წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის და ამასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №263
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 53, 31/05/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2002 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის და ამასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №263
2002 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის და ამასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად:
1. სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ელიას მთაზე წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ გადაეცეს საკუთრებაში სრულიად საქართველოს საპატრიარქოს.
2. ქ. თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიიდან 98-ე საშუალო სკოლის, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრისა და საბავშვო ბაგა-ბაღის შენობების გამოთავისუფლება და მათთვის დედაქალაქში სანაცვლო შენობის (შენობების) გამოყოფა ან აშენება.
3. ქ. თბილისის მერიამ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) და ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდთან (ი. ანდრიაძე) ერთად ორ თვეში წარმოადგინონ წინადადებები წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთზე არსებული რადიოლოკაციური ანძისა (ქ. თბილისი, ფაბრიციუსის ქუჩა №22) და ორი კერძო სახლისაგან (ქ. თბილისი, ურიცკის ქუჩა №17, №19) ტერიტორიის გამოთავისუფლების შესახებ.
4. ეთხოვოს ქ. თბილისის საკრებულოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთიდან შპს „თბილწყალკანალის“ და ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ნაგებობებით დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლებასთან დაკავშირებული თანხები გაითვალისწინოს 2002-2003 წლების საქალაქო ბიუჯეტში.
5. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ ბრძანებულებით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით ეტაპობრივად უზრუნველყოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების ფორმით რეგისტრაცია.
6. ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე 10 ჰექტარი ტერიტორიის დეტალური დაგეგმარების პროექტის შემუშავება, კანონით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე