ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ

მიღების თარიღი 11.05.2002
ძალის დაკარგვა 10.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №232
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 17/05/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,708 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2002 მიღება
10.06.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 50.85pt 56.7pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №232 2002 წლის 11 მაისი ქ. თბილისი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წესდება თავი I უნივერსიტეტის სტატუსი და ავტონომიურობა     მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის სტატუსი 1. ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში _ უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. უნივერსიტეტი არის ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფლებამონაცვლე. 2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებამოსილება და ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით. 3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (შემოკლებით: „სსიპ ქსტუ“). 4. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი. ბეჭედზე უნდა აისახოს უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ ენაზე. 5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგებები, რომლებიც სცილდება უნივერსიტეტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია. 6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია. 7. უნივერსიტეტს უფლება აქვს თავისი სახელით სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 8. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: საქართველო, 384014, ქ. ქუთაისი, კოლუმბიამისურის (ახალგაზრდობის) 98.     მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის ავტონომიურობა 1. უნივერსიტეტი არის ავტონომიური უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 2. უნივერსიტეტის ავტონომიურობა უზრუნველყოფილია შემდეგით: ა) უნივერსიტეტი დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროცესს, სამეცნიერო, ეკონომიკურ და სხვა სახის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად; ბ) უნივერსიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, სრულყოფის მიზნით შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები; გ) უნივერსიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით; დ) უნივერსიტეტი დამოუკიდებლად, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით განაგებს თავის ქონებას და არასაბიუჯეტო ფინანსურ რესურსებს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს; ე) უნივერსიტეტს უფლება აქვს ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, დაამყაროს პირდაპირი კავშირები სხვა ქვეყნის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან. თავი II უნივერსიტეტის საქმიანობა     მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის საქმიანობის სფერო უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიზნებია ტექნიკური და სხვა საუნივერსიტეტო პროფილის: ა) ფუნდამენტური კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო მუშაობა, სამეცნიერო-ექსპერიმენტული, საპროექტო და საექსპერტო საქმიანობა; ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება და გადამზადება; გ) უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. თავი III უნივერსიტეტის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი დასამეცნიერო-კვლევითი მუშაობა     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქცია 1.უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებია: სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტები, ფაკულტეტები, ფილიალები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სასწავლო და სამეცნიერო ცენტრები, კათედრები, დეპარტამენტები, განყოფილებები, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, მაგისტრატურა, ასპირანტურა, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, კოლეჯები, გამომცემლობა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები. 2. სტრუქტურული ერთეულების სტატუსი, ფუნქციები და მუშაობის რეგლამენტი განსაზღვრულია, შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. 3. უნივერსიტეტს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად, საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შექმნას ფილიალები და გახსნას სტრუქტურული სასწავლო ქვედანაყოფები. 4. უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ფოთის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი ფინანსდება ქალაქ ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 5. უნივერსიტეტის ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს სასწავლო, სასწავლო-მეთოდურ, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და არის უნივერსიტეტის საერთო ბალანსზე. 6. უნივერსიტეტში შეიძლება არსებობდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი (კავშირი, ასოციაცია).     მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი 1. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული. საუნივერსიტეტო სწავლების ხანგრძლივობა ხუთი წელია, ორსაფეხურიან სწავლებაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) _ ექვსი წელი (4+2). 2. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. 3. უნივერსიტეტის შინაგანაწესით განისაზღვრება სასწავლო პროცესის, სტუდენტთა მოძრაობის, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირების წესები და ნორმები. 4. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა ის უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა უნივერსიტეტში საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი ფორმებით.     მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი უნივერსიტეტი სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და მის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს (დიპლომს).     მუხლი 8🔗. სადისერტაციო საბჭოები 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტთან იქმნება სადისერტაციო საბჭოები. 2. სადისერტაციო საბჭოები თავიანთ მუშაობას წარმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV უნივერსიტეტის მართვა. უნივერსიტეტის მუშაკები და სტუდენტები     მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის მართვა უნივერსიტეტის მართვას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად ახორციელებენ: ა) რექტორი; ბ) სამეცნიერო საბჭო; გ) რექტორატი; დ) დირექტორი (დეკანი).     მუხლი 10🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის მთელი საქმიანობის ხელმძღვანელი, უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო, საერთაშორისო და სხვა საქმიანობას, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს უნივერსიტეტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს. 2. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა და დამტკიცება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებისა და წესდების შესაბამისად. რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (არა უადრეს 60 დღისა და არაუგვიანეს 45 დღისა) სამეცნიერო საბჭო ვალდებულია გამართოს რექტორის არჩევნები. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს ტექნიკური პროფილის მეცნიერი, პროფესორი, უნივერსიტეტის ძირითადი თანამშრომელი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებით და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით. გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო საბჭოს. საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევამდე. რექტორის არჩევა ხდება უნივერსიტეტის სრული საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატი+მაგისტრატურა) _ 6 წლის ვადით. რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით. კონკურსის შედეგად არჩეულ კანდიდატს კონკურსის შედეგების დადგენიდან ათ დღეში სამეცნიერო საბჭო წარუდგენს საქართველოს განათლების მინისტრს, რომელიც კანდიდატს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 3. რექტორი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონისათვის. 4. რექტორის უფლება-მოვალეობები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის მართვის კომპეტენცია, მისდამი დაქვემდებარებული კოლექტივის ხელმძღვანელობაში ქმნის რექტორის სტატუსს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ წესდებით. 5. რექტორის მატერიალური სტიმულირება და გარანტიები უზრუნველყოფილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 6. რექტორი უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის მუშაკი; ბ) შეიმუშაოს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება; გ) დაამტკიცოს უნივერსიტეტში თანამდებობათა დაკავებისა და საკონკურსო შერჩევის წესები და დებულებები; დ) განსაზღვროს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებები; ე) კანონით ნებადართული წესით განაგოს უნივერსიტეტის ქონება, გამოსცეს შესასრულებლად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი; ვ) გახსნას და დახუროს ბანკში უნივერსიტეტის ანგარიში; ზ) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს უნივერსიტეტის დოკუმენტაცია; თ) მოქმედი წესების შესაბამისად შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა; ი) უნივერსიტეტის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის, უცხოეთის) დაწესებულებებთან. 7. რექტორი სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნას ან გააუქმოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები; ბ) საქართველოს განათლების სამინისტროს ნებართვით შემოიღოს ან გააუქმოს სპეციალობები; გ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის, უცხოელ სტუდენტთა) მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. რექტორი ვალდებულია განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის წესდება. 9. რექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული საქმიანობისთვის.     მუხლი 11🔗. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო 1. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის არჩევითი უმაღლესი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით. 2. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორი, ინსტიტუტებისა და ფილიალების დირექტორები, სხვა სტრუქტურული სასწავლო-სამეცნიერო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე და სტუდენტთა და ასპირანტთა წარმომადგენლები (ერთი წარმომადგენელი თითოეული ინსტიტუტიდან და ფაკულტეტიდან), ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი რექტორატის რეკომენდაციით, უნივერსიტეტში არსებული საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები, რომლებიც შედიან საბჭოში სათათბირო ხმის უფლებით. უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო საბჭოს წევრად წარდგენა ხდება ინსტიტუტების, ფაკულტეტების საბჭოების მიერ ღია კენჭისყრის წესით. 3. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 5. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადა 3 წელია. 6. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მისი შემადგენლობის 2/3 მაინც. 7. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს რექტორის ინიციატივით ან სამეცნიერო საბჭოს წევრების სიით შემადგენლობის 25%-ის მოთხოვნით. 8. სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხებზე უნივერსიტეტის სამეციერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია ან ფარული კენჭისყრით ხმის უბრალო უმრავლესობით. საკადრო საკითხებზე ტარდება ფარული კენჭისყრა. 9. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და სწავლული მდივანი. 10. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სამუშაო გეგმას უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განხილვის შემდეგ ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. 11. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციაში შედის: ა) სასწავლო გეგმისა და სასწავლო პროგრამების დამტკიცება; ბ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების განსაზღვრა და დამტკიცება; გ) ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების დამტკიცება; დ) „უნივერსიტეტის პროფესორის“, „უნივერსიტეტის დოცენტის“ და „უნივერსიტეტის დამსახურებული მუშაკის“ წოდებების მინიჭება; ე) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად საქართველოს და უცხოეთის გამოჩენილი სპეციალისტების, ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების არჩევა; ვ) ინსტიტუტის დირექტორების, ფაკულტეტის დეკანების, კათედრათა გამგეებისა და პროფესორების არჩევა;  ზ) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კანდიდატურების წარდგენა ასპირანტურასა და მაგისტრატურაში; თ) წარჩინებული სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების მინიჭება; ი) უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტიული გეგმების განხილვა, ბიუჯეტის განსაზღვრა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, საფინანსო და სამეცნიერო-ადმინისტრაციული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა; კ) უნივერსიტეტის საბჭოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა; ლ) სახელმძღვანელოების, სასწავლო-დამხმარე, სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის საკითხების განხილვა; მ) რექტორის არჩევნების დანიშვნა; ნ) უნივერსიტეტის სამეურნეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება.     მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის რექტორატი, ინსტიტუტის დირექტორი (ფაკულტეტის დეკანი) 1. რექტორატი განიხილავს უნივერსიტეტის ოპერატიული საქმიანობის ყველა მიმართულების აქტუალურ საკითხებს, უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ განხორციელებას, კოორდინაციას უწევს სასწავლო-სამეცნიერო მუშაობას და ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის პროცესების მართვას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. 2. უნივერსიტეტის რექტორატს ხელმძღვანელობს რექტორი. 3. რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ინსტიტუტების დირექტორები, ფაკულტეტების დეკანები, აგრეთვე, რექტორის მიერ დანიშნული უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. 4. უნივერსიტეტის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. 5. რექტორატის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. 6. უნივერსიტეტის რექტორატი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთანუსხის პროექტს. 7. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, უნივერსიტეტის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები. 8. უნივერსიტეტის რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სამეცნიერო საბჭო. 9. პრორექტორები ახორციელებენ უნივერსიტეტის გარკვეული სახის საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელობას. პრორექტორების რაოდენობა და ფუნქციები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით და რექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად. 10. ინსტიტუტს (ფაკულტეტს) სათავეში უდგას დირექტორი (დეკანი), რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ინსტიტუტის (ფაკულტეტის) სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. 11. ინსტიტუტის (ფაკულტეტის) დირექტორს (დეკანს) ირჩევს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო ალტერნატიული პრინციპით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ვადით. დირექტორად (დეკანად) შეიძლება არჩეულ იქნეს ინსტიტუტის (ფაკულტეტის) შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. 12. უნივერსიტეტის ფილიალების, სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრების და კოლეჯების დირექტორებს ბრძანებით ნიშნავს რექტორი.     მუხლი 13🔗. სამეურვეო საბჭო 1. უნივერსიტეტში შემოსავლების მოზიდვისა და მათი რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. სამეურვეო საბჭო შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში: ა) 1 წევრი ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ; ბ) 4 წევრი აირჩევა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობიდან; გ) 2 წევრი აირჩევა საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან (შინაგანაწესით). 3. სამეურვეო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 4. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ მაინც. მისი მუშაობის ორგანიზაცია და რეგლამენტი დგინდება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 5. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.     მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის შემადგენლობა 1. უნივერსიტეტის კოლექტივი მოიცავს სამეცნიერო-პედაგოგიურ (პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები), ადმინისტრაციულ, საინჟინრო-ტექნიკურ, სასწავლო-დამხმარე პერსონალს, სტუდენტებს, ასპირანტებს და დოქტორანტებს. მათი უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ წესდებით და უნივერსიტეტის შინაგანაწესით. 2. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი თანამშრომლებისაგან, რომლებიც სამსახურში მიიღებიან საკონკურსო ან სახელშეკრულებო წესის საფუძველზე, შესაბამისი დებულების მიხედვით და შტატგარეშე თანამშრომლებისაგან, რომლებიც სამსახურში მიიღებიან გარკვეული ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 3. უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლები მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან უამისოდ. ხელშეკრულების შინაარსი და პირობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესდებას. 4. უნივერსიტეტის მუშაკის მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება ამ წესდებით, შინაგანაწესით და უნივერსიტეტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით. 5. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს, წესდებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში. 6. უნივერსიტეტის მუშაკი ვალდებულია: ა) შეასრულოს წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები; ბ) უზრუნველყოს სასწავლო პროცესის და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მაღალი დონე; გ) დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში პერიოდულად აიმაღლოს კვალიფიკაცია; დ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის მატერიალურ ფასეულობებს და დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები. 7. ის პირები, რომელთაც არა აქვთ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, როგორც გამონაკლისი, შეიძლება არჩეულ იქნენ კათედრის გამგის ან კათედრა-დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, მაგრამ არა უმეტეს ზედიზედ ორი ვადისა. 8. უნივერსიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნისას ასაკობრივი ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.     მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის სტუდენტები 1. უნივერსიტეტის სტუდენტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც მიღებული აქვს საშუალო ზოგადი ან საშუალო პროფესიული განათლება. 2. სახელმწიფო დაკვეთით აბიტურიენტთა კონტინგენტის შევსება ხდება კონკურსით, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს ადგენს უნივერსიტეტი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი პრინციპების საფუძველზე. 3. უნივერსიტეტში მიღებისას იდება ხელშეკრულება უნივერსიტეტსა და სტუდენტს (მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) შორის, რომელშიც აღინიშნება უფასო ან ფასიანი მომსახურების სახეები და მათი შესრულების პირობები. 4. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით დადგენილი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა საკითხის განხილვაში; გ) ისწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით; დ) გაერთიანდეს თვითმმართველობის ორგანოებში; ე) სწავლის პერიოდში ეწეოდეს შრომით საქმიანობას. 5. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია: ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი; ბ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ფასეულობებს; გ) შეასრულოს სასწავლო გეგმა დადგენილ ვადებში; დ) დაიცვას საზოგადოების მორალური და ზნეობრივი ნორმები. 6. უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დროულად არ შეასრულებს სასწავლო გეგმითა და სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებულ აკადემიურ მოთხოვნებს, არღვევს უნივერსიტეტის წესდებას და შინაგანაწესს, გაირიცხება უნივერსიტეტიდან. 7. უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უმაღლესი განათლების მიღება ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა საფუძველზე. თავი V უნივერსიტეტის ქონება, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, კონტროლი მუხლი 16🔗. უნივერსიტეტის ქონება 1. უნივერსიტეტს თავისი წესდებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით. 2. უნივერსიტეტი პასუხისმგებელია გადაცემული ქონების დაცვისა და მიზნობრივად გამოყენებისათვის.     მუხლი 17🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება 1. უნივერსიტეტის ქონების ფორმირებისა და მისი საქმიანობის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო დაკვეთის შესასრულებლად გამოყოფილი ყოველწლიური დაფინანსება, რაც გამოიანგარიშება ყოველი სახისა და საფეხურის სახელმწიფოს ხარჯზე მყოფ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით; ბ) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) შეწირულობის სახით, გრანტით, საერთაშორისო პროგრამებით მიღებული სახსრები; დ) სამოქალაქო გარიგებით მიღებული შემოსავლები; ე) საქართვველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობიდან (მათ შორის, ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულება და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურება) მიღებული ფინანსური სახსრები. 2. უნივერსიტეტის სახსრები და შემოსავალი მთლიანად ხმარდება მხოლოდ მისი მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას.     მუხლი 18🔗. უნივერსიტეტის საკუთრება უნივერსიტეტის საკუთრებად ითვლება: ა) საჩუქრად შეწირულობის სახით ან ანდერძით გადაცემული ფინანსური სახსრები, ქონება და საკუთრების სხვა ობიექტები, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით; ბ) უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამომგონებლო და სხვა მართლზომიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ამ შემოსავლებით შეძენილი ქონება და საკუთრების სხვა ობიექტები.     მუხლი 19🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ოპერატიული და საბუღალტრო აღრიცხვა, დადგენილი ფორმით აწარმოოს სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშგება და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს განათლების სამინისტროს.     მუხლი 20🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. 2. უნივერსიტეტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც ითვალისწინებს: ა) უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას; ბ) უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების სფეროში სპეციალისტების მომზადების ხარისხის ამაღლებას; გ) საბიუჯეტო დაფინანსების რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას. 3. უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ერთიანი სისტემა მოიცავს უნივერსიტეტის სახელმწიფო ატესტაციას და ატესტაციის საფუძველზე გაცემული სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობას. 4. უნივერსიტეტის ატესტაციისა და აკრედიტაციის პირობები, ვადა და წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. თავი VI უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 21🔗. უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებათა შეტანის წესი უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.     მუხლი 22🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.