"ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 29.12.2010
ძალაში შესვლა 03.01.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016009
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
"ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Grigolia;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;}
h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:42.55pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;}
span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.55pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;}
em {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:white; background:navy;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:Grigolia; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქ. თბილისის მერი
ს
ბრძანება
№
34
2010 წ
ლის
29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „
ნ” ქვეპუნქტის, „
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის, „
ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №
1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 პუნქტის პირველი პუნქტის „
ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულება დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერის 2009 წლის 29 ივნისის №
35 ბრძანება „
ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“
3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
ქ. თბილისის მერი
გ. უგულავა
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური (შემდგომში– სამსახური) შექმნილია „
ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №
1-1 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „
ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №
1-1 გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქ. თბილისის მერის, საკრებულოს, მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
თავი II
სამსახურის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 2🔗
1. სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაცია და განვითარება;
ბ) ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება.
2. საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე,
სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:
ა) ქ. თბილისის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ქ. თბილისის გარე-
განათების, მხატვრული მინათების და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება;
დ) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ორგანიზება;
ე) დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვის კონტროლი;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ზ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებელის დარიცხვისა და მონიტორინგის ორგანიზება;
თ) საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების რეაბილიტაციის, მშენებლობის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
ი) ქ. თბილისის შადრევან-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
კ) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ლ) სამსახურში მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;
მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ნ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ო) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიული პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან;
პ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან, რაიონის გამგეობისაგან, ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი წესით განსაზღვროს შესასრულებელი ანაზღაურებადი სამუშაოების ნუსხა;
გ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები დედაქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი სტატისტიკური ორგანიზაციებისაგან და დაწესებულებებისაგან;
ე) თავისი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე,
განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგად მოთხოვნებს.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვა და დაცვა;
ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III
სამსახურის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 3🔗
1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ზედამხედველობის განყოფილება (ინსპექცია);
გ) დასუფთავების მოსაკრებელის დარიცხვისა და კონტროლის განყოფილება;
დ) საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური დავალებების ორგანიზების განყოფილება;
ე) ანალიტიკური განყოფილება;
2. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოვლა-
პატრონობა;
ბ) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელის რეაბილიტაცია და მოვლა-
პატრონობა;
გ) გარე-
განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების რეაბილიტაცია და მოვლა-
პატრონობა;
დ) დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობის, ნაგავსაყრელი პოლიგონის მუშაობის ზედამხედველობა;
ე) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ზედამხედველობა;
ვ) დედაქალაქის შადრევან-აუზებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-
პატრონობა, გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოაჯირებისა და პარაპეტების მოვლა-
პატრონობა;
ზ) ქ. თბილისში მაწანწალა, უზედამხედველო ცხოველების დაჭერა და მათ იზოლაციაზე ზედამხედველობის განხორციელება;
თ) ავარიული შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოების ზედამხედველობა;
ი) ხიდების, გვირაბების აღდგენისა და მშენებლობის სამუშაოების ზედამხედველობა;
კ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და საყრდენი კედლების მოწყობა;
ლ) ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურებთან კოორდინირებულად მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა და მისი მონიტორინგი.
3. ზედამხედველობის განყოფილების (ინსპექცია) ფუნქციებია:
დასუფთავების წესების დარღვევისათვის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების ისეთ ადგილებში დაყრისათვის, (რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი), ქალაქ თბილისის ტერიტორიის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობისათვის, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ტერიტორიის მოუვლელობისა და მასზე სამშენებლო ან სხვა ნარჩენების თვითნებურად დაყრისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება.
4. დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვისა და კონტროლის განყოფილების ფუნქციებია:
ა) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა აღრიცხვა, მათი მოსაკრებელის გადამხდელად რეგისტრაცია და დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვისა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების უზრუნველყოფა;
ბ) დასუფთავების მოსაკრებლის აღრიცხვისათვის საჭირო საინფორმაციო ბაზის წარმოება.
5. საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური დავალებების ორგანიზების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება;
ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო ღონისძიებების გატარება, შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიღება და ექსპერტიზაზე გადაცემა.
6. ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ერთეულის ფასებისა და საერთო ღირებულებების კონტროლი, ანალიზი და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა, შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების გადამოწმება;
გ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
თავი
IV
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) უშუალოდ, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მეშვეობით წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ე) თვალყურს ადევნებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებს სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;
ი) დადგენილი წესით ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
მ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სტრუქტურული ერთეულის უფროსთან ერთად მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ამოწმებს და ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას წარმოადგენს ფუნქციურად მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურულ ერთეულს;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების პრემირების, მატერიალური სტიმულირების, ან მათზე დისციპლინური პასუხუსმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) სამსახურის უფროსს მიმართავს შესაბამისი შუამდგომლობით იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ფუნქციურად მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით და სამსახურის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6🔗
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ დავალებათა შესრულებაზე;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების, აგრეთვე მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 7🔗
სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და ქ. თბილისის მერიის შინაგანაწესით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.
თავი V
სამსახურის ქონება და ფინანსები
მუხლი 8🔗
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე.
მუხლი 9🔗
სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
მუხლი 10🔗
1. სამსახური საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობისათვის ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგენს:
ა) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად,
სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებულ გაანგარიშებებს და ინფორმაციას;
ბ) მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს ან წერილს საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ, დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებისათვის სამსახურის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესაბამის ინფორმაციებს (განმარტებით ბარათს);
დ) ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების – პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საბიუჯეტო ვალდებულებების და დამოწმების დოკუმენტის მოსამზადებლად შესაბამის დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ-
ფაქტურა და სხვა) წერილობით;
ე) მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემ თანხებზე სათანადო დოკუმენტებს (უწყისები);
ვ) სამსახურში განსაზღვრულ ვადაში ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ მონაცემებს საქალაქო სამსახურების ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.
2. საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახური ამზადებს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი პროგრამების პროექტებს.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11🔗
1. სამსახურის დებულებას სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗
ყველა ის საკითხი,
რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.