ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შესახებ
მიღების თარიღი 16.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №303
სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 18/06/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №303
2002 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების 1-ლ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I
ზოგადი პრინციპები
მუხლი 1🔗. კონსერვატორიის სტატუსი
1. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (შემდგომში – კონსერვატორია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 მარტის N29 დადგენილებით და დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. კონსერვატორია მოქმედებს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების საფუძველზე.
3. კონსერვატორიის სრული სახელწოდება – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია“.
მუხლი 2🔗. კონსერვატორიის მიზანი
1. სამუსიკო ხელოვნების დარგში მაღალზნეობრივი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი პროფესიული დახელოვნებისათვის სათანადო პირობების შექმნა.
2. ახალგაზრდების კულტურულ-ზნეობრივი მოთხოვნილებების და მუსიკალურ მიდრეკილებათა გამოვლინებისა და განვითარებისათვის ზრუნვა. მათი ფიზიკური და კულტურული სრულყოფისათვის შესაბამისი პროგრამების განხორციელება.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა რეგიონებისთვის ახალგაზრდა სპეციალისტთა მიზნობრივი მომზადება.
4. უცხოელ მოქალაქეთა სასწავლებლად მიღება და მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა რეგიონებისთვის სამუსიკო-პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ამაღლება.
6. სამუსიკო ხელოვნებისა და განათლების დარგში საერთაშორისო ურთიერთობის განვითარება.
7. სამუსიკო-საშემსრულებლო და სხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.
8. კონსერვატორიის სპეციალისტთა მოზადება საინსტრუმენტო შესრულების, სიმღერის, საგუნდო-სადირიჟორო, მუსიკათმცოდნეობა-კომპოზიციის სპეციალობებში.
9. კონსერვატორია არ კისრულობს ახალგაზრდა სპეციალისტთა შრომითი მოწყობის ვალდებულებას.
თავი II
კონსერვატორიის ავტონომიურობა
მუხლი 3🔗. კონსერვატორიის უფლებები
კონსერვატორიას უფლება აქვს:
1. შეიმუშაოს კონსერვატორიის წესდება, წესდებაში შესატანი ცვლილებები და მოქმედი წესების შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
2. მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად დამოუკიდებლად გადაწყვიტოს კონსერვატორიის საგანმანათლებლო პროცესსა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
3. დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
4. განსაზღვროს კონსერვატორიის საგანმანათლებლო პროგრამა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე.
5. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემოიღოს საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხა, რომლებიც დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, მიანიჭოს სამეცნიერო ხარისხები და სამეცნიერო პედაგოგიური წოდებები „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულების შესაბამისად.
განსაზღვროს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეიმუშაოს კონსერვატორიაში აბიტურიენტთა მისაღები კონტინგენტის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროებს.
მოახდინოს კონსერვატორიაში აბიტურიენტთა მიღების საერთო გეგმის კორექტირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით და განსაზღვროს კონსერვატორიაში აბიტურიენტთა მიღების პირობები საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
6. მიიღოს გადაწყვეტილებები კონსერვატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის ან გაუქმებისა და მათი სტატუსის თაობაზე.
7. განსაზღვროს სასწავლო პროცესის განხორციელების წესი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების დაცვით.
8. განსაზღვროს პროფესორ-მასწავლებელთა სასწავლო დატვირთვა და შრომის ანაზღაურების ნორმა. საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი აქტებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილების მიხედვით გაანაწილოს ხელფასის ფონდი ცალკეულ პირთა ან ჯგუფთა შრომითი წვლილის შესაბამისად.
9. განსაზღვროს კონსერვატორიის სტრატეგიული განვითარების გეგმა:
ა) სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე აირჩიოს სასწავლო, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურა;
ბ) დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის, უცხოეთის) დაწესებულებებთან თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;
გ) შექმნას ან გაწევრიანდეს და მონაწილეობდეს სხვადასხვა (მათ შორის, საზღვარგარეთის) ასოციაციებში ინდივიდუალურ სამოქმედო პროგრამასა და ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთობის ფარგლებში.
10. მოაწყოს რეგიონალური, საქართველოს და საერთაშორისო შემოქმედებითი კონკურსები, სამეცნიერო კონფერენციები და სიმპოზიუმები.
11. იზრუნოს სასწავლო, შემოქმედებითი, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სრულყოფისათვის და წარადგინოს სათანადო წინადადებები ზემდგომ ორგანოებში.
12. კონსერვატორიის წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვროს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა.
13. შეიმუშაოს შრომის ორგანიზაციისა და სტიმულირების ფორმები და მეთოდები.
14. გახსნას სავალუტო ანგარიში ბანკში.
15. მოსახლეობისა და ორგანიზაციებისათვის მომსახურების მიზნით (საკონცერტო დარბაზის იჯარით გაქირავება, მუსიკალური ინსტრუმენტების შეკეთება და სხვ.) განიხილოს და დაამტკიცოს შედგენილი ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთა ნუსხა.
16. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დასკვნის ან ნებართვის საფუძველზე ბალანსიდან ბალანზე გადასცეს ამა თუ იმ მოწყობილობის (ძვირადღირებულის ჩათვლით) ინსტრუმენტი, სათადარიგო ნაწილები, დანადგარი, ხელსაწყო, წიგნები, ნოტები, სხვა მასალები, ან მოახდინოს მათი რეალიზაცია.
17. არსებული წესის შესაბამისად ბალანსიდან ჩამოწეროს დაძველებული და უვარგისი ძირითადი საშუალებანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.
18. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ან საკუთარი სახსრებით შეიძინოს, დაიქირაოს, შეუკვეთოს საჭირო სწავლების ტექნიკური საშუალებები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური რესურსები.
19. განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა, ძირითადი ფონდების რეკონსტრუქცია, მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
20. დაუდოს ხელშეკრულებები ორგანიზაციებს საპროექტო ხარჯთა ნუსხისათვის დოკუმენტაციის დასამუშავებლად.
21. კონსერვატორიაში არ დაუშვას რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის არსებობა.
თავი III
კონსერვატორიის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. კონსერვატორიის ძირითადი სასწავლო, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტები, კათედრები, სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიები, კონსერვატორიასთან არსებული საოპერო სტუდია, კონსერვატორიასთან არსებული ცენტრალური სამუსიკო სკოლა და სამუსიკო სასწავლებელი, სასწავლო-სამეცნიერო და საცდელი ბაზები, კონსერვატორიას დაქვემდებარებული სხვა ქვედანაყოფები, სასწავლო-მეთოდური განყოფილება, ბიბლიოთეკა, კადრების განყოფილება, ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილი, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების განყოფილება.
2. კონსერვატორიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო, სასწავლო-მეთოდურ, სასწავლო-აღმზრდელობით, სამუსიკო-სახელოვნებო სფეროში მოსწავლე ახალგაზრდობის დაოსტატებასა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
3. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი, მართვის ორგანოების შექმნის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე.
4. სასწავლო პროცესი იმართება საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.
მუხლი 5🔗. კონსერვატორიის სტუდენტები
1. კონსერვატორიაში მიიღებიან საშუალო ან საშუალო-პროფესიული განათლების მქონე, მუსიკის ნიჭით დაჯილდოებული პირები (ასაკის შეუზღუდავად), რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საკონკურსო მისაღებ გამოცდებს.
2. კონსერვატორიის სტუდენტთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კონსერვატორიის წესდებითა და შინაგანაწესით.
მუხლი 6🔗. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
1. კონსერვატორიის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება კონსერვატორიის შინაგანაწესით, რომელსაც სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ამტკიცებს რექტორი.
2. კონსერვატორიის შინაგანაწესით დგინდება აბიტურიენტთა ჩარიცხვის, სტუდენტთა მოძრაობის, სტუდენტთა ცოდნის აკადემიური დონის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების შედგენისა და მათი რეალიზაციის ფორმები.
შინაგანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
3. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულები და სხვ.) სწავლისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად შინაგანაწესით შეიძლება განისაზღვროს ისეთი შეღავათები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათები არ უნდა ითვალისწინებდეს დაბალ საგანმანათლებლო სტანდარტს, სტუდენტის გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლებას.
4. კონსერვატორიის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობებით.
5. კონსერვატორიაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
6. კონსერვატორიაში სპეციალისტები მზადდებიან როგორც სახელმწიფო დაკვეთით, ისე ფასიანი სწავლებით.
7. კონსერვატორია სტუდენტ-დიპლომანტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სახელმწიფო საატესტაციო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს (დიპლომს).
8. კონსერვატორიასთან იქმნება სადისერტაციო სამეცნიერო საბჭო, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.
9. კონსერვატორიის პროფესორისა და დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიურ წოდებებს ანიჭებს კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭო.
თავი IV
კონსერვატორიის მართვა
კონსერვატორიის მმართველი და ხელმძღვანელი ორგანოებია:
კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭო, რექტორი, რექტორატი, ფაკულტეტის დეკანატი.
მუხლი 7🔗. სამეცნიერო საბჭო
1. კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში – სამეცნიერო საბჭო) არის კონსერვატორიის მართვის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და ამ წესდებით.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
რექტორი, პრორექტორები, კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტთა და ასპირანტთა წარმომადგენლები. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით. სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსერვატორიის ყველა პედაგოგს.
3. სამეცნიერო საბჭო:
ა) წარმართავს კონსერვატორიის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილებები შეიტანოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში;
ბ) ირჩევს რექტორს, ფაკულტეტების დეკანებს, კათედრათა გამგეებს, კათედრათა პროფესორებს, დოცენტებს, უფროს მასწავლებლებს, მასწავლებლებს და ასისტენტებს;
გ) წარადგენს და გამოიწვევს თავის წარმომადგენლებს კონსერვატორიის სამეურვეო საბჭოში. ისმენს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენლების ანგარიშებს;
დ) უფლებამოსილია კონსერვატორიის საპატიო დოქტორად აირჩიოს ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, გამოჩენილი უცხოელი სპეციალისტები;
ე) განიხილავს კონსერვატორიაში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას. თავის რეკომენდაციებს წარუდგენს რექტორს;
ვ) ასრულებს ამ წესდებით და კონსერვატორიის შინაგანაწესით დადგენილ სხვა ფუნქციებს;
ზ) სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით ხელმძღვანელობს კონსერვატორიის რექტორი, რომელიც ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივანს.
5. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსერვატორიის შინაგანაწესით.
მუხლი 8🔗. კონსერვატორიის რექტორი
1. კონსერვატორიის რექტორი (შემდგომში – რექტორი) ხელმძღვანელობს კონსერვატორიის საქმიანობას, სამეცნიერო საბჭოს და რექტორატს, წარმოადგენს კონსერვატორიას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს კონსერვატორიის სახელით და ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. კონსერვატორიის რექტორის არჩევა ხდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებისა და კონსერვატორიის წესდების მიხედვით.
რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკამდე პიროვნება, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, გამოჩენილი მუსიკოსი და პედაგოგი. მისი სპეციალობა უნდა შეესაბამებოდეს კონსერვატორიის რომელიმე პროფილს.
რექტორის არჩევნებს კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭო ნიშნავს კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს ორი თვისა, ხოლო განცხადებას აქვეყნებს სახელმწიფო ცენტრალურ პრესაში. კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე არჩეულ უნდა იქნეს რექტორის არჩევნების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც წარმართავს რექტორის არჩევის პროცესს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების შეტანა საორგანიზაციო კომისიაში გრძელდება კონკურსის გამოცხადების დღიდან ერთი თვის განმავლობაში. საორგანიზაციო კომისიას ღია კენჭისყრის წესით გამოაქვს დასკვნა კანდიდატის არჩევნებში დაშვება-არდაშვების შესახებ.
კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე იმართება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს. თუ კენჭს იყრიდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათ ვერ მიიღეს არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას განსაზღვრავს საორგანიზაციო კომისია.
რექტორის არჩევნების შესახებ კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციით სამ დღეში გადაეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს.
3. რექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობით და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონისათვის.
4. რექტორი უფლებამოსილია:
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს ან სამსახურიდან გაათავისუფლოს კონსერვატორიის თანამშრომელი;
ბ) შეიმუშაოს კონსერვატორიის სტრუქტურული რგოლების ნომენკლატურა, შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა კონსერვატორიის ყველა თანაშმრომლისა და სტუდენტისათვის;
დ) დადგენილი წესით განსაზღვროს ფონდების გამოყენების მიმართულებები;
ე) კანონით ნებადართული წესით განაგოს კონსერვატორიის ქონება, გახსნას და დახუროს ბანკში კონსერვატორიის ანგარიში;
ვ) ხელმოწერით და ბეჭდით დაადასტუროს კონსერვატორიის დოკუმენტაცია;
ზ) კონსერვატორიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან;
თ) განახორციელოს ამ წესდებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებანი.
5. რექტორი პასუხისმგებელია კონსერვატორიის საქმიანობის კანონიერების, ეფექტიანობისა და კონსერვატორიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ზუსტი წარმოებისათვის.
6. რექტორი ანგარიშვალდებულია კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს წინაშე კონსერვატორიის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალური საქმიანობისათვის.
7. რექტორის მატერიალური სტიმულირება და გარანტიები უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. კონსერვატორიის რექტორატი
1. კონსერვატორიაში სახელმწიფო და შრომის დისციპლინის განმტკიცების, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შემდგომი გაუმჯობესების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, ობიექტური ხელმძღვანელობის უზრუნველსაყოფად შექმნილია რექტორატის საბჭო შემდეგი შემადგენლობით: რექტორი (თავმჯდომარე), ყველა დარგის პრორექტორი, ფაკულტეტების დეკანები, პროფკავშირის თავმჯდომარე, სასწავლო ნაწილისა და ზოგიერთი სხვა სტრუქტურული რგოლის ხელმძღვანელი პირი.
2. პრორექტორების რაოდენობა და ფუნქციები დგინდება კონსერვატორიის შინაგანაწესით. პრორექტორებს ნიშნავს რექტორი.
3. კონსერვატორიის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს რექტორი.
4. ფაკულტეტის დეკანის არჩევა ხდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით სამეცნიერო საბჭოს მიერ გამართული კონკურსის წესით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის ვადით. დეკანად არჩეულ უნდა იქნეს ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება.
5. დეკანის მოადგილეს დეკანის წარდგინებით ნიშნავს რექტორი.
6. კონსერვატორიის რექტორატი მუშაობს სასწავლო, სამეცნიერო-სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებით. ის ანგარიშვალდებულია კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
7. კონსერვატორიის რექტორატს უფლება აქვს კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიაწოდოს რეკომენდაციები და წინადადებები.
8. კონსერვატორიის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს კონსერვატორიის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხების პროექტებს.
9. კონსერვატორიის რექტორატს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, დადგენილი წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიების დანამატები და კონსერვატორიის სტიპენდიები, ხელფასები და მათი დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები.
10. კონსერვატორიის რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და კონსერვატორიის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაწევის საკითხს შინაგანაწესით განსაზღვრული წესით, სამეურვეო საბჭოს წინადადების საფუძველზე, წყვეტს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. კონსერვატორიის სამეურვეო საბჭო
1. კონსერვატორიაში ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, დაწესებული ბიუჯეტით განსაზღვრული სახსრების განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი. გამოკლებული წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილება განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
3. სამეურვეო საბჭო:
ა) ხელს უწყობს კონსერვატორიაში ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას;
ბ) აკონტროლებს კონსერვატორიის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებას და ამტკიცებს შესაბამის ანგარიშებს;
გ) ასრულებს ამ წესდებითა და შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია დგინდება კონსერვატორიის შინაგანაწესით.
მუხლი 11🔗. კონსერვატორიის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი
1. კონსერვატორიის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება შინაგანაწესით, კონსერვატორიასა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. კონსერვატორიის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესით და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს კონსერვატორიის მართვაში.
3. კონსერვატორიაში შემოღებულია პროფესორ-მასწავლებელთა, კონცერტმაისტერთა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის შემდეგი საშტატო თანამდებობები: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი, ასისტენტი, კონცერტმაისტერი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორანტი.
თავი IV
კონსერვატორიის ქონება, დაფინანსება, საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 12🔗. კონსერვატორიის ქონება
1. კონსერვატორიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. კონსერვატორიისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
2. კონსერვატორიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თანხმობის გარეშე ეკრძალება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, დატვირთვა და გასხვისება;
ბ) სესხის აღება, თავდებობა;
გ) სხვა გადაწყვეტილების მიღება კონსერვატორიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება კონსერვატორიის ამ წესდებით დადგენილი საქმიანობის ფარგლებს.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ თავის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული გარიგებების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. უარის შემთხვევაში გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში.
4. ამ თავის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გარიგებების დადებისათვის სავალდებულოა კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება. რექტორი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს წერილობით წარუდგინოს შესაბამისი პროექტი, რომელშიც დეტალურად იქნება დასაბუთებული გარიგების დადების მიზანშეწონილობა, მისი გავლენა სასწავლო პროცესზე, მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი და სხვა შესაძლო შედეგი.
მუხლი 13🔗. დაფინანსება
1. კონსერვატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) სამოქალაქო გარიგებებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები, გრანტები;
ე) კანონმდებლობებით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. კონსერვატორიის სახსრები და შემოსავალი მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. აკრძალულია კონსერვატორიის სახსრებისა და შემოსავლების სხვა მიზნით გამოყენება.
მუხლი 14🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
კონსერვატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს.
მუხლი 15🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. კონსერვატორია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. კონსერვატორიის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო.
4. კონსერვატორია ვალდებულია მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კონსერვატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
თავი V
წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. კონსერვატორიის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს ერთობლივად შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან: რექტორი, სამეცნიერო საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ დანიშნული თითო წარმომადგენელი. რექტორი სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილ პროექტს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. რექტორი ვალდებულია პროექტი სამეცნიერო საბჭოს დასკვნისა და თავისი მოსაზრებების თანხლებით წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და საქართველოს განათლების მინისტრს. განათლების მინისტრი თანხმობის შემთხვევაში წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2. კონსერვატორია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
3. კონსერვატორიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.