საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 08.05.2002
ძალის დაკარგვა 18.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 10/05/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.5pt 46.35pt 49.5pt 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №226
2002 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ
საქართველო სრულად აცნობიერებს ოზონის შრის ცვლილებების როგორც რეგიონალური, ისე გლობალური მასშტაბის მავნე ზემოქმედების საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის.
ოზონის შრისა და მთლიანად გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების, „ოზონის შრის დაცვის შესახებ“ ვენის 1985 წლის კონვენციისა და ამ კონვენციის „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების, ევროპისა და მსოფლიო ქვეყნების ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მონაწილეობის გაღრმავების, უცხო ქვეყნებიდან საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით აკრძალულ ოზონდამშლელ ნივთიერებათა საქართველოში არალეგალური იმპორტისა და კონტრაბანდით შემოტანის პრაქტიკის აღკვეთის მიზნით, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ“.
ე. შევარდნაძე
დებულება
საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირება
„ოზონის შრის დაცვის“ ვენის 1985 წლის კონვენციისა და ამ კონვენციის „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წესდება ოზონდამშლელ ნივთიერებათა საქართველოს ტერიტორიაზე რეგულირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ამ ნივთიერებათა:
ა) იმპორტისა და ექსპორტის რეგულირებას;
ბ) მოხმარების რეგულირებას;
გ) ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მომსახურე პერსონალის სერტიფიკაციას.
მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებულ ცნებათა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ოზონდამშლელი ნივთიერება“ – ამ დებულების №
1 დანართში მითითებული ქიმიური ნივთიერებათაგანი;
ბ) „ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცვლელი პროდუქცია“ – სატრანსპორტო ან შესანახ კონტეინერში (ჰერმეტული ბალონი, ცისტერნა ან სხვა ჭურჭელი) მოთავსებული ოზონდამშლელი ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელშიც ოზონდამშლელ ნივთიერებათა ჯამური შემცველობა შეადგენს სულ ცოტა 95 წონით პროცენტს;
გ) „ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარება“ – ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი პროდუქციის შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია, ასევე ოზონდამშლელ ნივთიერებათა გადატუმბვა, დაფასოება, გამოყენება (დახარჯვა), მოგროვება (შევსება), გაწმენდა, გადამუშავება და აღდგენა;
დ) „პერსონალის სერტიფიკატი“ – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პერსონალის უნარს ფლობდეს ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მოხმარების წესებსა და ჩვევებს;
ე) „ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მომსახურე პერსონალი“ – სერტიფიკატის მფლობელი პერსონალი, რომელიც ეწევა ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მომსახურებას;
ვ) „ოდპ ტონა“ – მეტრიკული ტონისა და ოზონდამშლელი პოტენციალის ნამრავლი;
ზ) „ლიცენზიის გამცემი ორგანო“ – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო;
თ) „ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის მწარმოებელი და მოხმარების შესახებ ცნობის გამცემი ორგანო“ – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
ი) „სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო“ – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახდენს ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მომსახურე პერსონალის სერტიფიკაციის სისტემის სამუშაოთა ორგანიზებას;
კ) „სერტიფიკაციის ორგანო“ – ორგანო, რომელც ატარებს პერსონალის სერტიფიკაციას.
თავი II
ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტისა და ექსპორტის, მათი მოხმარების რეგულირება
მუხლი 3🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტისა და ექსპორტის, მისი მოხმარების რეგულირება
1. ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მათი წარმოებისა და გამოყენების ეტაპობრივი შემცირება და შეწყვეტა.
2. ოზონდამშლელ ნივთიერებათა გამოყენების ეტაპობრივი შემცირება (მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღება) ხორციელდება შესაბამისი ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის მიხედვით, რომლის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
3. აკრძალულია ოზონდამშლელ ნივთიერებათა საქართველოში წარმოება.
4. საქართველოში ოზონდამშლელი ნივთიერების შემცველი პროდუქციის იმპორტი დაიშვება ბრძანებულების №
2 დანართში მითითებული ქვეყნებიდან.
5. მონრეალის ოქმის არაწევრი ქვეყნებიდან ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტი დაიშვება მხოლოდ მონრეალის ოქმის ლონდონის ცვლილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი პროდუქციის იმპორტი საქართველოში დაიშვება მხოლოდ ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) საფუძველზე.
7. ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარება საქართველოში დაიშვება მხოლოდ მოხმარების შესახებ ცნობის გაცემის საფუძველზე.
მუხლი 4🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიის გაცემა და ამ ნივთიერებათა მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვა
1. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზია და ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის ცნობა გაიცემა რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე (იურიდიულ პირებზე („მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილ საწარმოებზე), აგრეთვე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალურ მეწარმეებზე)).
2. ლიცენზიის გამცემი ორგანო გაცემული ლიცენზიების, იმპორტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების რაოდენობისა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული თანხების შესახებ მონაცემებს ყოველკვარტალურად აცნობებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და ნებართვის გამცემ ორგანოს.
3. აკრძალულია იმპორტის ლიცენზიისა და მოხმარების შესახებ ცნობის გადაცემა მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით, აგრეთვე ასეთი უფლების სხვა სახით დელეგირება.
მუხლი 5🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიისა და ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის მოქმედების ვადა
1. ლიცენზია გაიცემა ერთი წლით, ხოლო მოხმარების შესახებ ცნობა – ხუთი წლით.
2. ლიცენზიის მოქმედების ვადა აითვლება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის გატარების დღიდან, ხოლო მოხმარების შესახებ ცნობის მოქმედების ვადა – ოზონზდამშლელ ნივთიერებათა მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის მწარმოებელ ორგანოში ცნობის რეგისტრაციის დღიდან.
3. მოხმარების შესახებ ცნობა საჭიროებს ყოველწლიურ დამოწმებას.
მუხლი 6🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიისა და ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის მიღების საფუძველი
1. ლიცენზიისა ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მიღების საფუძველია წერილობითი განცხადება შესაბამისად ლიცენზიის გამცემი ორგანოს ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გამცემი ორგანოს სახელზე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს (ან თან ახლდეს):
ა) ფიზიკური პირისათვის – საპასპორტო მონაცემებს, სამუშაო ადგილს და სამეწარმეო რეესტრში, როგორც ინდივიდუალური მეწარმის, რეგისტრაციის მონაცემების ასლს;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით, ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს.
3. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ლიცენზიის მიღებისას – სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის (სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის) დამადასტურებელი საბუთი, იმპორტის შესახებ კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი, ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ინდივიდუალური კვოტა და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი იცნობს ოზონდამშლელ ნივთიერებათა გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო მოხმარების წესებს, ასევე მომსახურე ბანკის ცნობა პირის საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ;
ბ) მოხმარების შესახებ ცნობის მიღებისას – მონაცემები იმის თაობაზე, რომ მასთან მუშაობს ამ დებულების შესაბამისად სერტიფიცირებული ერთი თანამშრომელი (წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებისა და სერტიფიკატის ასლი), ან იგი თავად არის სერტიფიკატის მფლობელი (წარმოდგენილ უნდა იქნეს სერტიფიკატი);
გ) ლიცენზიისა და მოხმარების შესახებ ცნობის მიღებისას საგადასახადო ორგანოს ცნობა პირის აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ.
4. ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელი საფირმო სახელწოდების (გვარის, სახელის), ორგანიზაციულ-სამართლებრვიი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გამცემ ორგანოს წერილობით აცნობოს ამის შესახებ 7 დღის განმავლობაში და წარადგინოს შესაბამისი საბუთები.
5. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. მოხმარების შესახებ ცნობა გაიცემა უფასოდ.
მუხლი 7🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიისა და ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა
1. ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გამცემი ორგანო ვალდებულია საბუთები განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
2. უარი ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გაცემაზე უნდა იყოს მოტივირებული და განმცხადებელს მოთხოვნის შემთხვევაში ეცნობოს წერილობით.
მუხლი 8🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიისა და ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გამცემ ორგანოს უფლება აქვს ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გაცემაზე უარი თქვას, თუ:
ა) ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესაცებ ცნობის მისაღებად წარდგენილი ცნობები არასწორია ან გაყალბებულია;
ბ) მათ მიღებაზე განაცხადი შეტანილია ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევით;
გ) ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მაძიებელს გაუქმებული აქვს ლიცენზია ან (და) მოხმარების შესახებ ცნობა არ აქვს დამოწმებული და ამ გარემოებების საფუძველი აღმოფხვრილი არ არის.
მუხლი 9🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიის გაუქმება და ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის დამოწმებაზე უარის თქმა
1. ლიცენზია უქმდება ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გაცემაზე უარი ითქმება:
ა) წარდგენილ ცნობებში შეუსაბამობის ან გაყალბების აღმოჩენისას;
ბ) ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გამცემ ორგანოს ერთი თვით ადრე;
დ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს ლიცენზიაში განსაზღვრულ პირობებს და მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელისათვის დადგენილ ვალდებულებებს ან ამ დებულების სხვა მოთხოვნებს;
ე) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან იმ ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელზეც გაცემული იყო ლიცენზია ან (და) მოხმარების შესახებ ცნობა.
2. ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის დაკარგვისას ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გამცემი ორგანო გასცემს ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის ასლს (დუბლიკატს). იურიდიული და ფიზიკური პირის დასახელების შეცვლის შემთხვევაში გაიცემა ახალი ლიცენზია ან (და) მოხმარების შესახებ ცნობა. ახალი ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის, ან მისი ასლის გაცემის ხარჯები ეკისრება ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელს.
3. ლიცენზიის გაუქმების ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ამ საფუძვლის დადგენიდან სულ ბევრი 5 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელს, ლიცენზიის გაუქმების ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის დამოწმება უარის თქმის საფუძვლის მითითებით. გადაწყვეტილება აღინიშნება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ან (და) მოხმარების შესახებ სახელმწიფო აღრიცხვის ჟურნალში.
4. გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის დამოწმების უარის შესახებ იღებს ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გამცემი ორგანო.
მუხლი 10🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიის ან (და) ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება
ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ გამცემი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 11🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და ამ ნივთიერებათა მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოება
1. ლიცენზიის გამცემი ორგანო აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, ხოლო მოხმარების შესახებ ცნობის გამცემი ორგანო – სახელმწიფო აღრიცხვას.
2. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ან (და) სახელმწიფო აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება:
ა) მონაცემები ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელის შესახებ – საფირმო სახელწოდება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), აგრეთვე მონაცემები ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ, თუ ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელი ფიზიკური პირია –საპასპორტო მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მონაცემები პირის ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
ბ) ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის სერია, ნომერი და გაცემის თარიღი;
გ) გადაწყვეტილება;
გ.ა) ლიცენზიის გაუქმების ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ;
გ.ბ) ლიცენზიის ან (და) მოხმარების შესახებ ცნობის ასლების გაცემის თაობაზე.
3. სახელმწიფო აღრიცხვის ჟურნალში დამატებით შეიტანება:
ა) მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელის მიერ ოზონდამშლელ ნივთიერებათა გამოყენების სფერო;
ბ) მონაცემები მოხმარების შესახებ ცნობის ყოველწლიური დამოწმების შესახებ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4. ნებისმიერ პირს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესითა და პროცედურით უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრისა და სახელმწიფო აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებს.
მუხლი 12🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის კვოტირება
1. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და მისი შესრულების მიზნით ოზონდამშლელი ნივთიერებების საქართველოში იმპორტი დაშვებულია მხოლოდ წინასწარ დადგენილი კვოტის ფარგლებში.
2. წლიური კვოტა წარმოადგენს ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობას გამოსახულს ოდპ ტონებში.
3. წლიური კვოტის დადგენისას მხედველობაში მიიღება როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებანი, ისე ოზონდამშლელ ნივთიერებათა და მათი ალტერნატივების ფაქტობრივი იმპორტის მოცულობა წინა ორი წლის განმავლობაში.
4. თითოეულ იმპორტიორზე წლიური კვოტა ნაწილდება მხოლოდ ინდივიდუალური კვოტის სახით.
5. ინდივიდუალური კვოტის გაცემისას მხედველობაში მიიღება საიმპორტო ნივთიერებათა დანიშნულება, აგრეთვე იმპორტიორის მიერ წინა ორი წლის განმავლობაში განხორციელებული იმპორტის მოცულობა, რაც დგინდება იმპორტიორის მიერ შესაბამისი საბაჟო დოკუმენტების წარდგენით.
6. წლიური კვოტის განაწილების წესს და კვოტის მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
7. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური კვოტა ოფიციალურად ქვეყნდება ყოველი წლის 15 იანვრამდე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლისას აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად ითვლება.
მუხლი 13🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიისა და ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის ფორმა
1. ლიცენზიაში შეიტანება ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის განხორციელებისათვის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთათვის ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ლიცენზიის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ. სალიცენზიო პირობები თანხმდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.
3. ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის ფორმა წარმოადგენს A/4 ფორმატის ქაღალდს. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ არის წარწერა „საქართველო“. შემდეგ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო“, „ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობა“.
4. მოხმარების შესახებ ცნობის ფორმა მოცემულია №
3 დანართში.
მუხლი 14🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელის ვალდებულებანი
1. მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ოზონდამშლელ ნივთიერებათა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო მოხმარება. მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს, რათა არ იქნეს დაშვებული ოზონდამშლელ ნივთიერებათა ატმოსფეროში მოხვედრა. იგი ვალდებულია იზრუნოს ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი ჭურჭლის ჰერმეტულობასა და უსაფრთხოებაზე, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს, რომ ოზონდამშლელ ნივთიერებათა გადატუმბვა, დაფასოება, გამოყენება (დახარჯვა), მოგროვება (შევსება), გაწმენდა, გადამუშავება და აღდგენა განხორციელდეს მხოლოდ ამ დებულების შესაბამისად სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ.
2. მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მის მიერ ოზონდამშლელი ნივთიერების შემცველი პროდუქციის შეძენისა და რეალიზაციის, აგრეთვე ოზონდამშლელ ნივთიერებათა გადატუმბვა-დაფასოების, გამოყენების (დახარჯვის), მოგროვების (შევსების), გაწმენდის, გადამუშავებისა და აღდგენის, აგრეთვე ამ ოპერაციების წარმოებისას წარმოქმნილი დანაკარგების ზუსტი აღრიცხვა №
4 დანართში მოცემული სქემის მიხედვით. ანგარიში ყოველწლიურად (მოხმარების შესახებ ცნობის ძალის გასვლამდე სულ ცოტა 15 დღით ადრე) წარედგინება მოხმარების შესახებ ცნობის გამცემ ორგანოს შესამოწმებლად. ანგარიშის დროული წარდგენა და მისი სისწორე წარმოადგენს მოხმარების შესახებ ცნობის ყოველწლიური დამოწმების პირობას.
3.მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელს უფლება აქვს შეიძინოს ოზონდამშლელი ნივთიერება ან მისი შემცველი პროდუქცია მხოლოდ ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის ლიცენზიის ან ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელისაგან. მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელს უფლება აქვს გასცეს ოზონდამშლელი ნივთიერება ან მისი შემცველი პროდუქცია მხოლოდ ამ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ ცნობის მფლობელზე.
თავი III
ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მომსახურე პერსონალის სერტიფიკაცია
მუხლი 15🔗. ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მომსახურე პერსონალის სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო
ოზონდამშლელ ნივთიერებათა შემცველი დანადგარებისა და საცავების მომსახურე პერსონალის სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია (შემდგომში – სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო) ეკისრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 16🔗. სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები და უფლებამოსილება
1. სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციებია:
ა) სისტემის ნორმატიული ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სისტემის მართვისა და სერტიფიკაციის მოწყობის წესების (პროცედურების) დადგენა საქსტანდარტთან შეთანხმებით;
გ) მონიტორინგის საფუძველზე სერტიფიკაციის ორგანოების საჭირო რაოდენობისა და სიმძლავრეების პროგნოზირება;
დ) საქსტანდარტთან ერთად მონაწილეობის მიღება სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციაში და მათი საინსპექციო კონტროლის განხორციელებაში;
ე) სისტემის მონაწილეთა ინფორმირება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის შეცვლის და ახლის შემოღების შემთხვევაში;
ვ) თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან სერტიფიკაციის საკითხებზე.
2. სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია:
ა) მიიღოს მონაწილეობა სისტემაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს და ცალკეულ ექსპერტთა მოქმედების შესახებ აპელაციის განხილვაში;
ბ) მიიღოს მონაწილეობა სპეციალისტებისათვის ექსპერტის წოდების მიმნიჭებელი კომისიის მუშაობაში;
გ) შექმნას სისტემის საბჭო, განსაზღვროს მეთოდური ცენტრი და უზრუნველყოს მათი დებულების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17🔗. სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს პასუხისმგებლობა
სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო პასუხისმგებელია:
ა) მასზე განპირობებული საქმიანობის სფეროში იმ საკითხთა მომცველი და ისეთი დოკუმენტაციის არსებობისათვის, რომელთა შესაბამისობაზე სერტიფიცირებული ობიექტები ხარისხობრივი და ტექნიკური აღჭურვილობის მაჩვენებლებით აკმაყოფილებენ მათთვის წაყენებულ სამამულო და საერთაშორისო მოთხოვნებს;
ბ) სერტიფიკაციის ორგანოების მზადყოფნისათვის, რომ ამ სფეროში არსებული დოკუმენტაციის სრული დაცვით შეასრულონ სასერტიფიკაციო სამუშაოები.
მუხლი 18🔗. სერტიფიკაციის ორგანოები
სერტიფიკაციის ორგანოების ძირითადი ფუნქციებია:
ა) პერსონალის სერტიფიცირება და სერტიფიკატის გაცემა;
ბ) განმცხადებლისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის წარდგენა.
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 19🔗. გარდამავალი დებულებანი
1. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესაბამისი ინდივიდუალური კვოტის გაცემის თაობაზე და მე-12 მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 15 იანვრიდან.
2. ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ 2003 წლის 15 იანვრამდე ლიცენზიები გაიცემა ინდივიდუალური კვოტის გარეშე ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2003 წლის 1 სექტემბრამდე ოზონდამშლელ ნივთიერებათა საქართველოდან ექსპორტის აკრძალვის მიზნით მოამზადოს კანონპროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.