"სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.12.2010
ძალის დაკარგვა 12.01.2012
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 050111, 05/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
"სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. ლაგოდეხი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შემოღებულ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის ანგარიშგება და გადახდა განხორციელდეს თანდართული წესის (ინსტრუქციის) შესაბამისად (დანართი №2).
4. ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 თებერვლის №22 დადგენილება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს..
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გოზალიშვილი
დანართი №1
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები შეადგენს:
1. კაზინოს (სამორინე) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარს.
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2500 ლარს.
3. ტოტალოზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 6000 ლარს.
4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ს.
5. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 50000 ლარს.
6. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული
ამონაგების 18%-ს.
დანართი N2
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის ანგარიშგების და გადახდის
წესი
(ინსტრუქცია)
მუხლი 1🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ წესის (ინსტუქციის) მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაგენილი ოდენობით და ამ წესით.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ობიექტი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები;
ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა:
გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალული მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. კაზინოს (სამორინეს) სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
5. ამ წესის მიზნებისათვის, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
6. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება
1. ამ წესით (ინსტრუქციით) განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.
2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახის ადმინისტრირებას ახოციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
მუხლი 6🔗. პასუხისგებლობა
ამ წესის (ინსტრუქციის) დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.