⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.2018)

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.12.2010
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.117.016030
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,681 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2010 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №50 2010 წლის 27 დეკემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი“ /თან ერთვის/. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს ამბროლაურის მუნიცი­პა­ლი­­ტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებ­რივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანუ­ლი კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონები „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუ­ა­ციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.     მუხლი 2🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახური  სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.     მუხლი 3🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონ­მდე­ბლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით. 2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრუ­ლე­ბი­სას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრი­ვი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო სახსრებიდან. 7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად. 8. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი; ბ) წამყვანი სპეციალისტი – უფროსის მოადგილე; გ) უფროსი სპეციალისტი – მორიგე ცვლის უფროსი, მეხანძრე-მაშველი, მძღოლი; დ) სპეციალისტი-რადიო მეელსმენე.     მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეცი­ალი­სტე­ბით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება რომელშიც შედის: ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურეობრივი მომზადება.  2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. თავი II სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება     მუხლი 6🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრუ­ლების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს. 2. საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. სამსახურში უფროსის და საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს. მძღოლთა თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები არანაკლები ზოგადი განა­თლე­ბისა და “B”; “C”; “D” კატეგორიის მართვის მოწმობით. 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდე­ბლო­ბის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. შეზღუდვები სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით  სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარ გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი.     მუხლი 8🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება 1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება: ა) ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე; ბ) თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის; გ) დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე; დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას როგორც წესი უნდა უძღვოდეს მისი შესაბამისი გადამზადება. თავი III სამსახურებრივი დისციპლინა     მუხლი 9🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას.     მუხლი 10🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მის ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია: ა) შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურის ტარების, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები; ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასებაში; დ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.     მუხლი 11🔗. წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. დასაშვებია ერთდროულად გმოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.     მუხლი 12🔗. დისციპლინური სასჯელი 1. თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინარული გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სასჯელის შემდეგი ფორმები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, არა უმეტეს ერთი წლის ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლნური სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა.     მუხლი 13🔗. წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების წესი 1. წახალისების და დისციპლინური სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალო უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 2. წახალისება და სასჯელი, როგორც წესი ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც. წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოეხსნას ზეპირად. 3. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. 4. დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. 5. დისციპლინური სასჯელი ითვლება მოხსნილად თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გავლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ.     მუხლი 14🔗. სამსახურის უფროსის უფლება და მოვალეობა სასჯელის დადებისას 1. თუ მოხელე უფროსის აზრით იმსახურებს წახალისებას ან დასჯას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას. 2. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინური წესით. თავი IV სამსახურის გავლის პირობები     მუხლი 15🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხელისათვის არანორმირებული სამუშაო დრო. 2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.     მუხლი 16🔗. მოსამსახურეთა შვებულება მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. თავი V სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუნველყოფა     მუხლი 17🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 18🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები     მუხლი 19🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1. სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 20🔗. შეღავათები და გარანტიები 1. მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურეობრივ საქმიანიბაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და საწვავი-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. თავიVII დასკვნითი დებულებები     მუხლი 21🔗. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.