განჩინება - შპს "ალაფი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12819-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

2010 წლი ს 27 დეკემბერი

ქ. თბილისი 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,ალაფი”

დირექტორი: ა. მექერიშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ალაფის“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „ალაფის“დირექტორმა ა. მექერიშვილმა და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.                       

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით

დაადგინა:

1. შპს ,,ალაფის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშოს გიორგი თითბერიძე – მცხოვრები: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №1, ბინა №9 (პირადი ნომერი 01008007180);

3. აეკრძალოს შპს ,, ალაფს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. შეჩერდეს შპს ,, ალაფის“ მიმართ იძულებითი აღსრულება;

5. გ ა ნ ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

6. განემარტოს შპს ,, ალაფს”, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავისი მოთხოვნები შპს ,,ალაფის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნ ე ს 2011 წლის 3 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20);

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, „გაზეთ 24 საათში“, გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ და სასამართლოს დაფაზე;

10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე             ე. ცისკარიძე