ბუნებრივი აირის გამოყენების ნორმების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 22.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 26/06/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2002 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი აირის გამოყენების ნორმების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №308
2002 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
ბუნებრივი აირის გამოყენების ნორმების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებით შექმნილმა „ბუნებრივი აირის გამოყენების ნორმების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების მიზეზებისა და შემდგომში მათი თავიდან აცილების ღონისძიებათა შემსწავლელმა კომისიამ“ უმოკლეს ვადაში მოახდინა უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზი, რის საფუძველზე შემუშავდა საცხოვრებელი, სასწავლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების შიდა გაზმომარაგების უსაფრთხო ექსპლუატაციის დამატებითი დროებითი ინსტრუქცია.
გაზმომარაგების სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში საცხოვრებელი, სასწავლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების შიდა გაზმომარაგების უსაფრთხო ექსპლუატაციის დამატებითი დროებითი ინსტრუქცია“.
2. ეთხოვოთ გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების საწარმოებს მოაწყონ საცხოვრებელ, სასწავლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში გაზით მომუშავე ხელსაწყოების სრული ინვენტარიზაცია, რათა გამოავლინონ და აღმოფხვრან სამშენებლო ნორმებისა და წესების და გაზის მეურნეობაში მოქმედი უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევები.
3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების საწარმოებს უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევით დამონტაჟებულ ხელსაწყოთა ექსპლუატაციის აღკვეთაში.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის დადგენილი წესით აკრძალულია გაზით მომუშავე არასერტიფიცირებულ ხელსაწყოთა შემოტანა და ექსპლუატაცია ქვეყნის ტერიტორიაზე.
5. საქსტანდარტმა და სხვა მაკონტროლებელმა ორგანიზაციებმა გააძლიერონ კონტროლი, რომ სამომხმარებლო ბაზარზე არ დაუშვან არასერტიფიცირებული გაზის ხელსაწყოებით ვაჭრობა.
6. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა ადგილობრივი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად შეადგინონ გაზის ქსელებსა და მათზე განთავსებულ ნაგებობებზე გადაუდებელ სამუშაოთა ნუსხა და უზრუნველყონ პირველი რიგის სამუშაოების შესრულება.
7. ეთხოვოს საქართველოს ტელერადიომაუწყებლობას შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან, პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება გაზით მომუშავე ხელსაწყოებით სარგებლობისას უსაფრთხოების წესების დაცვისა და გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შესახებ.
ე. შევარდნაძე
საქართველოში საცხოვრებელი, სასწავლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების შიდა გაზმომარაგების უსაფრთხო ექსპლუატაციის დამატებითი დროებითი ინსტრუქცია
1. საქართველოში ბუნებრივი აირით (გაზით) მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით ექსპლუატაციისას უკანასკნელ პერიოდში გახშირებული უბედური შემთხვევები მიუთითებენ ამ სფეროში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობასა და გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობაზე. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს გაზით მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოთა დამონტაჟებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების უპირობო დაცვის მოთხოვნათა გამკაცრებას. წვის მავნე პროდუქტების დაგროვების, აფეთქებასაშიში მდგომარეობის შექმნის თავიდან აცილების, მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა იმ გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება, რომლებითაც იკრძალება გაზით მომუშავე ყველა საყოფაცხოვრებო ხელსაწყოს გამოყენება სათავსებში, სადაც შეუძლებელია კვამლსადენებისა და სავენტილაციო არხების მოწყობა სამშენებლო ნორმებისა და წესების და გაზის მეურნეობაში მოქმედი უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ:
ა) აიკრძალოს საცხოვრებელ სახლებში, სკოლებში, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელ და წყალგამაცხელებელ მოწყობილობათა მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსოდან და წვის პროდუქტები სათავსოშივე რჩება (გარდა გაზქურისა);
ბ) აიკრძალოს იმ გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომლებიც წვისათვის საჭირო ჰაერს იღებენ სათავსოდან და წვის პროდუქტებს აფრქვევენ საცხოვრებელ სახლებში, სკოლებში, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში, რომელთაც სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად არა აქვთ მოწყობილი საკვამლე და სავენტილაციო არხები;
გ) აიკრძალოს ყველა სახეობის სამამულო წარმოების, თვითნაკეთი, არასერტიფიცირებული გაზით მომუშავე ხელსაწყოს გამოყენება.
2. გაზით მომუშავე ყველა სახეობის ხელსაწყოს დამონტაჟებისათვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის და საექსპლუატაციო აქტის გაფორმება:
ა) გაზით მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება უნდა მოხდეს ტექნიკური პირობების შესაბამისად შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლის შესრულების უფლება აქვს სათანადო ლიცენზიის მქონე ორგანიზაციას;
ბ) სათანადო ლიცენზიის მქონე სამონტაჟო ორგანიზაცია მოვალეა შეამოწმოს შენობის სავენტილაციო და კვამლსადენი არხების ვარგისიანობა;
გ) მონტაჟის დამთავრების შემდეგ სამონტაჟო ორგანიზაცია ვალდებულია აქტის გაფორმებით აღრიცხვისათვის გადასცეს ობიექტი ადგილობრივ გაზის განაწილების საწარმოს.
3. გაზის მიწოდება, ხელსაწყოთა ტექნიკური მომსახურება და რემონტი ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.
4. პროექტის მიხედვით დამონტაჟებული, რეგისტრირებული გაზით მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაცია ევალება მობინადრეს, მეპატრონეს.
5. მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და გაზით მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების შეძენისას მოითხოვოს შესაბამისობის სერტიფიკატი და არ შეიძინოს არასერტიფიცირებული საქონელი.
6. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აკრძალულია არასერტიფიცირებული გაზით მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების რეალიზაცია ქვეყნის ტერიტორიაზე.