საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ფუნქციური და სრუქტურული რეორგანიზაციის პროგრამების მომზადების ძირითადი პრინციპების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 19/06/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2002 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ფუნქციური და სრუქტურული რეორგანიზაციის პროგრამების მომზადების ძირითადი პრინციპების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 27.0pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №304
2002 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ფუნქციური და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროგრამების მომზადების ძირითადი პრინციპების შესახებ
„ანტიკორუფციულ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 აპრილის №430 განკარგულების შესაბამისად:
1. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის რეორგანიზაციისა წინაპირობების შექმნის, შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის განხორციელების, რეფორმების იდეის დისკრედიტაციის თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა ფუნქციური და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროგრამის შემუშავებისას:
ა) მოამზადონ პროგრამის განხორციელების დეტალური სამუშაო გეგმა პროგრამის მოქმედების მთელი პერიოდისთვის;
ბ) ყოველმხრივად და დეტალურად გააანალიზონ შესაბამისი სფეროს (სისტემის, დარგის, დაწესებულების) არსებული მდგომარეობა, მოქმედი სამართლებრივი ბაზა, დასაქმებულთა რაოდენობა, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
გ) წარმოადგინონ პროგრამის განხორციელების დეტალური ფინანსური გაანგარიშება დაფინანსების წყაროების მითითებით;
დ) გაიანგარიშონ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანთა რესურსები და განსაზღვრონ ამ რესურსების წყაროები;
ე) მოამზადონ პროგრამის განხორციელების მთალი პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ინფორმირების, მისი წინადადებებისა და შენიშვნების მიღების მექანიზმები;
ვ) მაქსიმალურად დეტალურად გაიანგარიშონ პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ეფექტი გაანგარიშება 1-,3-,5- და 10-წლიანი პერსპექტივით (მათ შორის სამუშაო ადგილებისა). სტრუქტურის რეორგანიზაციის პროცესში მხედველობაში იქნეს მიღებული ის დადებითი გამოცდილება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესში დაგროვდა, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები;
ზ) შეიმუშაონ პროგრამის განხორციელების მონიტორინგის მექანიზმები და შეფასების კონკრეტული ინდიკატორები;
თ) გაანალიზონ პროგრამის განხორციელების პროცესში შესაძლო დაბრკოლების პროგნოზი და ასეთი დაბრკოლების გაჩენისას ამ პროგრამის განხორციელების ალტერნატიული გზები.
2. მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შესაქმნელად შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ იქნეს წერილობითი და ელექტრონული ვერსიის (LitNusx) ფორმით.
3. პროგრამა მოწონებამდე და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვამდე 2 თვით ადრე გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საკითხების გარდა).
4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურომ.
ე. შევარდნაძე