სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №204
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 02/05/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №204
2002 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის საფუძველზე დამტკიცდეს „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება საქართველოს კონსტიტუციისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრავს სამთავრობო კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესის, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2🔗. სამთავრობო კომისიის სახეები
შეიძლება შეიქმნას შემდეგი სახის სამთავრობო კომისია:
ა) მინისტრების კომისია;
ბ) სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია;
გ) სპეციალისტების კომისია;
დ) სხვა სახის კომისიები და საბჭოები (აუცილებლობის შემთხვევაში).
მუხლი 3🔗. სამთავრობო კომისიის შექმნა
1. სამთავრობო კომისია იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ან პრეზიდენტის დავალებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომლითაც უნდა განისაზღვროს:
ა) სამთავრობო კომისიის შექმნის მიზანი და მისი საქმიანობის ამოცანები;
ბ) სამთავრობო კომისიის უფლებამოსილების კონკრეტული ვადა;
გ) სამთავრობო კომისიის პერსონალური შემადგენლობა, კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის ვინაობა;
დ) კომისიის სამუშაო სხდომების აუცილებელი პერიოდულობა;
ე) კომისიის დასკვნების და წინადადებების მომზადების, ასევე გადაწყვეტილების მიღების წესი;
ვ) კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხები;
ზ) ქვეკომისიებისა და სამუშაო ჯგუფების (საჭიროების შემთხვევაში) კომპეტენცია;
თ) კომისიის მუშაობის შედეგების (დასკვნა, წინადადება, პროგრამა და სხვ.) საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.
2. სამთავრობო კომისია შეიძლება შეიქმნას, თუ:
ა) კომისიის მიერ მოსამზადებელი საკითხი ატარებს დარგთაშორის ხასიათს ან განეკუთვნება რამდენიმე სამთავრობო დაწესებულების კომპეტენციას და ვერ ხერხდება მათ შორის შეთანხმების მიღწევა;
ბ) საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვამდე საჭიროა მისი კომისიური წესით შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
გ) მოსამზადებელი საკითხი მოითხოვს კომპლექსურ ანალიზს და მრავალმხრივ შესწავლას, სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ექსპერტებისა და სპეციალისტების ერთობლივ მონაწილეობას;
დ) აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ მნიშვნელოვან და კომპლექსურ საკითხთა შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის ან საქართველოს სახელმწიფო მინისტრისათვის საჭიროა ალტერნატიული წინადადებების, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 4🔗. სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილების ვადა
1. მინისტრების კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საქართველოს მთავრობის წევრი (გამონაკლისს წარმოადგენს კომისიის მდივანი).
2. სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია შედგება სახელმწიფო მოხელეებისაგან, რომელთა სავარაუდო შემადგენლობის შესახებ წინადადებას ამზადებს და საქართველოს პრეზიდენტს ან სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს დაინტერესებული მინისტრი ან სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
3. სპეციალისტების კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ სახელმწიფო მოხელეები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე ის პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო მოხელეებად. სპეციალისტების კომისიის წევრი შეიძლება შეყვანილ იქნეს კომისიაში მხოლოდ მისი თანხმობით.
4. სხვა სახის კომისიებისა და საბჭოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მდივანს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
5. სამთავრობო კომისიების საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
6. სამთავრობო კომისიის შექმნისას მისი უფლებამოსილების ვადა, გარდა სხვა სახის კომისიების და საბჭოებისა, განისაზღვრება არანაკლებ 1 თვის და არაუმეტეს 1 წლის ვადით შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის შესაბამისად.
7. სხვა სახის კომისიების და საბჭოების უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. სამთავრობო კომისიის უფლებამოსილებანი
1. სამთავრობო კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და სხვა მონაცემები საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს, უწყებისა და სახელმწიფო დაწესებულებისაგან;
ბ) მოისმინოს და განიხილოს სახელმწიფო უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების ანგარიშები, შეაფასოს მათი საქმიანობა;
გ) მოამზადოს კონკრეტული დოკუმენტი (დასკვნები, წინადადება, პროგრამა და სხვ.) და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეაგირებისათვის.
2. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) წინასწარ გაეცნოს განსახილველი საკითხების მასალებს;
ბ) განსახილველი საკითხის შესახებ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მიაწოდოს კომისიას თავისი წინადადებები.
მუხლი 6🔗. სამთავრობო კომისიის საქმიანობის ზოგადი წესი
1. სამთავრობო კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.
2. სამთავრობო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. სამთავრობო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. როგორც წესი, კენჭისყრა ღიაა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარული წესით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სხდომა.
4. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
5. სამთავრობო კომისიის სხდომები ჩვეულებრივ ღიაა ან კონკრეტული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით იგი შეიძლება იყოს დახურული. დახურულ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის არჩეული წესის მიხედვით.
6. საჭიროების შემთხვევაში სამთავრობო კომისიის (სხდომის) მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის (სხდომის) მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.
7. სამთავრობო კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის ბოლო სხდომის დამთავრებიდან ორ სამუშაო დღეში კომისიის ყველა წევრი ასევე ხელს აწერს ბოლო სხდომის ოქმის რედაქტირებულ ვარიანტს, რის განხორციელებასაც უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
მუხლი 7🔗. სამთავრობო კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
სამთავრობო კომისია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს საქმიანობას, თუ:
ა) კომისიამ შეასრულა მის წინაშე დასახული ამოცანები და მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი (დასკვნა, წინადადებები და სხვ.);
ბ) კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ან სახელმწიფო მინისტრი.