტურია) განაზოგადოს სასამართლო პრაქტიკა ნარკომანიისა და კონტრაბანდის საქმეებზე. 4. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას და დაევალოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა (ვ. ხაბურძანია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) გაააქტიურონ კორუფციასთან ბრძოლა და მაქსიმალურად გამოიყენონ კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალებები და მათ ხელთ არსებული ყველა რეზერვი; ბ) 2002 წლის 6 თვის შედეგების შეჯამებისას წარმოადგინონ ინფორმაცია უცხოელ მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტების გამოძიებისა და აღნიშნული დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ. 5. საქართველოს უშიშროების სამინისტრომ მოიპოვოს სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ყოფილი სსრკ-ის დაქვემდებარებაში სტრატეგიული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო საწარმოების, საცდელი ლაბორატორიებისა და სხვა დაწესებულებების მდგომარეობის შესახებ, სადაც გამოიყენებოდა რადიაქტიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ფეთქებადი და მომწამვლელი ნივთიერებები. 6. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას და დაევალოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (ლ. ძნელაძე): ა) ერთ თვეში წარმოადგინონ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი გეგმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გან­სახილველად; ბ) 2002 წლის 6 თვის შედეგების განხილვისას მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე წარმოადგინონ ინფორმაცია კონტრაბანდის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. 7. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას თავდაცვის სამინისტროსთან (დ. თევზაძე), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებთან ერთად 6 თვეში წარმოადგინოს სამხედრო სამსახურში დანაშაულის ჩადენის, მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და მათთან ბრძოლის კონკრეტული წინადადებები. 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა დაკავების მიზნით გააძლიეროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ინფორმაცია წარმოადგინოს 2002 წლის 6 თვის შედეგების შეჯამებისას. 9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ თვეში ერთხელ წარმოუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოს ანგარიში ახმეტის რაიონის პანკისის ხეობაში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ. 10. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას და დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაააქტიურონ პენსიებისა და დახმარებების დატაცების ფაქტების გამოძიება და ინფორმაცია წარმოადგინონ 2002 წლის 6 თვის შედეგების შეჯამებისას. 11. საქართველოს იუსტიციის საბჭომ (ზ. აბაშიძე) 2002 წლის 6 თვის შედეგების განხილვისას წარმოადგინოს ანგარიში კონტრაბანდისა და კორუფციის ფაქტების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სტატისტიკის ანალიზის შესახებ. 12. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი): ა) 2002 წლის 6 თვის შედეგების განხილვისას წარმოადგინოს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციარული სისტემის ფუნქციონირების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ; ბ) მეცნიერი და პრაქტიკოსი იურისტების მონაწილეობით მოამზადოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) ახალი რედაქციის პროექტი არსებული სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკის გათვალისწინებით. 13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული უშიშროების საბჭოს 2 თვეში განსახილველად წარმოუდგინონ კანონპროექტები მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. 14. ეთხოვოს საქართველოს კონტროლის პალატას (ს. მოლაშვილი) შეიმუშაოს და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ერთ თვეში წარმოადგინოს განსახილველად კანონპროექტი „საფინანსო კონტროლის ერთიანი სისტემის შესახებ“. 15. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ (ა. ჯორბენაძე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატთან (ნ. საჯაია) ერთად ერთ თვეში მოამზადოს ნარკომანიასთან ბრძოლისა და ნარკომანთა მკურნალობის პრობლემებისადმი მიძღვნილი კომისიის გაფართოებული სხდომა საზოგადოების წარმომადგენლების, მეცნიერების, დაინტერესებული უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით. 16. უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა დროებითმა საუწყებათაშორისო კომისიამ (ლ. ჭანტურია) 2002 წლის მაისში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს ინფორმაცია კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ 2002 წლის ივნისში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განხილულ იქნეს უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის კონცეპტუალური მოდელის პროექტი უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების, მეცნიერი და პრაქტიკოსი იურისტების, იურიდიული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესის წარმომადგენლების მონაწილეობით. 17. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე), ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ ქვეყნის სხვა დაინტერესებულ უწყებათა მონაწილეობით, სახელმწიფო მინისტრის კოორდინირებით შეიმუშაონ და 2002 წლის 1 ივლისამდე განსახილველად წარმოადგინონ წინადადებები ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. 18. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ დროებით საუწყებათაშორისო კომისიასთან, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და 2002 წლის ივლისში წარმოადგინოს უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების რეფორმირებისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის პარამეტრები 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. 19. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა საუწყებათაშორისო ანტიტერორისტულმა კომისიამ (ჯ. გახოკიძე) 2002 წლის შედეგების განხილვისას წარმოადგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს N1373 რეზოლუციის შესაბამისად მომზადებული საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი სამოქმედო სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის ანგარიში. 20. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია): ა) 2002 წლის 6 თვის შედეგების განხილვისას წარმოადგინოს ანგარიში საგანმანათლებლო სისტემაში მოზარდი თაობის ანტიკრიმინალური და ანტიკორუფციული აღზრდის გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების შესახებ; ბ) გაითვალისწინოს 2002-2003 სასწავლო წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ განყოფილებაზე რამდენიმე ადგილის გამოყოფა ახმეტის რაიონის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულთათვის. 21. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიურმა სამსახურმა (დ. ყარაულაშვილი) შეიმუშაოს სპეციალური სოციოლოგიური პროექტები და მუდმივად აწარმოოს სამართალდაცვის, ძალოვან სტრუქტურებსა და მაკონტროლებელ ორგანოებში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებისა და მათი საქმიანობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების დინამიკის მონიტორინგი. II. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსა და ევროპის საბჭოში საქართველოს წევრად მიღებასთან დაკავშირებით: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით შეისწავლოს და მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 2002 წლის 6 თვის შედეგების შეჯამებისას წარმოადგინოს ინფორმაცია წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. 2. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 2002 წლის შედეგების განხილვისას წარმოადგინოს ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის, ადამიანის უფლებათა ძირითადი დოკუმენტების (პაქტები, კონვენციები) მოთხოვნათა განსახორციელებლად გაწეული მუშაობისა და საქართველოს მიერ წარდგენილი მოხსენებების განხილვის შედეგების შესახებ. 3. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას და დაევალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ თვეში წარმოადგინონ საქართველოს წამებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებათა გეგმები. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რ. ბერიძემ განახორციელოს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგი და გაწეული მუშაობის ანგარიში წარმო­ადგინოს 2002 წლის შედეგების განხილვის დროს. ე. შევარდნაძე