გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის განსაკუთრებული სტატუსის შენარჩუნებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 480.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 11/06/2002
matsne.gov.ge 708 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის განსაკუთრებული სტატუსის შენარჩუნებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №280 2002 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის განსაკუთრებული სტატუსის შენარჩუნებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ გერმანიის სახელმწიფო დახმარება საქართველოს წლების განმავლობაში უნარჩუნებს უპირველესი პრიორიტეტის მქონე ქვეყნის სტატუსს. აღნიშნული განსაკუთრებული სტატუსის შენარჩუნებისა და ორ ქვეყანას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმებით, ჩვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით: 1. გერმანიის სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ურთიერთობების სამთავრობო კომისიამ (თ. ბერუჩაშვილი) რეგულარულად განიხილოს ორი ქვეყნის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და უზრუნველყოს გადაწყვეტილებათა მომზადება პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი): ა) უზრუნველყოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან 2002 წლის სამთავრობო მოლაპარაკების მაღალ დონეზე მოწყობა და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული სტრუქტურების მიერ გერმანიის დელეგაციისათვის წინადადებებისა და განაცხადების წარდგენასა და განხილვას; ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქონლის ექსპორტის ან იმპორტის შემთხვევაში, მისცეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „მთავრობის დავალებით“ მოქმედების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამის პირებს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; გ) შეთანხმების ფარგლებში წარმოგზავნილი სპეციალისტებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის განკუთვნილი საქონლის ექსპორტის ან იმპორტის შემთხვევაში მისცეს ამ პირებს სტატუსის დამადასტურებელი საბუთი ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; დ) „ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოსათვის სპეციალისტების შრომის ანაზღაურებაზე შეღავათის გავრცელების მიზნით, გასცეს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად ამ პირების სტატუსის დამადასტურებელი საბუთი შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოსა და ხანგრძლივობის მითითებით; ე) „ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ხელშემწყობ ღონისძიებათა განმახორციელებელი ფირმების ანაზღაურებაზე გასცეს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად ამ ფირმების სტატუსის დამადასტურებელი საბუთი იმ ხელშემწყობ ღონისძიებათა შინაარსისა და ხანგრძლივობის მითითებით, რომლებსაც ითვალისწინებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალება; ვ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მთავრობებს შორის დადებულ „შეთანხმებებს“, მათ განხორციელებას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ პუნქტის ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხებით; ზ) იმ შემთხვევაში, როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება ხორციელდება გრანტის სახით, გასცეს შესაბამისი ცნობა ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი): ა) ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში გერმანიის მთავრობის დავალებით მოქმედი ორგანიზაციების უფლებამოსილ პირთა მიერ წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე ასახოს შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების თანადაფინანსებისა და მათი ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო თანხები; ამასთან უზრუნველყოს ნავსადგურებისა და საწყობის გადასახადებისა და მოსაკრებლების, ასევე იმ არაპირდაპირი გადასახადების გადახდა, რომლებიც ერიცხება გერმანიის მთავრობის დავალებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელს (სამუშაო, მომსახურება), რომელიც გათვალისწინებულია მის საბოლოო ფასში; ბ) უზრუნველყოს განაცხადების ფარგლებში გერმანიის მთავრობის დავალებით მოქმედი ორგანიზაციების უფლებამოსილი პირების მიერ სულ ბევრი სამთვიანი პერიოდისათვის მოთხოვნილი თანხების წინასწარი გადახდა. თანხები გადაირიცხოს ამ მიზნით სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მოთხოვნიდან 21 კალენდარულ დღეში. აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხებზე დარიცხული პროცენტები მთლიანად მიიმართოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში; გ) წლის განმავლობაში განაცხადში გაუთვალისწინებელი ახალი პროექტის დაწყების ან სხვა მიზეზით განცხადებული თანხების არასაკმარისობისა და მისი გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში შეთანხმებით გათვალისწინებული გერმანიის მთავრობის დავალებით მოქმედი ორგანიზაციების უფლებამოსილი პირების დამატებითი განაცხადის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; დ) დაამტკიცოს ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ფორმა; ე) უზრუნველყოს შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების შესახებ საგადასახადო და საბაჟო სამსახურების ერთ თვეში სათანადო ინსტრუქტირება. ე. შევარდნაძე