საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/04/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.2002 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GEO-LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"GEO-LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №187
2002 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის თანდართული დებულება.
2. კანონმდებლობით განსაზღვრულმა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ უშიშროების საკითხებში ოფიცერთა საქმიანობისათვის სათანადო ხელშეწყობა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულება
მუხლი 1🔗
„უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების საფუძველზე და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფოს უშიშროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში ინიშნება ოფიცერი უშიშროების საკითხებში.
მუხლი 2🔗
უშიშროების საკითხებში ოფიცერი ინიშნება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის და შესაბამისი დაწესებულებისა და ორგანოს ხელმძღვანელის აქტით „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში.
მუხლი 3🔗
სხვა დაწესებულებებსა და უწყებებში უშიშროების საკითხებში ოფიცრები შეიძლება დაინიშნონ ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ან შესაბამისი უწყების ან დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნით.
მუხლი 4🔗
უშიშროების საკითხებში ოფიცრის ძირითადი ფუნქციაა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ორგანოსა და დაწესებულების რეჟიმულობის კონტროლი, აგრეთვე სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებათა ოპერატიული უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმებით.
მუხლი 5🔗
სახელმწიფო დაწესებულების ან ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით უშიშროების საკითხებში ოფიცერს შეიძლება განესაზღვროს ამ დაწესებულების ან ორგანოს სპეციფიკურობით განსაზღვრული ფუნქცია.
მუხლი 6🔗
თავისი ფუნქციების განხორციელებისას უშიშროების საკითხებში ოფიცერი ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის სამსახურებრივ ზედამხედველობას და ადმინისტრირებას, აგრეთვე შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების შინაგანაწესს.
მუხლი 7🔗
იმ შემთხვევაში, თუ უშიშროების საკითხებში ოფიცერი ასრულებს დაწესებულების ან ორგანოს უშუალო საქმიანობას, ამ მიმართულებით სამსახურებრივი ზედამხედველობა და ადმინისტრირება ხორციელდება აგრეთვე შესაბამისი დაწესებულებისა და ორგანოს ხელმძღვანელის მხრიდან.
მუხლი 8🔗
უშიშროების საკითხებში ოფიცრის შრომის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრისა და შესაბამის უწყება-დაწესებულებათა ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 9🔗
უშიშროების საკითხებში ოფიცერს განესაზღვრება სტატუსი როგორც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, ისე სახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ხელმძღვანელთა შეთანხმების საფუძველზე და შესაბამისად.