საქართველოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის მოწესრიგების აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 22.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №190
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 26/04/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| № | ობიექტის დასახელება |
| საშტატო ნუსხით | ხელშეკრულებით აყვანილი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის მოწესრიგების აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №190
2002 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის მოწესრიგების აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის მოწესრიგების, სახელმწიფო დაწესებულებათა ფართობებით უკეთ უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის მიზნით:
1. შეიქმნას და თანდართული სიის მიხედვით დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის მოწესრიგების საკოორდინაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო).
2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა (მერი, გამგებელი), თავიანთი ქალაქებისა და რაიონების მიხედვით ერთ კვირაში შექმნან სამუშაო ჯგუფები სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი დარგის სამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
3. სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მაკონტროლებელმა ორგანოებმა ერთ თვეში წარუდგინონ სამუშაო ჯგუფებს (თანდართული დანართების მიხედვით) მათ ბალანსზე არსებული ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების ჩამონათვალი, მათ შორის, იმ ქონებისა, რომელიც გაცემულია სარგებლობის უფლებით, აგრეთვე მათ დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მომუშავე მოსამსახურეთა რაოდენობა.
4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) ორ კვირაში სამუშაო ჯგუფებს წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ.
5. სამუშაო ჯგუფებმა ქალაქებისა და რაიონების მიხედვით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამ თვეში განახორციელონ სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული, მათ შორის, სარგებლობის უფლებით გაცემული (იჯარით, ქირით, უზუფრუქტით და ა.შ.) უძრავი ქონების სრული აღწერა, აქედან მიღებული შემოსავლების მითითებით, ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდების გამოყენებით და შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაცია (თანდართული ცხრილებით) წარუდგინონ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.
6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დაამუშაოს სამუშაო ჯგუფების მიერ მიწოდებული ინფორმაცია სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული, მათ შორის, სარგებლობის უფლებით გაცემული (იჯარით, ქირით, უზუფრუქტით და ა.შ.) უძრავი ქონების შესახებ და განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციები მასალებთან ერთად წარუდგინოს საბჭოს.
7. საბჭომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და უწყებებისათვის, საშტატო ნუსხისა და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო (აუცილებელი) ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა არასაცხოვრებელი ფართობების ზღვრული ნორმატივის დადგენისა და სხვა საჭირო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით ერთ თვეში მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს წარმოუდგინოს წინადადებები განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.
8. ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისას ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საწარმო-დაწესებულებათა შრომით კოლექტივებს, ასევე პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს მიეცეთ უფლება მეთვალყურის სტატუსით მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით რსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონების აღრიცხვიანობის მოწესრიგების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა
სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში
თეიმურაზ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
შოთა გვენეტაძე – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ლევან ძნელაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ჩარიდა ჯაში – ეკონომიკური განათლების ასოციაციის პრეზიდენტი.
დანართი 1
უძრავი ქონების ნუსხა
№
ბალანსმფლობელი
უძრავი ქონების დასახელება
მისამართი
დაქვემდებარება (სახელმწიფო, ადგილობრივი)
მომუ-შავეთა რაო-დენობა
ექსპ. შესვლის წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება
ნარჩენი ღირებულება
საერთო ფართობი კვ.მ
სასარგებლო ფართობი კვ.მ
სართულების რაოდენობა
იჯარით, ქირით გაცემული ფართობის რაოდენობა
იჯარით გამცემი ორგანიზაციის დასახელება (შეთანხმებულია თუ არა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერ. ორგანოსთან)
იჯარით, ქირით გაცემის თარიღი და ვადა
წლიური ქირა
არის თუ არა შეტანილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში
ვის ანგარიშზე ირიცხება ქირა
არსებობს თუ არა საიჯარო ქირის დავალიანება და, თუ არსებობს, რამდენი
შენიშვნა
საშტატო ნუსხით
ხელშეკრულებით აყვანილი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
დანართი 2
დაუმთავრებელ მშენებლობათა ნუსხა
№
ობიექტის დასახელება
ობიექტის მდებარეობა (მისამართი)
დაქვემდებარება (სახელმწიფო, ადგილობრივი)
დაგეგმილი სამუშაოს ღირებულება
დაგეგმილი ფართობის ოდენობა კვ.მ. და სართულიანობა
მშენებლობის დაწყების თარიღი
გაწეული სამუშაოების ღირებულება
აშენებული ფართის ოდენობა (კვ.მ) და სართულიანობა
მშენებლობის შეჩერების თარიღი
იჯარით გაცემული ფართობის ოდენობა (კვ.მ)
იჯარით, ქირით გაცემის საფუძველი
იჯარით, ქირით გაცემის თარიღი და ვადა
წლიური ქირის ოდენობა
არის თუ არა შეტანილი საპრივატიზებო ობიექტების უსხაში
ვის ანგარიშზე ირიცხება ქირა
არსებობს თუ არა საიჯარო დავალიანება და, თუ არსებობს, რამდენი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18