⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2010
ძალაში შესვლა 01.01.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №295
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016006
გამოქვეყნების წყარო სსმ, 171, 30/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,504 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2010 მიღება
01.01.2011 ძალაში შესვლა
01.01.2012 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
2 საქართველოს საელჩო აშშ-ში
3 საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში
4 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან
5 საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკაში
6 საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
7 საქართველოს საელჩო თურქმენეთის რესპუბლიკაში
8 საქართველოს საელჩო იაპონიაში
9 საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში
10 საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში
11 საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში
12 საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში
13 საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში
14 საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში
15 საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:GeoDumba; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:GeoDumba;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 53.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №295 2010 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) ,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ” (დანართი №1);  ბ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები” (დანართი №2); გ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი” (დანართი №3);  დ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №4); ე) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №5). 2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.9 ლარი და 1 ევრო – 2,4 ლარი. 3. საანგარიშგებო პერიოდში №4 და №5 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2425 ევროსა და 3395 აშშ დოლარის ოდენობით. 4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს (შემდგომში –მოსამსახურე) და მის ოჯახის წევრებს როტაციისას ერთჯერადად აუნაზღაურდებათ: ა) მგზავრობის ღირებულება – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე იმ პერიოდისათვის არსებული დადგენილი ტარიფების მიხედვით (ერთი ან ორი მიმართულებით); ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არა უმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-სა, ხოლო ოჯახზე- არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200 %-ისა. 5. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინების დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მისი და მისი ოჯახის წევრების მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას. 6. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინების დროს მგზავრობს სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ერთჯერადი გასაცემლის სახით აუნაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯები (მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯები) არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობისა. 7. მოსამსახურეს როტაციისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს: ა) ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები); ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მაკლერის და სხვა ხარჯები); გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა). 8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემათ „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობის თანხა. 9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა იმავე ქალაქში განლაგებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში დანიშნულ მოსამსახურეებზე. 10. მოსამსახურის იმ სახელმწიფოში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, მოსამსახურეს ეძლევა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტის მიხედვით. 11. მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ყოველწლიურად კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება: ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1); ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – „ეკონომ” – კლასის (ან შესაბამისი) სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით; გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 12. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს. 13. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ არა უმეტეს საქართველოში მგზავრობის ღირებულების ,,ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების ფარგლებში.  14. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას მოსამსახურეს უნარჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა. 15. მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. 16. მოსამსახურეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, აუნაზღაურდება სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები. 17. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-19 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ. 18. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  19. ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის ბოლომდე არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში (როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საავანსო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ერთი თვის ანაზღაურების ოდენობას) შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.  20. ამ ბრძანების მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს. 21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეზიდენციის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 22. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №267 ბრძანება. 23. ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 24. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. 25. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.                                                                                                        გ. ვაშაძე დანართი №1 ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ     მუხლი 1🔗 დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები: ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები; ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო; გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი; დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები; ე) ბინის ინვენტარი; ვ) სამედიცინო დაზღვევა; ზ) განათლების ხარჯები; თ) სატრანსპორტო ხარჯები; ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები; კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.     მუხლი 2🔗 მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა; ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები: ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი; ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი.     მუხლი 3🔗 1. მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით: S = D + (– T + F) სადაც: D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი; T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი; F – ბინის ქირის სუბსიდია;  ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით: D = (H x A x K ) x (100+C x Q )% სადაც: H არის საბაზისო თანხა; A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში; K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი; C – ოჯახის წევრთა რაოდენობა; Q –ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7%). გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით: T = D x E სადაც: D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი; E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში. დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება: დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის: G = 0 = F დ.ბ). იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ: F = T დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ: დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T; დ.გ.ბ) დიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.     მუხლი 4🔗 1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ოჯახის ორი ან მეტი წევრის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა. 2. მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება განხორციელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის თარიღის გათვალისწინებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურე ვალდებულია სამი დღის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წარმოადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ. დანართი №2 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები № თანამდებობის დასახელება მაჩვენებელი პროცენტებში 1 2 3 1 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 100 2 საქართველოს გენერალური კონსული 80 3 საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე 75 4 უფროსი მრჩეველი, კონსული 70 5 მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი 65 6 ვიცე-კონსული, პირველი მდივანი 60 7 მეორე მდივანი 55 8 მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი 50 9 მძღოლი 40 დანართი №3 ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი № ადგილსამყოფელის ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი ბინა 1  ავსტრიის რესპუბლიკა 1.760 21 2 აზერბაიჯანის რესპუბლიკა 1.281 24 3 აშშ ქ. ვაშინგტონი 1.637 28 4 აშშ ქ. ნიუ-იორკი 1.882 32 5 ბელარუსის რესპუბლიკა 1.320 21 6 ბელგიის სამეფო 1.750 18 7 ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა 1.494 23 8 ბულგარეთის რესპუბლიკა 1.365 14 9 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 1.793 28 10 დანიის სამეფო 1.903 26 11 დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო 1.982 30 12 ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა 1.268 21 13 ესპანეთის სამეფო 1.710 23 14 ესტონეთის რესპუბლიკა 1.473 20 15 თურქეთის რესპუბლიკა 1.573 21 16 თურქმენეთის რესპუბლიკა 1.327 11 17 იაპონია 2.260 29 18 იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო 1.263 17 19 ირანის ისლამური რესპუბლიკა 1.472 24 20 ისრაელის სახელმწიფო 1.563 21 21 იტალიის რესპუბლიკა 1.791 22 22 ინდოეთის რესპუბლიკა 1.320 24 23 ირლანდიის რესპუბლიკა 1.675 27 24 კვიპროსის რესპუბლიკა 1.575 20 25 ლატვიის რესპუბლიკა 1.570 21 26 ლიტვის რესპუბლიკა 1.514 19 27 მექსიკის შეერთებული შტატები 1.376 23 28 ნიდერლანდების სამეფო 1.711 25 29 პოლონეთის რესპუბლიკა 1.594 21 30 პორტუგალიის რესპუბლიკა 1.501 22 31 რუსეთის ფედერაცია 1.761 27 32 რუმინეთი 1.493 21 33 საბერძნეთის რესპუბლიკა 1.634 17 34 საფრანგეთის რესპუბლიკა 1.799 23 35 სლოვაკეთის რესპუბლიკა 1.636 20 36 სომხეთის რესპუბლიკა 1.144 18 37 სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 1.402 21 38 სლოვენიის რესპუბლიკა 1.378 23 39 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1.236 17 40 უზბეკეთის რესპუბლიკა 1.121 21 41 უკრაინა 1.227 28 42 უნგრეთის რესპუბლიკა 1.567 24 43 ქუვეითის სახელმწიფო 1.423 23 44 ყაზახეთის რესპუბლიკა 1.285 21 45 შვედეთის სამეფო 1.735 24 46 შვეიცარიის კონფედერაცია 1.849 23 47 ჩეხეთის რესპუბლიკა 1.696 23 48 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1.588 23 49 ხორვატიის რესპუბლიკა 1.589 22 დანართი №4 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით № საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი 1 საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში 2 საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში 3 საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში 4 საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 5 საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში 6 საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 7 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში 8 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან 9 საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში 10 საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში 11 საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში 12 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სატამბოლში 13 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ტრაპიზონში 14 საქართველოს საელჩო ირანის ისლამური რესპუბლიკაში 15 საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში 16 საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში 17 საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში 18 საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში 19 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან 20 საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში 21 საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში 22 საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში 23 საქართველოს საელჩო რუმინეთში 24 საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში 25 საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში 26 საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში 27 საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში 28 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სალონიკში 29 საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში 30 საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში 31 საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში 32 საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) დანართი №5 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით № საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი 1 საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2 საქართველოს საელჩო აშშ-ში 3 საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში 4 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 5 საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკაში 6 საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში 7 საქართველოს საელჩო თურქმენეთის რესპუბლიკაში 8 საქართველოს საელჩო იაპონიაში 9 საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში 10 საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში 11 საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში 12 საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში 13 საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში 14 საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში 15 საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 16 საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში 17 საქართველოს საელჩო უკრაინაში 18 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში 19 საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში 20 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ნიუ–იორკში 21 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ოდესაში 22 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში 23 საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში 24 საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში