შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №225
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 10/05/2002
matsne.gov.ge 1,292 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.5pt 64.35pt 70.9pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №225 2002 წლის 8 მაისი ქ. თბილისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოში შეზღუდული შესაძლე ბლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის, პროგრამების დაფინანსების მიზანმიმართული და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, „შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1993 წლის 20 დეკემბრის რეზოლუციით მიღებული „ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესების“, „ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 24 ნოემბრის № 625-Iს დადგენილების გათვალისწინებით: 1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ამირხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი არველაძე – ომის ინვალიდთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების  საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილი – საქართველოს ყრუთა საზოგადოების თავმჯდომარე მაია ბიბილეიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება “ პრეზიდენტი მანანა გალუაშვილი – ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ნანა გეგელიშვილი – ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომა“ პროგრამების კოორდინატორი გურამ გვეტაძე – საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან გორგილაძე – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე რევაზ გორდელაძე – საქართველოს ბავშვთა და ასაკოვან ინვალიდთა საერთაშორისო ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ილია გოჩიტაშვილი – ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კახეთის რეგიონალური წმინდა თამარ მეფის ორდენის კომანდორი ვასილ გოცირიძე – სოციალური რეაბილიტაციის ფონდის თავმჯდომარე ხაჩატურ ვართანიანცი – საქართველოს საუკუნის ადამიანთა ასოციაცია „სავანეს“ პრეზიდენტი თეიმურაზ თოფურია – საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ნათელა თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით იმერლიშვილი – კახეთის ჩერნობილის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე სერგო კალანდაძე – ინვალიდთა რეაბილიტაციისა და დასაქმების კავშირის თავმჯდომარე ნონა კენჭუაშვილი – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის (ინვალიდთა ასოციაცია) თანაპრეზიდენტი გელა კვაჭანტირაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე, სოციალური ეკონომიკისა და პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი დავით კიკნაძე – ომის ვეტერანთა და საქველმოქმედო ფონდ „გიორგის“ თავმჯდომარე მიხეილ კორსანტია – აფხაზეთიდან დევნილ ინვალიდთა კავშირ „გიორგის“ თავმჯდომარე გიორგი კოხრეიძე – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინვალიდთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რომან ლომაძე – გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე – უსინათლოთა საზოგადოების თავმჯდომარე დავით მაისურაძე – ინვალიდთა სპორტული ფედერაციის თავმჯდომარე მიხეილ მალანია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯონი მარიდაშვილი – საქართველოს სპორტსმენ ინვალიდთა და ვეტერანთა დასაქმების კავშირის თავმჯდომარე მიხეილ მახაშვილი – წმინდა გიორგის სახელობის საქართველოს ეროვნულ-პატრიოტული აღმშენებლობის კავშირის თავმჯდომარე მანანა მებუკე – ომის ინვალიდ-მეომართა და ვეტერანთა კავშირ „დემეტრე თავდადებულის“ თავმჯდომარე ჯემალ საჯაია – საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი და ქრისტიან დემოკრატები“ ზაზა სიხარულიძე – სრულიად საქართველოს ინვალიდთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის სათათბიროს თავმჯდომარე ბესარიონ სოლოღაშვილი – „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“ ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა სუხიშვილი – „ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ კავშირის გამგეობის წევრი, განვითარება შეფერხებულ ადამიანთა უფლებების დამცველი ჯანრი უბირია – ომის ინვალიდთა და ვეტერანტთა კავშირ „აფხაზეთის“ თავმჯდომარე ზეზვა ღუღუნიშვილი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ყარყარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი მინდია შამუგია – ცხუმ-აფხაზეთის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ჩადუნელი – საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე – ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციიის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე მანონ ხაჩიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ჯაფარიძე – ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ჯორჯიკია – ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენის მაგისტრი გოჩა ჯოჯუა – საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი და ქრისტიან დემოკრატები“. 2. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სამდივნო შემდეგი შემადგენლობით: ა) მაია ყიფიანი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის რეფერენტი, საბჭოს მდივანი; ბ) თემურ ჟორჟოლიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსი, სამდივნოს კოორდინატორი. 3. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს დებულება           I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 20 დეკემბრის 48/96 რეზოლუციის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 12 აპრილის №182 ბრძანებულების დებულებათა საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საბჭო წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს, რომლის მიზანია გაეროს 48/96 რეზოლუციით – „ინვალიდთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით“, „ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით“, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტებით, საქართველოს კონსტიტუციით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და განხორციელება. 3. საბჭო მუშაობას წარმართავს საზოგადოებრივ საწყისებზე და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ზემოთ აღნიშნული დებულებებით.           II. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები 4. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტების დებულებათა თავისუფლად და სრულად რეალიზაციისათვის საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო გარემოსა და სხვა აუცილებელი პირობების შექმნის ხელშეწყობა, რისთვისაც საბჭო: ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების პროცესში; ბ) განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების სოციალური პროგრამებისათვის; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით დასმულ საკითხებზე კოორდინაციას უწევს სახელისუფლებო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი ინტეგრირების პროცესს; ე) ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის რეალიზაციის საზოგადოებრივ კონტროლს; ვ) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცალკეული პროგრამების განხორციელებას. 5. ზემოთ აღნიშნული საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით საბჭოში იქმნება კომისიები, რომელთა თავმჯდომარეებსა და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს საბჭო.           III. საბჭოს უფლებამოსილებანი 6. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი აქტების მისაღებად. 7. მოამზადოს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მოხსენებისათვის ინფორმაცია „ინვალიდთა თანაბარი შესაძლებლობების სტანდარტული წესების“ საქართველოში რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.           IV. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 8. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტულ საწყისებზე შედიან საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, დაინტერესებული სამინისტროების, საერთაშორისო და ინვალიდთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 9. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის საგანგებო მოწვევით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი. 10. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე საქმიანობასა და სხდომის მომზადებას. 11. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით, რომელიც ფორმდება ოქმით საბჭოს თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.           V. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა 12. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.