საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ხსოვნის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის წევრთა სოციალური და სხვა გარანტიებით უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №139
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 01/04/2002
matsne.gov.ge 550 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ხსოვნის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის წევრთა სოციალური და სხვა გარანტიებით უზრუნველყოფის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №139 2002 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ხსოვნის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის წევრთა სოციალური და სხვა გარანტიებით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და მისი ოჯახის წევრთა უშიშროების სათანადო სტანდარტებით, ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფის მიზნით: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) სამ თვეში უზრუნველყოს „საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენა. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად დაადგინოს და უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლისათვის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, სახელმწიფოს ხარჯზე, აგარაკით სარგებლობისა და სამსახურებრივი ტრანსპორტით მომსა­ხურების უფლებით, აგრეთვე სატელეფონო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ : ა) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს დაუწესოს ყოველთვიური სოციალური გასაცემელი, რომლის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტისათვის დადგენილ თანამდებობრივ სარგოს; ბ) უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მე­უღლის უფასო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ტერი­ტორიაზე. 4. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს უფლება ეძლევა ისარგებლოს: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პერსო­ნალური სახელ­მწიფო დაცვით; ბ) საქართველოს აეროპორტის სამთავრობო გასასვლელით (VIP-2) სახელმწიფოს ხარჯზე. 5. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს ეძლევა დიპლომატიური პასპორტი, რომლითაც სარგებლობის უფლება მას უნარჩუნდება სიცოცხლის ბოლომდე. 6. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გარანტიების გარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ოჯახის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაუწესდეთ სხვა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებიც. 7. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს ქ. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხი. 8. საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) ორ თვეში წარმოადგინოს წინადადებები ქ.თბილისში განთავ­სებული „კოლხური კოშკის“ საპროექტო და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შესახებ. 9. 2002 წელს ამ ბრძანებულების შესასრულებლად საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან. 10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებულების შესასრულებლად საჭირო ხარჯები ცალკე მუხლად გაითვალისწინოს საქართველოს 2003 და მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტების კანონპროექტებში. 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი), სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა (ს. პაპაშვილი), სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) უზრუნველყონ ამ ბრძანებულების მოთხოვნების შესას­რულებლად სათანადო ღონისძიებათა დროულად განხორციელება. 12. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ა. ჯორბენაძემ. ე. შევარდნაძე