„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11 დეკემბერი, 1996) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. აღნიშნული მონაცემები დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს და მათ სისწორეზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 30 აპრილი.

№1914IIს