📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 26.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 29/05/2002
matsne.gov.ge 490 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №261 2002 წლის 26 მაისი ქ. თბილისი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №10, 13.05.02წ., მუხლი 44🔗) თანახმად: 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულება. 2. განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ლიკვიდაცია, აგრეთვე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში გადაცემა და მათი შემდგომი რეორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. შეიქმნას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისია საქართველოს ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით. ა) კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ საქართველოს იუსტიციის, სახელმწიფო ქონების მართვის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრები; ბ) კომისიამ: ბ.ა.) ერთ კვირაში შეიმუშაოს დებულება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შესახებ“; ბ.ბ.) განახორციელოს სალიკვიდაციო ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.გ.) უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემა; ბ.დ.) 2 კვირაში მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პაკეტი. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი): ა) 2 კვირაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“; ბ) უზრუნველყოს ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონის-ძიებათა განხორციელებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) 2 კვირაში შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“. 5. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ძალაში დარჩეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აგრეთვე მათი ძალადაკარგულად გამოცხადება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 6. ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში. 7. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ. ე. შევარდნაძე