საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 17.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №240
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 20/05/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 55.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №240
2002 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად მრავალი ღონისძიება განხორციელდა. საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ შეიქმნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური გარანტიების განხორციელებაში, სერიოზულად ამუშავდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. საქართველო მიუერთდა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციას, გახდა ევროპის საბჭოს წევრი და მიუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ქვეყანაში განხორციელდა სასამართლო რეფორმა, აქტიურად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ მონაწილეობას იღებს მასმედია, სრულად მოწესრიგდა ადამიანის უფლებათა ძირითად დოკუმენტებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შესაბამისი მოხსენებების წარდგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ქმედით დაცვაში კვლავ არსებობს სერიოზული სირთულეები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტების ზრდა, მრავლადაა საჩივრები წინასწარი დაკავების სტადიაზე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა დარღვევის გამო. კვლავ არის ფიზიკური შეურაცხყოფისა და წამების ფაქტები. ფინანსური სიძნელეების გამო ჯერ კიდევ მძიმე რჩება მდგომარეობა სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში. ამ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტზე საქართველოს მეორე პერიოდული მოხსენების შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნით მოსაზრებებში, სადაც ხაზგასმულია „თვალშისაცემი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია წინა მოხსენების წარმოდგენის შემდეგ“, ამასთანავე გამოთქმულია შეშფოთება ზემოაღნიშნული ფაქტების გამო. შეშფოთება არის გამოხატული აგრეთვე წამების საწინააღმდეგო, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბავშვის უფლებათა კომიტეტების რეკომენდაციებში, 2001 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.
საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი შესრულების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციათა განხორციელებისა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების მიზნით:
1. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას (ნ.გაბრიჩიძე), დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (რ.გილიგაშვილი) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (კ.ნარჩემაშვილი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, გამოიძიონ და სასამართლოს გადასცენ რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ყოველი ფაქტი ამ მოქმედებებში დამნაშავე პირების დასჯის მიზნით; ჩაატარონ პირადი შემადგენლობის ტრენინგები ადამიანის უფლებათა სფეროში, განსაკუთრებით რელიგიური შეუწყნარებლობის დაუშვებლობის შესახებ;
ბ) უზრუნველყონ, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირის სხეულის დაზიანების ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა;
გ) დაუწესონ განსაკუთრებული კონტროლი წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა-აღმოფხვრას და უზრუნველყონ ამგვარ მოქმედებებში მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემა;
დ) მოამზადონ წინადადებები დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურებით სარგებლობის უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად;
ე) აამაღლონ პროკურატურის, პოლიციისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონე წამების თავიდან აცილების და პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან დაცვის მიზნით ჩატარდეს ტრენინგები ექსპერტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის წამების ფაქტების შემოწმების და ამ ფაქტების შემდგომი დოკუმენტირების შესახებ პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად;
ვ) უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ იქნეს ინფორმირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების, მათ შორის იმ უფლებების შესახებ, რომ საჩივრით მიმართოს მის მიმართ სასტიკი მოპყრობის თაობაზე, გაეცნოს წაყენებულ ბრალდებას, მიმართოს მის მიერ არჩეულ დამცველსა და ექიმს, შეხვდეს ოჯახის წევრებს;
ზ) განახორციელონ ეფექტიანი ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალებით ვაჭრობის ფაქტების, აღნიშნული მოქმედებების ჩამდენ პირთა სრულად გამოვლენისა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად; ამ კატეგორიის მოქმედებათა თავიდანაცილებისა და მეტი ინფორმირებულობის მიზნით, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩაატარონ ტრენინგები საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის გათვალისწინებით;
თ) ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინონ ანგარიშები განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ექვს თვეში:
ა) წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წამების ცნების „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და მოამზადოს კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სათანადო ცვლილებათა შეტანის თაობაზე;
ბ) მოამზადოს კანონპროექტი, ეთნიკური ან რასობრივი მტრობის ან შუღლის გაღვივების, მოქალაქეთა ეთნიკური ან რასობრვი კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვის დანაშაულად აღიარებისა და ამ დანაშაულისთვის შესაბამისი სანქციების გათვალისწინების თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) მოამზადოს კანონპროექტი ტრეფიკინგის დანაშაულად გამოცხადებისა და შესაბამისი სანქციების გათვალისწინების თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) გაითვალისწინოს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ.
4. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) მთავრობის სხდომაზე ორ თვეში წარმოადგინონ ინფორმაცია მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვების სოციალური მდგომარეობის მოწესრიგებისათვის განხორციელებულ ღონისძიებათა და ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობის გეგმების შესახებ.
5. საქართველოს განათლების სამინისტრომ ორ თვეში წარმოადგინოს მოხსენება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საშუალო სპეციალურ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ადამიანის უფლებათა სწავლების მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შემდგომ ღონისძიებათა შესახებ.
6. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს გაითვალისწინონ რეკომენდაციები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ ხელისუფლების არჩევით ორგანოებში ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ.
7. საქართველოს იუსტიციის საბჭომ (ზ. აბაშიძე) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, რომ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების, წამებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულ პირთა საქმეები მიზანშეუწონელი გაჭიანურების გარეშე იქნეს განხილული სასამართლოებში და შეფასდეს შესაბამისი სტატისტიკა.
8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რუსუდან ბერიძეს.
ე. შევარდნაძე