1. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლად არჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.
2. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომას ხსნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პირველ მორიგ საკრებულოს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.
3. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.
4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.07.2025
მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა
თავი VII — ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა
- მუხლი 39. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 37. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 38. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 39. ფრაქციათა კოალიცია
- მუხლი 40. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 42. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 43. ახლად არჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 44. ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 45. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 41, №4, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.146.000136 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155264/muxli-41/