„თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- თავდაცვის დაგეგმვის შესახებ 28.04.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 107) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, მრავალწლიანი პერიოდისათვის მიმოიხილავს არსებულ სტრატეგიულ გარემოს და კონკრეტულად ადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ საფუძველზე ხორციელდება შეიარაღებულ ძალებში ოპერატიული გეგმების შემუშავება და ამ დოკუმენტთან დაკავშირებული დაგეგმვის სხვა სფეროების (მატერიალურ-ტექნიკური, ინფორმაციული და უწყებათაშორისი კოორდინაციის) ორგანიზება. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიმუშავებს სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხორციელდება მისი ანალიზი. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4130-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4130-რს. სარეგისტრაციო კოდი — 120300000.05.001.016127.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4130-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 120300000.05.001.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155843/