საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.
2. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი44. სპორტისა და კულტურის სფეროების დაფინანსება
დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს კულტურის ა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს სპორტის ა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასიგნებებში სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება იყოს გასულ საბიუჯეტო წელს ლატარიის ბილეთების რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახსრების75%-ზე ნაკლები.“.
3. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით
სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა 2011 წელს არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 30%-ს, ხოლო 2012 წელს – 28%-ს.“.
4. 1131 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით, სესხის მიმღების მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ახორციელებს საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4108–რს