"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.12.2010
ძალის დაკარგვა 07.08.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.165.016028
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№
34
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16
მუხლის მეორე
პუნქტის „ლ
” ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა
-ანგარიშგების წესი
დანართის
შესაბამისად.
2
. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3
. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში ( ქ. საგარეჯო,
ჯაფარიძის ქ.
№
4 ).
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
პ. ბუზარიაშვილი
დანართი
მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანების საფუძველზე.
2. აღნიშნული წესის მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში მკაცრი აღრიცხვის ფორმის (მშენებლობის ნებართვა) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა- წარმოების დარეგულირება.
მუხლი 2🔗
1. პოლიგრაფიული საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – მშენებლობის ნებართვის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის – მშენებლობის ნებართვის ჩაბარების უფლება აქვს საამისო მინდობილობით აღჭურვილ პირს.
3. მშენებლობის ნებართვის ფორმებს მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსში.
მუხლი 3🔗
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ შესაბამისად, ავსებს მშენებლობის ნებართვის ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.
2. მშენებლობის ნებართვის ფორმა გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მშენებლობის ნებართვის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 4🔗
1. მშენებლობის ნებართვის მიღება, აღრიცხვა-შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად, ნებართვის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოების მკაცრი აღრიცხის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. მშენებლობის ნებართვის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანების მე
-3 მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. მშენებლობის ნებართვის გამოუყენებელი და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება
-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. მშენებლობის ნებართვის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ნებართვის ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
მუხლი 5🔗
„მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმეტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტები) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.