საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმღები მოსახლეობის კატეგორიების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 12/03/2002
matsne.gov.ge 578 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმღები მოსახლეობის კატეგორიების განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 62.35pt 56.7pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №96 2002 წლის 5 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმღები მოსახლეობის კატეგორიების განსაზღვრის შესახებ 1. „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (მუხლი 17🔗) საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით 2002 წლის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდეს შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდები და მათთან მცხოვრები პენსიონერები, ინვალიდები ან ოჯახის შრომისუუნარო წევრები; ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათთან მცხოვრები პენსიონერები, ინვალიდები ან ოჯახის შრომისუუნარო წევრები; გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები და მათთან მცხოვრები პენსიონერები და შრომისუუნარო წევრები; დ) მეორე მსოფლიო ომში და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა, მათ შორის, ომის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრთა), ომის შემდგომ პერიოდში დაღუპულთა (გარდაცვლილთა): შრომისუუნარო მშობლები, მიუხედავად მათი ასაკისა, მეუღლე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა და არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილები და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად იღებენ მარჩენალის პენსიას; ე) სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან მცხოვრები ოჯახის შრომისუუნარო წევრები; ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილთა ოჯახები და მათთან მცხოვრები პენსიონერები, ინვალიდები ან ოჯახის შრომისუუნარო წევრები; ზ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სპეციალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გადასახლებაში, გასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი – მისი, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეული მეუღლე, მშობელი და შვილი (ნაშვილები); თ) პერსონალური პენსიონერები და მათი ოჯახის შრომისუუნარო წევრები; ი) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები (მ.შ. უსინათლოები); კ) დედ-მამით ობოლი ბავშვები; ლ) მარჩენალდაკარგული ოჯახები; მ) მრავალშვილიანი (სამი და მეტი ) ოჯახები; ნ) მარტოხელა დედების ოჯახები; ო) ინვალიდი ბავშვების ოჯახები (ინვალიდობის ჯგუფის განსაზღვრამდე); პ) მარტოხელა პენსიონერები; ჟ) ქ. თბილისში რეგისტრირებულ 9 აპრილის მოვლენების დროს დაზარალებული პირები და გარდაცვლილთა ოჯახები; რ) ჩერნობილის აეს-ზე ავარიული რადიაციული შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები. ე. შევარდნაძე