საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 03.05.2002
ძალის დაკარგვა 27.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №217
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 08/05/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულების მე-4 პუნქტის"
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 55.35pt 49.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №217
2002 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის შექმნის შესახებ
ეროვნული სპორტის ისტორიის პოპულარიზაციის, ახალგაზრდობაში ასოციალური მოვლენების აღმოფხვრის, ჯანსაღი სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმი.
2. დამტკიცდეს „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ თანდართული დებულება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ი. მეძმარიაშვილი).
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით საქართველოს კულტურის მინისტრი.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სპორტული დიდების სახელმწიფო მუზეუმის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
სპორტული დიდების სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) დაფუძნებულია „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განეკუთვნება მემორიალურ მუზეუმთა ტიპს.
მუხლი 2🔗
მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „მუზეუმების შესახებ“, საქართველოს კანონით „სპორტის შესახებ“, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
მუზეუმში დაცული ფასეულობანი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
მუხლი 4🔗
სახელმწიფო მუზეუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, მრგვალი ბეჭედი და ბლანკი.
მუხლი 5🔗
მუზეუმს შეუძლია იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში, შევიდეს საერთაშორისო (არასამთავრობო) ორგანიზაციებსა და კავშირებში, დაამყაროს პირდაპირი კავშირები საზღვარგარეთის ანალოგიურ დაწესებულებებთან, შექმნას ორგანიზაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობდეს სხვადასხვა საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებებში.
მუხლი 6🔗
მუზეუმის იურიდიული მისამართია: ილია ჭავჭავაძის გამზირი №49ა.
თავი II
მუზეუმის მიზნები, ამოცანები და საქმიანობა
მუხლი 7🔗
მუზეუმი ახორციელებს ქართული სპორტის წარმატებების ამსახველი მასალების შეკრებას, დაკომპლექტებას, აღრიცხვას, შენახვა-დაცვას, შესწავლასა და პოპულარიზაციას.
მუხლი 8🔗
მუზეუმის საქმიანობა ეფუძნება ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებს, მოწოდებულია ემსახუროს საზოგადოებას და ხელი შეუწყოს მის განვითარებას, ჯანსაღი სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას.
მუხლი 9🔗
მუზეუმი ყველა აღრიცხული ერთეულის ორიგინალებისა და სხვა მნიშვნელოვან ექსპონატთა ბაზაზე ქმნის ძირითად ფონდს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთიანი სამუზეუმო ფონდის შემადგენელ ნაწილს.
მუხლი 10🔗
სამუზეუმო ექსპონატების ფოტო-კინო ფიქსაცია აკრძალულია გარეშე პირთათვის, გამონაკლისი დასაშვებია მუზეუმის დირექტორის ნებართვით და სათანადო ანაზღაურებით დადგენილი პრეისკურანტის საფუძველზე.
თავი III
მატერიალური ბაზა, დაფინანსება
მუხლი 11🔗
მუზეუმის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაღებული მუზეუმის შესანახი ხარჯები;
ბ) შემოწირულობა;
გ) დონორი ორგანიზაციების დახმარება (გრანტები).
მუხლი 12🔗
აკრძალულია მუზეუმის საქმიანობის არსებითად სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლა.
თავი IV
მუზეუმის მართვა
მუხლი 13🔗
მუზეუმს ხელმძღვანელობს დირექტორი.
მუხლი 14🔗
მუზეუმის დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.
მუხლი 15🔗
დირექტორი მინდობილობის გარეშე მოქმედებს მუზეუმის სახელით და წარმოადგენს მას ყველა ორგანიზაციაში.
მუხლი 16🔗
მუზეუმის დირექტორი:
ა) ადგენს მუზეუმის საინვენტარო წიგნს, რომელშიც აღნიშნულია თითოეული სამუზეუმო ექსპონატის ძირითადი მონაცემები;
ბ) უზრუნველყოფს მთლიანი სამუზეუმო ფონდის აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და კლასიფიკაციას;
გ) უზრუნველყოფს საფონდო ერთეულთა დაცვისა და შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას;
დ) აწარმოებს შეგროვილი მასალების მეცნიერულ დამუშავებას, რომელთა საფუძველზე აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, შრომებს, ბუკლეტებს, კატალოგებს და ა.შ.;
ე) მართავს მიმოხილვით, თემატურ, კომპლექსურ ექსკურსიებსა და კონსულტაციებს საექსპოზიციო დარბაზებსა და ფონდსაცავებში;
ვ) მუზეუმიდან ექსპონატების დროებითი ან მიზნობრივი გატანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
თავი VI
მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 17🔗
1. მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი.
2. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. მუზეუმმა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
თავი VII
მუზეუმის ლიკვიდაცია
მუხლი 18🔗
მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 19🔗
დებულებაში ცვლილების ან და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.