სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 05/03/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 45.35pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №85
2002 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის, ამ სფეროში კორუფციული მოვლენების აღკვეთისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად:
1. 2002 წლის 1 აპრილამდე ყოველ შემსყიდველ ორგანიზაციაში არსებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ჩამოყალიბდეს შესყიდვების სტრუქტურული ერთეული ან გამოიყოს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი.
2. 2002 წლის 1 აპრილამდე საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (ა. გამყრელიძე) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (თ. ხომერიკი) შეთანხმებით პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხაში, რომელთა მიღებაც დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, გაითვალისწინოს სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პროფესია და შეიმუშაოს და დაამტკიცოს სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტთა სავალდებულო სერტიფიცირების პირობები და წესი.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ:
ა) გააძლიეროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურების მონიტორინგი, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სამართალდარღვევების აღმოსაფხვრელად და შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით მოახდინოს სათანადო რეაგირება;
ბ) მსოფლიო ბანკის SRS კრედიტის ფარგლებში უზრუნველყოს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის რეალიზაცია;
გ) უზრუნველყოს სააგენტოს სპეციალური პერიოდული ბიულეტენის გამოცემა და შემსყიდველ ორგანიზაციებამდე დაყვანა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებმა, სახაზინო სამსახურმა (დ. რამიშვილი) და ადგილობრივმა საფინანსო ორგანოებმა რეგულარულად მიაწოდონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაზუსტებული ინფორმაცია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის სახსრების ფაქტობრივი გამოყოფის შესახებ.
5. სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად 2002 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს საბიუჯეტო დაწესებულებების ფაქტობრივი დაფინანსების მაჩვენებელთა ფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ ოფიციალური ცნობის სახით მიეწოდება შესყიდვების სააგენტოს. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურის სრულყოფა მასში სახსრების მიზნობრიობის უფრო გამოკვეთილად ასახვის მიზნით.
6. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სავალდებულო წესით აწარმოონ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების ინსპექტირება და უზრუნველყონ ამ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეგულარულად მიწოდება და საჯარო გამოქვეყნება.
7. საქართველოს სამინისტროებმა, დაწესებულებებმა, სახელმწიფო უწყებებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ან/და მათ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა.
8. მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მინიჭებული ფუნქციების სრულყოფილად რეალიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დროული და სრული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში მისთვის გათვალისწინებული სახსრების შესაბამისად.
9. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურმა.
ე. შევარდნაძე