ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.12.2010
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებული ოქმის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 12.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
თვითმმართველი ერთეულის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირებისა და მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის განსაზღვრის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებული ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ადმინისტრაციული ცენტრის ცენტრალური ზონისათვის, რომლის საზღვრებია:
ა) აღმოსავლეთით – ცენტრალური გზაგამტარი ხიდი:
ბ) დასავლეთით – გვირაბიდან დასავლეთის მიმართულებით რკინიგზის გაყოლებით კომუნალური მეურნეობის უკან მდებარე ტერიტორიისა და წიდასაყრელის ჩათვლით მთლიან პერიმეტრზე ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
გ) ჩრდილოეთით – ცენტრალური გზაგამტარი ხიდიდან რკინიგზის მთლიან კონტურზე მარცხენა მხარე გვირაბამდე;
დ) სამხრეთით – ცენტრალური გზაგამტარი ხიდიდან მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპირო მთელ კონტურზე წინასაყრელის სამხრეთით ბოლო წერტილამდე, კვალითის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე).
შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 15 პროცენტის ოდენობით.
ბ) ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის, რომლის საზღვრებია:
ა) მარჯვენა შუალედური ზონა – აღმოსავლეთის მხრიდან ვ. ბატონიშვილის ქუჩაზე გეწაძეების უბნის ასახვევიდან ათონელების ქუჩის გადაკვეთამდე.
ბ) ჩრდილო-აღმოსავლეთით ათონელების ქუჩა უზნაძის ქუჩის გადაკვეთამდე და უზნაძის ქუჩა.
გ) ჩრდილოეთით ქალაქ ზესტაფონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ჩათვლით.
დ) სამხრეთით – ვ. ბატონიშვილის ქუჩაზე გეწაძეების უბნის ასახვევიდან რკინიგზის გასწვრივ მარჯვენა მხარეს მერჩულეს ქუჩის გადაკვეთამდე გრ. ხანძთელის ქუჩის ბოლომდე.
ე) დასავლეთით – მერჩულეს ქუჩიდან მიემართება ფშქ-ში შემავალი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ მოქალაქე ზ. გამრეკელაშვილის სახლამდე. აქედან ჩრდილო-დასავლეთის მხარეს მოქალაქე გამრეკელაშვილის სახლიდან აბესაძისა და ლაღიძის ქუჩის გადაკვეთამდე ნინოშვილის ქუჩის გაგრძელებაზე ზედა საქარის საზღვრამდე;
ვ) მარცხენა შუალედური ზონა – აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩათვლით.
ჩრდილოეთის მხარე – მდ. ყვირილის გასწვრივ ქ. ზესტაფონის აღმოსავლეთის საზღვრისა და მდინარე ყვირილის გადაკვეთის წერტილიდან დასავლეთით ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრისა და მდ. ყვირილას გადაკვეთის წერტილამდე).
შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით.
გ) ადმინისტრაციული ცენტრის პერიფერიული ზონისათვის, რომლის საზღვრებია:
ა) მარჯვენა პერიფერიული ზონა – აღმოსავლეთით მარჯვენა შუალედური ზონის საზღვრიდან დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში.
ბ) მარცხენა პერიფერიული ზონა – კვალითის დასახლება მთლიანად ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში) შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 5 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2🔗
სოფლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3🔗
დასახლებათა შორის არეალებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 13 აგვისტოს №62 დადგენილება.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი