აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2010
ძალაში შესვლა 30.12.2010
ძალის დაკარგვა 29.01.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №261/2
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 171, 30/12/2010
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1. | სახელი, გვარი |
| 2. | დაბადების ადგილი, თარიღი |
| 3. | პირადობის მოწმობის ნომერი |
| 4. | ოჯახური მდგომარეობა |
| 5. | საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი |
| 6. | ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) |
| ნათესაობა | სახელი, გვარი |
| 7. | მიღებული გაქვთ თუ არა მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში საქართველოში ან უცხოეთში? კი ---------- არა ----------- |
| როდიდან | როდემდე |
| 8. | ამჟამად სად სწავლობთ? |
| 9. | სპეციალობა |
| 10. | რომელ უცხო ენას ფლობთ |
| ენა | კითხვა |
| 11. | კომპიუტერული პროგრამების |
| 12. | სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გინდათ სასწავლო პრაქტიკის გავლა |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 29.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №261/2
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი“ (შემდგომში – წესი).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 10 ოქტომბრის №184/2 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ლაგვილავა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინარე დებულება მომზადებულია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) სტრაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
2. სამინიტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია:
ა) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
ბ) პროფესიული განვითარებისათვის ხელშეწყობა;
გ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა;
დ) დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივების გამოვლენა.
მუხლი 2🔗. სტაჟიორისა და პრაქტიკანტის სტატუსი
1. სტაჟირება არის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში ამ წესით რეგულირებული არაანაზღაურებადი საქმიანობა.
2. სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი მოკლევადიანი საქმიანობა.
3. სტაჟიორი არის პირი, რომელიც ამ დებულების შესაბამისად, გადის სტაჟირებას სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში.
4. პრაქტიკანტი არის პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას.
5. კანდიდატი არის პირი:
ა) რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარმოადგენს განცხადებას სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) რომელიც სამინისტროში წარმოადგენს წერილობით შუამდგომლობას სასწავლებლიდან სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.
6. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით ან/და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი.
7. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3, მე-4 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
8. სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველმა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადი განცხადება ან/და მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სახელზე;
ბ) განაცხადი სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №1 და დანართი №2).
გ) პირადობის დამადასტურებელი (თუ კანდიდატი დევნილია დევნილის) მოწმობის ასლი;
დ) დახასიათება ან/ და რეკომენდაცია;
ე) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ვ) ავტობიოგრაფია ან CV;
ზ) ერთი ფოტოსურათი – 3X4.
9. სტაჟიორად დანიშვნისას სტაჟიორი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ავსებს კადრების აღრიცხვის ფურცელს.
10. სტაჟიორად მიღება ხორციელდება გასაუბრებით.
11. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სამინისტროში სტაჟირების გავლის შესახებ შექმნილი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
12. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს საბჭო ხმათა უმრავლესობით, ხოლო თანაბარი ხმების შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარე.
13. საბჭო კანდიდატებისაგან შერჩეულ პირთა სიას წარუდგენს მინისტრს, მათი საბოლოოდ დანიშვნის მიზნით. სტაჟიორის დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მინისტრი გამოსცემს ბრძანებას.
14. სტაჟირების ვადა არის ექვსი თვე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს სტაჟირების ვადა 6 (ექვსი) თვით, ხოლო სასწავლო პრაქტიკა განისაზღვრება სასწავლებლის მომართვის აღნიშნული პერიოდით.
15. სტაჟიორზე, დანიშვნის შემდეგ, გაიცემა სტაჟიორის დამადასტურებელი მოწმობა.
16. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის შესახებ სერთიფიკატი, რომლის ფორმას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
17. სასწავლო პრაქტიკის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს ეძლევა დახასიათება და სასწავლო პრაქტიკის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სასწავლო პრაქტიკის გავლის ჟურნალი.
18. სამინისტროს სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო ოდენობის 1/3-ს.
მუხლი 3🔗. სტაჟირების საბჭო
1. სტაჟირების საბჭო იქმნება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს შტატით გათვალისწინებული საჯარო მოხელეებისაგან.
2. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
3. საბჭო შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრებისგან, მათ შორის, საბჭოს მდივნისგან.
4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საბჭო სამინისტროში სტაჟირების კანდიდატთა გასაუბრებას ატარებს წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
6. გადაწყვეტილებას სტაჟიორთა კანდიდატებისგან განცხადების მიღების ვადებსა და გასაუბრების დღის დანიშვნის შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
7. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 4🔗. სტაჟიორის ან/და პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს ან/და პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას;
ბ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას. ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს თათბირებს, სხვა ღონისძიებებს. მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში;
დ) სტაჟიორი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხს;
ე) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში;
ვ) პირადი განცხადებით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
2. სტაჟიორი ან/და პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ხელმძღვანელი სტრუქტურული ერთეულის უფროსის ყველა დავალება;
გ) გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროსა და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხის მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას. თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
დ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით შეადგინოს დღიური, რომელშიც სისტემატიურად ასახავს თავის მიერ შესრულებულ სამუშაოს (თემატიკის მითითებით);
ე) დაიცვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის (შემდგომში – შინაგანაწესი) მოთხოვნები;
ვ) ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს სამინისტროში გამოცხადება.
3. ხელწერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის ან/და პრაქტიკანტის პირად საქმეს.
მუხლი 5🔗. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტრო უფლებამოსილია სტაჟიორს ან/და პრაქტიკანტს მოსთხოვოს:
ა) დაიცვას შინაგანაწესი;
ბ) დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს მითითებულ დროს;
გ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები.
2. სამინისტრო ვალდებულია:
ა) სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;
ბ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა სტაჟიორს პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და კონტროლი გაუწიოს მათი შესრულებისას.
3. სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) მისცეს მითითებები და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოების კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დავალების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისათვის და პრაქტიკანტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
დ) მისცეს სტაჟიორსა და პრაქტიკანტს წერილობითი დახასიათება.
მუხლი 6🔗. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის შედეგების შეფასება
1. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ბოლო ეტაპია გასაუბრება, სადაც საბჭო ისმენს სტაჟიორის ან/და პრაქტიკანტის პირად ანგარიშს, სტაჟირების ან/და პრაქტიკის პერიოდში შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
2. გასაუბრებაზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმოადგენს დახასიათებას სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის პერიოდში სტაჟიორის ან/და პრაქტიკანტის მიერ შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებით.
3. სტაჟირების საბჭო უფლებამოსილია:
ა) დადებითად შეაფასოს სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის შედეგები;
ბ) უარყოფითად შეაფასოს სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის შედეგები.
მუხლი 7🔗. სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტა
1. სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟიორის ან/და პრაქტიკანტის მიერ არასაპატიო მიზეზით სამინისტროში 5 დღის განმავლობაში არგამოცხადება;
ბ) პირადი განცხადებით;
გ) სამინისტროს შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეში დარღვევისას;
დ) დავალების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვანი შესრულებისას;
ე) თუ სტაჟიორი სტაჟირების შესრულების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაინიშნა სამინისტროს სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ან შტატგარეშე მოსამსახურედ.
2. სტაჟირებისა ან/და სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სტაჟირების საბჭოს ან/და უშუალო კურატორ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით.
3. თუ სტაჟიორი სტაჟირების პერიოდში დაინიშნება სამინისტროს რომელიმე თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა სერტიფიკატი.
მუხლი 8🔗. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაზე კონტროლი
სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაზე კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მუხლი 9🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. წინარე წესის გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
2. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოდგენა.
დანართი №1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ
ფოტოსურათი
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის
მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული
ფოსტა, ფაქსი
6.
ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)
ნათესაობა
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი
მისამართი
7.
განათლება (როდის, რომელი
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება დაამთავრა)
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება
ფაკულტეტი, სპეციალობა
8.
ამჟამად სწავლობთ თუ არა?
თუ სწავლობთ მიუთითეთ სად?
9.
სპეციალობა, კვალიფიკაცია
(დიპლომის მიხედვით)
სპეციალობა
კვალიფიკაცია
დიპლომის N
10.
რომელ უცხო ენას ფლობთ
(დამწყები, საშუალოდ, კარგად,
სრულყოფილად)
ენა
კითხვა
წერა
საუბარი
11.
კომპიუტერის პროგრამების
ცოდნა
12.
სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა
13.
შრომითი საქმიანობა
როდიდან–როდემდე
ორგანიზაციის–დაწესებულების დასახელება
თანამდებობა
ხელმოწერა: _______________
შევსების თარიღი: ________
დანართი №2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტრო
განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
ფოტოსურათი
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
6.
ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)
ნათესაობა
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი
მისამართი
7.
მიღებული გაქვთ თუ არა მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში საქართველოში
ან უცხოეთში?
კი ---------- არა -----------
როდიდან
როდემდე
სად?
სასწავლო პროგრამის დასახელება
8.
ამჟამად სად სწავლობთ?
9.
სპეციალობა
სპეციალობა
კვალიფიკაცია
10.
რომელ უცხო ენას ფლობთ
(დამწყები, საშუალოდ, კარგად,
სრულყოფილად)
ენა
კითხვა
წერა
საუბარი
11.
კომპიუტერული პროგრამების
ცოდნა
12.
სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გინდათ სასწავლო პრაქტიკის გავლა
13.
შრომითი საქმიანობა
როდიდან–როდემდე
ორგანიზაცია-დაწესებულების დასახელება
თანამდებობა
ხელმოწერა: _______________
შევსების თარიღი: ________