სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განსკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ
მიღების თარიღი 16.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №293
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 17/06/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2002 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განსკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №293
2002 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ
ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საგარეო ვალდებულებათა დაფარვისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტის) მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების პირობებს.
1. წესი შემუშავებულია სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების გაუმჯობესების, ეროვნული წარმოების სტიმულირებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, რომელთაც აქვთ სათანადო საქმიანი კონტაქტები და უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს კრედიტორი ქვეყნებისათვის.
2. სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ანაზღაურებული სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი ვალის დაფარვისა და მომსახურების მიზნით მოცემულ წელს გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას.
3. დაფინანსების განხორციელებისათვის აუცილებელია არსებობდეს კრედიტორი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება, რომ ამ ქვეყნებში რომელიმე კონკრეტული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტირებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შესაბამისად შეამცირებენ ამ ქვეყნებისადმი საქართველოს სახელმწიფო ვალის სახით არსებულ ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობას.
4. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო დავალიანების მოცულობის შემცირება წინ უსწრებს ეკონომიკური აგენტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური აგენტს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიღებს მე-3 მუხლში მითითებულ შეტყობინებას, ფორმდება სათანადო ხელშეკრულება იმ ეკონომიკურ აგენტებთან, რომელთაც ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი აქვთ განაცხადი იმის თაობაზე, რომ საკუთარი სახსრებით მოახდენენ პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში.
6. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული შემდეგი:
ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გამოგზავნილი შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების ხელმოწერას;
ბ) რომელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება ხდება (მოხდა) სახელმწიფო ვალის შესამცირებლად;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძველი იქნება კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება, რომ საქართველოს ფინანსური ვალდებულება კრედიტორი ქვეყნის წინაშე შემცირებულია კონკრეტული თანხით;
დ) მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმოს ფინანსთა სამინისტროსთან მის მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება;
ე) მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურების ვადა;
ვ) სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურება.
7. იმ შემთხვევაში, როცა მე-3 მუხლში ხსენებულ შეტყობინებაში მითითებულია კონკრეტული სახის პროდუქცია, რომლის მიწოდებაზე არ არსებობს განაცხადი საკუთარი სახსრებით ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების თაობაზე, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს მიზნობრივი პროგრამის მომზადებისა და გამოვლენის მიზნით, რისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ქმნის უწყებათაშორის სატენდერო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ სხვა უწყებათა წარმომადგენლებიც.
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეროვნული წარმოების სტიმულირების მიზნით, კომისიასთან შეთანხმებით ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია შეარჩიოს პროგრამა კონკურსის გამოცხადების გარეშეც.
9. საბოლოო გადაწყვეტილებას პროგრამული დაფინანსების თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი განკარგულების ფორმით, რომელიც არის ეკონომიკურ აგენტსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი.
10. კონკურსი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის გამართვამდე ორი კვირით ადრე მაინც.
11. პროგრამის შემუშავების ინიციატორი და წარმდგენი შეიძლება იყოს ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
12. პროგრამა უნდა მოიცავდეს დასახელებას, ძირითად არსს, მიზნებსა და ამოცანებს, მისი რეალიზაციის ეტაპებს, საჭირო ინვესტიციების მოცულობას და მისი დაფარვის წყაროებს, საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირების გრაფიკს, პროგრამის რეალიზაციისათვის პასუხისმგებელი იურიდიული პირების შესახებ მონაცემებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას.
13. პროგრამაში მითითებული უნდა იყოს, მოითხოვება სრული თუ ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
14. პროგრამას, გარდა კონკურსის გამოცხადებისას მოთხოვნილი სხვა ინფორმაციისა, უნდა დაერთოს ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დავალიანებების შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის საფინანსო დაწესებულების ან რომელიმე სხვა კრედიტორის მიმართ.
15. პროგრამის მონაწილე პირები პროგრამას და თანდართულ დოკუმენტებს განსახილველად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
16. პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის შერჩევისას სხვა მონაცემთა შორის გათვალისწინებული იქნება ეროვნული წარმოების სტიმულირების შესაძლო ეფექტი და შეღავათი, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი თანხის გადახდისას სადისკონტო განაკვეთის სახით, რომლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოახდენს ანგარიშსწორებას ეკონომიკურ აგენტთან.
17. კონკურსის შედეგების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი სახსრებიდან კონკრეტული პროგრამის დაფინანსების თაობაზე.
18. პროგრამული დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება, გარდა ამ ბრძანებულების შესაბამის მუხლებში მოცემული პირობებისა, უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ეკონომიკური აგენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და დამთავრების თაობაზე ინფორმაციის წარდგენას ფინანსთა სამინისტროსათვის ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდულობით.
19. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პროგრამის დასრულებიდან ორ კვირაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ინფორმაციას მიზნობრივი პროგრამის განხორციელების შედეგების თაობაზე.
ე. შევარდნაძე