,,კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02" მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლების მომზადებისა და ჩატარების, აგრეთვე მისი მონაწილე უცხო ქვეყნების შეიარაღებული ქვედანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების შესახებ
მიღების თარიღი 17.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 480.200.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 20/05/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | მე-11 ბრიგადის ინფრასტრუქტურისა და სწავლებისათვის შერჩეული შენობა-ნაგებობების აღდგენა |
| 2 | სწავლების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯების გაანგარიშება |
| 3 | სწავლების მოსამზადებელი სამუშაოების დროული დაფინანსება მოხდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით თავდაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან |
| 8 | სწავლების დაგეგმვის და ჩატარების პერიოდში მონაწილე პერსონალის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებისა და გადაადგილების უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა |
| 9 | კახეთის გზატკეცილიდან ვაზიანის სამხედრო ბაზამდე საავტომობილო გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება |
| № | საკითხი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02" მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლების მომზადებისა და ჩატარების, აგრეთვე მისი მონაწილე უცხო ქვეყნების შეიარაღებული ქვედანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 46.35pt 45.0pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №239
2002 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02“ მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლების მომზადებისა და ჩატარების, აგრეთვე მისი მონაწილე უცხო ქვეყნების შეიარაღებული ქვედანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების შესახებ
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში 2002 წლის 11 ივნისიდან 29 ივნისამდე გათვალისწინებულია საქართველოში „კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02“ მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლების ჩატარება.
საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნის, მიერ ნაკისრი ვალდებულებების, აგრეთვე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ტერიტორიაზე „კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02“ მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის და საქართველოს მხრიდან მისი ორგანიზაციის უზრუნველყოფის მიზნით „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიქმნას დროებითი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თედო ჯაფარიძე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თანათავმჯდომარე
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თანათავმჯდომარე
ლაშა აბესაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროსი
რევაზ ბეშიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი
ზურაბ გარაყანიძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე
დავით გურგენიძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
თეიმურაზ ელიზბარაშვილი – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირების სამმართველოს უფროსი
იასე ზაუტაშვილი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დავით თოდუა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
გიორგი იუკურიძე – საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი
გიორგი კაპანაძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე
გრიგოლ ლილუაშვილი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე
ზაზა მაზმიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი
მუხრან მდივანი – ქ.თბილისის პრემიერის მოადგილე
კორნელი სალია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
ნიკოლოზ ჩუბინიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე.
2. დაშვებულ იქნენ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ქვედანაყოფები შესაბამისი აღჭურვილობით, სამხედრო შეიარაღებით, ტექნიკით, საბრძოლო მასალებით, პროდუქტებითა და სხვა ქონებით „კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02“ მრავალეროვნულ სამშვიდობო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი სიის მიხედვით:
ამერიკის შეერთებული შტატები
ავსტრია
დიდი ბრიტანეთი
სომხეთის რესპუბლიკა
თურქეთის რესპუბლიკა
საბერძნეთის რესპუბლიკა
უნგრეთი
მოლდოვას რესპუბლიკა
ბულგარეთის რესპუბლიკა
კანადა
ლიტვა
რუმინეთის რესპუბლიკა
უკრაინა
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
უზბეკეთი
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)
საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“.
3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ქვედანაყოფების საქართველოში დაუბრკოლებლად შემოსვლა, საქართველოში ყოფნისას განთავსება-გადაადგილება და სწავლების დასრულების შემდგომ გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან.
4. საქართველოს სასაზღვრო და საბაჟო ორგანოებმა ამ ბრძანებულების შესრულებისას იხელმძღვანელონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სახელმწიფოებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის დადებული „შეიარაღებული ძალების სტატუსის“ შეთანხმებით და მისი დამატებითი ოქმით.
5. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე) უზრუნველყოს კახეთის გზატკეცილიდან ვაზიანის სამხედრო ბაზამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა.
6. ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დამტკიცებულ იქნეს „კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02“ მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლების მომზადებისა და ჩატარების თანდართული გეგმა-გრაფიკი.
7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (თ.ჯაფარიძე) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა (ჯ.ფირცხალაიშვილი).
ე. შევარდნაძე
„კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02“ მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლების მომზადებისა და ჩატარების გეგმა-გრაფიკი
№
საკითხი
შემსრულებელი
შესრულების ვადა
შენიშვნა
1
მე-11 ბრიგადის ინფრასტრუქტურისა და სწავლებისათვის შერჩეული შენობა-ნაგებობების აღდგენა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
2002 წლის 1 ივნისი
2
სწავლების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯების გაანგარიშება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
2002 წლის 17 მაისი
3
სწავლების მოსამზადებელი სამუშაოების დროული დაფინანსება მოხდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით თავდაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
2002 წლის 22 მაისი
4
ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის „შეიარაღებული ძალების სტატუსის“ ხელშეკრულების (SOFA) საფუძველზე სწავლების მონაწილე სხვა სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეებისა და ქვედანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უზრუნველყოფა ვიზის გარეშე სამხედრო პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და სიების წარმოდგენის საფუძველზე
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
5
სწავლების მონაწილე ქვეყნების ქვედანაყოფების საბრძოლო შეიარაღებისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და საქართველოდან გატანის გამარტივებული პროცედურების შემუშავება ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის „შეიარაღებული ძალების სტატუსის“ ხელშეკრულების (SOFA) საფუძველზე
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
2002 წლის 22 მაისი
6
სწავლების მოსამზადებელ ეტაპზე სწავლებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამომსვლელთათვის უფასო ვიზების გაცემის უზრუნველყოფა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის „შეიარაღებული ძალების სტატუსის“ ხელშეკრულების (შOFA) საფუძველზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
7
საქართველოს მთავრობასა და ევროპაში გაერთიანებული ძალების მთავარ შტაბს შორის „კოოპერატივ ბესტ ეფორტ 02“ სწავლების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
2002 წლის 17 მაისი
8
სწავლების დაგეგმვის და ჩატარების პერიოდში მონაწილე პერსონალის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებისა და გადაადგილების უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
9
კახეთის გზატკეცილიდან ვაზიანის სამხედრო ბაზამდე საავტომობილო გზის
4-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი
2002 წლის 5 ივნისი