„მიგრანტის ბარათის ფორმის შესახებ“

მიღების თარიღი 29.10.1998
გამომცემი ორგანო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.398
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 08/11/1998
matsne.gov.ge 143 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„მიგრანტის ბარათის ფორმის შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №14 1998 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი მიგრანტის ბარათის ფორმის შესახებ 1. „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხვნის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული, საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შემუშავების სახელმწიფო კომისიასთან (თავმჯდომარე ი. მენაღარიშვილი) შეთანხმებული, მიგრანტთა ბარათების დროებითი ფორმები: ა) ფორმა 1 – საქართველოში მუდმივად მცხოვრები მიგრანტის (საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, იმიგრანტის) ბარათის ნიმუში. ბ) ფორმა 1.1 – მიგრანტი ბავშვის ბარათის ნიმუში. გ) ფორმა 2 – უცხოელი მიგრანტის ბარათის ნიმუში. 2. საქართველოში მცხოვრები მიგრანტის ბარათის ნიმუშები (ფორმა 1. და 1.1.) შეადგენილ იქნეს, ქართულ და რუსულ ენებზე და მიეცეს მომწვანო ფერი. 3. უცხოელ მიგრანტის ბარათის ნიმუში (ფორმა 2) შედგენილ იქნეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მათგან გამოიყოს „ვ“ – ვიზიანი და „უ“ – უვიზო და მიეცეს მოწითალო ფერი. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თ. გუგუშვილს. ვ. ვაშაკიძე