საქართველოს პარლამენტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე გამოთხოვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს პარლამენტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ გამოთხოვის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“. (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 31.12.2009 წელი, №04-02-23/11-59).
2. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2010 წლის 18 ნოემბერი
№100-უ.ს.შ.ს.