"განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 21.12.2010
ძალაში შესვლა 30.12.2010
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 171, 30/12/2010
matsne.gov.ge 1,317 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2010 მიღება
30.12.2010 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

"განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Lucida Sans Unicode"; panose-1:2 11 6 2 3 5 4 2 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Lucida Sans Unicode","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt .25in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის ბრძანება №69 §1 2010 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 16​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში სტაჟირების გავლის წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                                                                                              ზ. ჯალაღონია განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗  წინამდებარე წესი განსაზღვრავს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში (შემდგომში – აპარატი) სტაჟირების გავლის პირობებსა და წესებს.     მუხლი 2🔗  მაღაკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული დონის ამაღლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით აპარატი უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – აპარატში აუნაზღაურებადი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად აპარატში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ. თავი II სტაჟიორის სტატუსი     მუხლი 4🔗 1. სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.     მუხლი 5🔗 1. სტაჟიორად მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე. კანდიდატთან გასაუბრება ტარდება აპარატის სტაჟირების კომისიის მიერ. 2. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, ხოლო თანაბარი ხმების შემთხვევაში იღებს კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისი დასკვნა წარედგინება მინისტრს.  3. გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 6🔗 1. კანდიდატმა ადმინისტრაციულ სამმართველოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) პირადი განცხადება (მინისტრის სახელზე); ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დახასიათება – შუამდგომლობა (თუ კანდიდატი დამამთავრებელი კურსის სტუდენტია); დ) ავტობიოგრაფია; ე) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; ვ) ერთი ფოტოსურათი 3X4, CD ფორმატი. 2.დანიშვნის შემთხვევაში კანდიდატი ადმინისტრაციულ სამმართველოში ავსებს კადრების აღრიცხვის ფურცელს.  3. ხელწერილი აპარატის დებულებისა, შინაგანაწესის და აპარატში სტაჟირების გავლის წესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს (დანართი №1). თავი III სტაჟირების ვადა     მუხლი 7🔗 1. სტაჟირების ვადა არის ექვსი თვე. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს სტაჟირების ვადა ექვსი თვით. 3. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა. 4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი (დანართი №2). 5. სტაჟიორთა რაოდენობა აპარატში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ მომსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.     მუხლი 8🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-“გ“ ქვეუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში აპარატის შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სტაჟიორს გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3-თვიანი სტაჟირება, ჰქონდეს დადებითი შეფასება ხელმძღვანელის მხრიდან და აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობის მოთხოვნას. 5. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა აპარატის სტრუქტურულ ერთეულში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი. თავი IV სტაჟიორის უფლება-მოვალეობები     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) გაეცნოს აპარატის მუშაობის სპეციფიკას; ბ) აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. 2. სტაჟიორი აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ ცალკეულ დავალებებს. 3. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება კომისიის წინაშე მისი სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანის შესახებ. 4. კომისიის თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა აპარატის იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას: გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს აპარატის მოხელეებთან; დ) სტაჟირების პერიოდში, აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უშუალო მითითების შემთხვევაში, აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით;  ე) ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება აპარატში. თავი V აპარატის უფლება-მოვალეობები     მუხლი 11🔗 1. აპარატი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და, შესაბამისად, აკონტროლებს მათ შესრულებას. 3. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. თავი VI სტაჟირების კომისია     მუხლი 12🔗 1. სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადმინისტრაციული სამმართველო. 3. კომისია შედგება თავმჯდომარისა და სამი წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის თავმჯდომარე, საჭიროებს შემთხვევაში, უფლებამოსილია მოიწვიოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 4. კომისია თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. 5. კომისია, როგორც წესი, გასაუბრებას აწყობს წელიწადში ორჯერ. 6. გადაწყვეტილებას გასაუბრების გადადების შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. თავი VII დასკვნითი დებულება     მუხლი 13🔗 დასკვნითი დებულება ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების, შინაგანაწესის და აპარატში სტაჟირების გავლის წესის გაცნობის შესახებ მე „––––––––––––––––“ „–––––––––––––––––“ „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ მე-6 მუხლის მე–3 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, გავეცანი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებას, შინაგანაწესს და აპარატში სტაჟირების გავლის წესს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.  –––––––––––––––––––––––––––––––––  (ხელმოწერა)  „–––––„ „––––––––––––––––––––„201 წ. დანართი №2 განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი ეს სერტიფიკატი ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ( სახელი, გვარი) მასზე, რომ მან 20 წლის „          “დან 20 წლის „              “მდე წარმატებით გაიარა სტაჟირების სრული კურსი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სტრრუქტურული ერთეულის დასახელება) აფხაზეთის მინისტრი ––––––––––––– სტაჟირების კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––