საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარაკების გამართვის წესის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 03.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №218
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 08/05/2002
matsne.gov.ge 528 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარაკების გამართვის წესის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 55.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №218 2002 წლის 3 მაისი ქ. თბილისი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარკების გამართვის წესის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარაკების გამართვის დადგენილი წესის დაცვის უზრუნველყოფისათვის: 1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლა­პარაკების გამართვის პროცესს კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით საგარეო საქმეთა სამინის­ტროსათვის საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების თაობაზე წინადადებათა წარდგენისათვის უშუალოდ პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ცენტრალური ორგანოს პირველი პირი. 2. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის დაუცველობის შემთხვევაში წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრუ­ლების დადების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ განიხილავს და მასალებს შემდგომი სრულყოფისათვის უბრუნებს წარმომდგენს. 3. აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო,  როგორც ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების ინიციატორი, ვალდე­ბულია შეაჯეროს სხვა დაინტერესებულ უწყებათა მიერ საერთა­შორისო ხელეშკრულების პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნები, არგუმენტირებულად უარყოს ან დაეთანხმოს მათ და აუცილებელი წესით ასახოს ეს შეთანხმების ფურცელში, რომელიც ასევე წარედ­გინება საგარეო საქმეთა სამინისტროს. საერთაშორისო ხელშეკ­რულების პროექტის უწყებრივი შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახური. 4. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლა­პარაკების გამართვის პროცესში დაინტერესებული უწყების წარმო­მადგენლებთან ერთად აუცილებელი წესით  ჩაბმულ იქნენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა სამინის­ტროების, აგრეთე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შესა­ბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მოლაპარაკებაში მონაწი­ლეობის მისაღებად შესაბამისმა უწყებებმა კანდიდატურები წარუდ­გინონ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ბრძანებით ამტკიცებს მოლაპარაკების მონაწილეთა შემადგენლობას. 5. საზღვარგარეთ მოლაპარაკების მსვლელობისას მოლაპარა­კების გამართვისათვის უფლებამოსილი პირი ახდენს პარაფირებას ან თანხმდება ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან შეთანხმების შემდეგ. 6. კონტრაგენტ მხარესთან შეთანხმებული ხელშეკრულების ტექ­სტისა და ხელმოსაწერად მომზადებული ტექსტის იდენტურობის გამო პასუხისმგებელია მოლაპარაკების გამართვისათვის უფლებამოსილი პირი. 7. საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მისაღებად მოლა­პარა­კების წერილობით წარმოებისას გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დიპლომატიური არხები. 8. ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის შესახებ წარედგინოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. 9. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არ წარედგინება ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსახორციელებლად და დაუყოვნებლივ ეცნობებათ ეს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს. ე. შევარდნაძე